რატომ K-Motors? ავტონაწილების ყველაზე დიდი არჩევანი და გარანტირებული ხარისხი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტომობილის, განსაკუთრებით კომერციული ტრანსპორტის (სატვირთოს, მიკროავტობუსის, მინივენის), მფლობელი, ყოველ ჯერზე, როცა სათადარიგო ნაწილი სჭირდება, ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას: სად იყიდოს კონკრეტული ნაწილი, რა თანხის გადახდაა რელევანტური და ა.შ.

კომერციული ტრანსპორტისთვის ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ყოველი გამოტოვებული სამუშაო დღე შემოსავალზე აისახება. სწორედ ამ რეალობაში ყალიბდება მოთხოვნა სწრაფ, ხელმისაწვდომ და სანდო სერვისზე.

K-Motors ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და დღეს სამ ქალაქში ექვსი ფილიალი აქვს. კომპანიის ასორტიმენტში შედის სავალი ნაწილები, ძრავის სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთი, აკუმულატორები, დისკები, ფილტრები და საცხებ-საპოხი მასალები. ეს ასორტიმენტი, პრაქტიკული საჭიროებების მიხედვით, კომერციული ტრანსპორტის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბდა.

კომპანიის 5 000 კვ.მ-იანი ცენტრალური საწყობი ქალაქგარეთ და 1 000 კვ.მ-იანი დამხმარე საწყობი თბილისში სწორედ ამ მოცულობის ნაწილების შენახვასა და ფილიალებისთვის ყოველდღიურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

ავტონაწილების ბაზარზე ხარისხის კონტროლი ყოველთვის მარტივი არ არის. ორიგინალური (OEM) ნაწილები ძვირია, ხარისხიანი ანალოგები – ბევრი, ყალბი პროდუქტები კი ბაზარზე ყველგანაა. განსაკუთრებით სარისკოა ე.წ. "კონტრაფაქტული" ნაწილები, გარეგნულად ორიგინალს ემსგავსება, ტექნიკური მახასიათებლებით კი სრულიად განსხვავებულია. ასეთი ნაწილის დამონტაჟება უფრო მეტ ხარვეზს გამოიწვევს.

K-Motors ამ სამ კატეგორიას შორის ერთი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს: ნაწილი შეუსაბამო ხარისხის არ უნდა იყოს. კომპანია მუშაობს Trucktec, Schaefller, Auger და სხვა, ბრენდებთან, რომლებიც კომერციული და სატვირთო ტრანსპორტის სეგმენტში საერთაშორისოდ არის ცნობილი.

ზეთების კუთხით German Adler-ის სხვადასხვა სიბლანტის კლასის ვარიანტებია ხელმისაწვდომი: 0W16-დან 15W40-მდე, მსუბუქი მანქანებიდან EURO 5 და EURO 6 კლასის მძიმე დიზელის ძრავებამდე. Starter EX აკუმულატორები კი კორეული Solite-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ზეთის სიბლანტის სწორი შერჩევა ძრავის ტიპსა და სამუშაო რეჟიმს უნდა ეფუძნებოდეს. არასწორი ზეთი ცვეთის ტემპს ზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში, ძრავი სერიოზულ პრობლემებამდე მიჰყავს. K-Motors-ში სპეციალისტი კონკრეტული ძრავისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით იძლევა რეკომენდაციას კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით.

K-Motors ნაწილის შეძენისა და მონტაჟის პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს.

თითოეულ ფილიალში ხელმისაწვდომია: ძრავის შეკეთება და სრული დიაგნოსტიკა, გადაცემათა კოლოფის სერვისი, დიზელის სისტემის მომსახურება, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, საბურავების მონტაჟი, ბალანსირება და 3D რაზვალის გასწორება, კონდიციონერის სერვისი და ფრეონის ჩატუმბვა, ზეთისა და ფილტრების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების მოხეხვა და ა.შ.

კომერციული ტრანსპორტისთვის, განსაკუთრებით დიზელის ძრავებიანი მოდელებისთვის, DPF სისტემა, EGR, AdBlue და ტურბო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ერთი კომპონენტის გაუმართაობა, თუ დროულად არ გამოვლინდა, დანარჩენებზეც დომინოს პრინციპით ვრცელდება. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული დიაგნოსტიკა პრევენციულ ინსტრუმენტად გამოიყენება. განვითარებული პრობლემის გამოსწორება გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე დროული გამოვლენა. გარდა სტაციონარული სერვისისა, K-Motors მომხმარებელს ადგილზე დახმარებასაც სთავაზობს, მობილური სერვისის მეშვეობით.

ფილიალები სამ ქალაქშია განლაგებული. ეს გეოგრაფია შემთხვევითი არ არის. ბათუმი ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი და თურქეთთან სასაზღვრო ჰაბია – საერთაშორისო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აქედან გადის. ქუთაისში პირველი რეგიონული ფილიალის გახსნის შემდეგ, 2023 წლიდან, მძღოლებს ავტონაწილებისთვის თბილისში გამგზავრება აღარ უწევთ. ავტონაწილების ჩამონათვალი კი ყველა ფილიალში მრავალფეროვანია.

37 000-ზე მეტი მომხმარებელი, 200-ზე მეტი თანამშრომელი – K-Motors-ის ქსელი ამ მონაცემებით ნდობას ამყარებს. კომპანია გეგმავს ახალი სათაო ოფისის მშენებლობასაც, სადაც შოურუმი განთავსდება. ეს კიდევ ერთი ეტაპია იმ მიმართულებით, რომელზეც K-Motors 2011 წლიდან მუშაობს.