Redbow - ბრენდის განახლება და საერთაშორისო ექსპანსია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Redbow (აქამდე Rembow) ივენთ მენეჯმენტის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ღონისძიებების ორგანიზების ინდუსტრიას 2012 წლიდან აქტიურად ქმნის და ავითარებს.
წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი გზა გაიარა, ბევრი საინტერესო და განსხვავებული პროექტი განახორციელა და თავისი გამოცდილებით ბაზრის სტანდარტების ამაღლებას ხელი შეუწყო.
ბრენდის ტრანსფორმაცია და ახალი სტრატეგია
კომპანიამ განახორციელა სიღრმისეული რებრენდინგი: ბრენდის სახელი Rembow შეიცვალა სახელით Redbow.
Redbow-მ, ახალი სახელწოდებიდან და სტრატეგიული პლატფორმიდან გამომდინარე, ლოგო შეიცვალა და სრულიად ახალი ვიზუალური იდენტობა მიიღო. ახალი სტრატეგია თანამედროვე ტენდენციებს, მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომასა და ბაზრის მოთხოვნების მუდმივ ანალიზს ემყარება.
Redbow-ს მიზანია, არა მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზატორი და შემსრულებელი, არამედ კომპანიების სანდო და საიმედო პარტნიორიც იყოს, ნებისმიერი ტიპის კორპორატიული, მარკეტინგული თუ სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში. რაც ქმნის უნიკალურ გამოცდილებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
Redbow-ს ახალი ვიზუალური იდენტობა მკვეთრად განსხვავდება არსებულისგან. ახალი ბრენდინგი არის უფრო თანამედროვე, მინიმალისტური და დახვეწილი, რაც კომპანიის ახალ სტრატეგიასა და ბრენდის ხასიათს გამოხატავს.
ბრენდის მთავარი სიმბოლო განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან მას აქვს კონცეპტუალური მნიშვნელობა. ლოგო აერთიანებს სახელის პირველ ასოს, ადამიანის სილუეტს და ბაფთას, რაც ზუსტად ასახავს ბრენდის არსს. ეს სიმბოლო ხაზს უსვამს Redbow-ს ჩართულობით ადამიანების გაერთიანების იდეას და ტრანსფორმაციის უნარს როგორც მოვლენებში, ასევე გარემოში.
ახალი ოფისი, ახალი ეტაპი
ბოლო პერიოდში Redbow-ს განვითარება განსაკუთრებით შესამჩნევია: გაფართოვდა გუნდი, გაიზარდა შეთავაზებების სპექტრი და კომპანიამ ახალი, ფართო და თანამედროვე ოფისი გახსნა, რაც პირდაპირ და სიმბოლურად განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ასახავს. ეს ცვლილებები მხოლოდ ფიზიკური სივრცის განახლებას არ ნიშნავს - ეს არის განახლებული ხედვის, მოტივაციისა და ამბიციური მიზნების დასაწყისი.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლა
Redbow-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სიახლეა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანიამ ჩაატარა დეტალური ბაზრის კვლევა და აქტიურად ითანამშრომლა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შეესწავლა გლობალური ტენდენციები და დაეგეგმა წარმატებული სტარტი ახალ ბაზარზე. ამ ხანგრძლივი და საფუძვლიანი სამუშაოს შედეგად, Redbow-მ გახსნა თავისი პირველი წარმომადგენლობა გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში, დუბაიში — ქალაქში, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ბიზნესისა და ინოვაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. დუბაი არის თანამედროვე მეგაპოლისი, სადაც მრავალფეროვანი საქმიანი შესაძლებლობები და ინოვაციური გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ახალი პროექტებისა და პარტნიორობებისთვის. Redbow-სთვის დუბაიში წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო განვითარებისა და გლობალური წარმატებისკენ.