რატომ უნდა აირჩიო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი SEU-ში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც აკადემიური ცოდნა, ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება ერთიანდება. ფაკულტეტის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის კონკურენტუნარიანი განათლების უზრუნველყოფა, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბირთვს წარმოადგენს. იგი აერთიანებს მაღალ კვლევით პოტენციალს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და აქტიურ სტუდენტურ ინიციატივებს, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ინოვაციური ხედვისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
სწავლა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს
SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის უპირატესობები ბაზარზე მორგებულ მიდგომებში გამოიხატება. ფაკულტეტი შრომის ბაზრის კვლევებს რეგულარულად ატარებს და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით პროგრამებსა და სწავლის მეთოდებს ავითარებს. ეს მიდგომა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლების პროცესშივე დააგროვონ ის გამოცდილება, რასაც დამსაქმებლები ყველაზე მეტად აფასებენ.
ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამები გამოირჩევა სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების მაღალი ჩართულობით როგორც სასწავლო პროცესში, ასევე საკონსულტაციო პროექტებში. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში მიმდინარეობს რეალური პრობლემების განხილვა და დამუშავება როგორც აუდიტორიაში, ისე კომპანიებში. პროგრამების განხორციელებაში ჩართული არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
ამ პროცესების შედეგად პროგრამები მორგებულია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს, რაც კურსდამთავრებულთა სწრაფ დასაქმებას უზრუნველყოფს.

ინოვაცია, მენტორობა და სტარტაპ კულტურა
ფაკულტეტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მენტორობას, კვლევა-განვითარებასა და სტარტაპ კულტურის ჩამოყალიბებას. სამეწარმეო ცენტრისა და ინოვაციური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დახმარებით სტუდენტები მონაწილეობენ კონკურსებში, ჰაკათონებში, საგრანტო პროგრამებში და რეალურ პროექტებზე მუშაობენ.
გლობალური პარტნიორობა მსოფლიოს ნომერ პირველ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MIT) — უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
SEU აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის მსოფლიოს ნომერ პირველ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MIT), რაც სტუდენტებს გლობალურ ცოდნასა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე წვდომას აძლევს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექსნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრული დაფინანსებით ისწავლონ ამერიკაში, Massachusetts Institute of Technology-ში.
MIT-ის GenAI Orbit პლატფორმასთან თანამშრომლობით, SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, მუშაობენ რეალურ ბიზნესქეისებზე და სწავლობენ, როგორ გადაიქცეს იდეა ტექნოლოგიურ სტარტაპად.
დამატებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში, ასევე მიიღონ ორმაგი დიპლომი.
თანამედროვე ლაბორატორიები და ტექნოლოგიური გარემო
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ლაბორატორიები, ასევე ტექ და სამეწარმეო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, განავითარონ კვლევითი და ინოვაციური პროექტები და ჩაერთონ ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებაში.

განათლება, რომელიც რეალურ შედეგს გაძლევთ
SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გთავაზობთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მათ შორისაა:
- ბიზნესის მენეჯმენტი
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ციფრული ტექნოლოგიები
- ბიზნეს ანალიტიკა
- ფინანსური ტექნოლოგიები და სხვა.
თუ ეძებთ ძლიერი კარიერული დასაწყისის შესაძლებლობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში, SEU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ამის რეალურ შესაძლებლობას გაძლევთ. აქ ერთიანდება ინოვაციური პროგრამები, თანამედროვე ტექნოლოგიები, საერთაშორისო გამოცდილება და აქტიური კავშირი ინდუსტრიასთან. ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებული მომავლის შესაქმნელად და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად.