რამდენად მზად არის საქართველო AI-ის ეპოქისთვის და რატომ შექმნა Skillwill-მა ახალი პროფესიული პროგრამა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნური ინტელექტი უკვე თანამედროვე ბიზნესრეალობაა, თუმცა მისი სისტემური დანერგვა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, ვისაც ტექნოლოგიის რეალურ ბიზნესშედეგად გარდაქმნა შეუძლიათ.

ამ ცვლილებებს პასუხობს Skillwill - საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ლიდერი, რომელიც ადამიანებს მომავლის პროფესიებისთვის დღესვე ამზადებს. კოლეჯმა ხუთი ახალი პროფესიული პროგრამა შეიმუშავა, მათ შორისაა "ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია".

რატომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, როგორ იცვლება პროფესიული განათლება და რატომ შეიძლება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად სწორედ ტექნოლოგიური ტალანტი იქცეს - ამ თემებზე Entrepreneur Georgia-ს Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე ესაუბრა.

დღეს ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ AI ცვლის ყველაფერს. თქვენი აზრით, რეალურად რა იცვლება და რამ გიბიძგათ ახალი პროგრამების შექმნისკენ?

AI ცვლის მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და პროდუქტების შექმნის პროცესს. ამიტომ მთავარი კითხვა აღარ არის - "გამოვიყენოთ თუ არა AI?" მთავარი კითხვაა - "როგორ გამოვიყენოთ ის სწორად?"

გვინდა, ჩვენ მიერ მიცემული განათლება ცვლილებებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდეს წინ. ამიტომ ვამზადებთ ადამიანებს იმ პროფესიებისა და კომპეტენციებისთვის, რომლებზეც მოთხოვნა უკვე არსებობს და უახლოეს წლებში კიდევ გაიზრდება.

სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ხუთი ახალი პროფესიული პროგრამა:

● მონაცემთა ანალიტიკა (Data Analytics);

● ციფრული მარკეტინგი;

● ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია;

● IT პროექტების მართვა;

● პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება.

ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ AI-ის იმპლემენტაციისა და პროცესების ავტომატიზაციის პროგრამა იწვევს. რა გამოარჩევს მას?

ეს არ არის ChatGPT-ის გამოყენების კურსი. პროგრამა ამზადებს ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ AI-ის ბიზნესში დანერგვას, პროცესების ავტომატიზაციას, AI აგენტების შექმნასა და სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაციას - ისე, რომ კომპანიამ რეალურად დაზოგოს დრო და რესურსი.

ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, სად არის საქართველო დღეს და რა შესაძლებლობას გვაძლევს ხელოვნური ინტელექტი?

ტექნოლოგიურმა ეპოქამ წარმატების გეოგრაფია შეცვალა: დიდი იდეა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიბადოს და გლობალურ პროდუქტად იქცეს. META-სა და Bolt-ის, Wise-ის ისტორიებიც გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიებში გადამწყვეტი ცოდნა, იდეა, სისწრაფე და სწორი გარემოა.

საქართველოს შესაძლებლობაც ადამიანებშია. დღეს ადგილობრივ ტალანტს შეუძლია იმავე ინსტრუმენტებით ისარგებლოს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იყენებენ, საქართველოდან შექმნას გლობალური პროდუქტი და საერთაშორისო პროექტებში ჩაერთოს.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ ლეგალურ დონეზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შემოიღო, რითაც შესაბამის IT კომპანიებს მოგებისა და დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, დივიდენდის გადასახადი კი გაუუქმდათ. ამ გადაწყვეტილებამ საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველი გახადა და ქვეყანაში საქმიანობა ისეთმა კომპანიებმა დაიწყეს ან გააფართოეს, როგორებიცაა EPAM Systems, Exadel, DataArt, Grid Dynamics და Lineate.

AI ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელი კი არ იყოს, არამედ შექმნას პროდუქტები, კომპანიები და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი ინვესტიცია განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და ტექნოლოგიურ უნარებში.ეს ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების როლიც იცვლება?

აბსოლუტურად. განათლება მხოლოდ არსებულ მოთხოვნას აღარ უნდა მიჰყვებოდეს - მან ცვლილებები წინასწარ უნდა დაინახოს და ადამიანები ახალი რეალობისთვის მოამზადოს. სწორედ აქ ვხედავთ Skillwill-ის პასუხისმგებლობას და ლიდერის როლს: შევქმნათ პროგრამები, რომლებიც ბაზრის მომავალ საჭიროებებს პასუხობს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობთ ბიზნესთანაც - მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით მენეჯერებისთვის AI-ის ინტენსიური ვორქშოპები ჩაატარეთ და მოგვიანებით დახურული შეხვედრაც გამართეთ. რას გაჩვენებთ ეს გამოცდილება?

ბიზნესმა უკვე გააცნობიერა, რომ AI მხოლოდ ტექნოლოგიური დეპარტამენტის საკითხი აღარ არის - ის დირექტორებისა და ტოპ-მენეჯმენტის დღის წესრიგში გადავიდა. BAG-თან ჩატარებული ინტენსიური პროგრამა და გამართული AI For Business Workshop სწორედ გადაწყვეტილებების მიღებას, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ლიდერობას დაეთმო.

ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი უკვე გადავიდა კითხვიდან "გამოვიყენოთ თუ არა AI?" კითხვაზე - "როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?" ბიზნესთან თანამშრომლობა კი გვეხმარება, პროგრამების შინაარსი რეალურ საჭიროებებს დავუკავშიროთ.

როგორია Skillwill-ის განვითარების ხედვა და უახლოესი გეგმები?

ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიური განათლების ლიდერობა რეალურ გავლენად ვაქციოთ - მეტი ადამიანი მოვამზადოთ, მეტი რეგიონი მოვიცვათ და განათლება ბიზნესის საჭიროებებს კიდევ უფრო დავუკავშიროთ.

Skillwill, როგორც საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ლიდერი, დღეს თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს, უახლოეს მომავალში კი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშიც იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ. კოლეჯმა უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი მიიღო, ამჟამად კი საშემოდგომო მასშტაბური მიღებისთვის ვემზადებით და დაახლოებით 5 000 სტუდენტის მიღებას ვგეგმავთ. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რამდენად სწრაფად იზრდება მოთხოვნა პრაქტიკულ, თანამედროვე და შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ განათლებაზე.