Get All Access for $5/mo

"რკოს" მმართველ გუნდს "თამაშობანა" უერთდება "რკოს" მმართველ გუნდს "თამაშობანას" დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და ნაუ სონღულაშვილი უერთდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბავშვთა ხელნაკეთი ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდი "რკო", რომელიც ყველაზე ექსპორტირებული ქართული ბრენდია ამ სეგმენტში, ნოემბრის თვეს სიახლით ხვდება.

"რკოს" მმართველ გუნდს "თამაშობანას" დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და ნაუ სონღულაშვილი უერთდებიან.

"რკო" ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის დიდი სიყვარული და ერთგულება. ამას მალევე დაემატა დიდი წარმატება საზღვრებს გარეთ - ყოველწლიურად ბრენდი "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით იღებს მონაწილეობას ყველაზე მსხვილ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში Playtime Paris. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის შედეგად "რკო" ექსპორტზე პირველივე წელს გავიდა და დღესდღეობით წარმატებით იყიდება ევროპის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და აშ) და აზიის ბაზრებზე (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა). აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პირველი შეკვეთა აშშ-იც გაიგზავნა.

"ძალიან მიხარია, რომ რკოს სახით ქართული ხელნაკეთი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენი ნაქსოვი, ნაქარგიანი და შეკერილი კოლექცია ისეთ წამყვან მაღაზიებშია წარმოდგენილი, როგორიცაა Smallable (ფრანგული პრემიუმ ხარისხის ონლაინ პლატფორმა) და Caramel London (წამყვანი ბუტიკური ბრენდი დიდ ბრიტანეთში)." - თამუნა მესარკიშვილი, "რკოს" დამფუძნებელი.

"თამაშობანა" დიდი ხანია გაცდა სამაგიდო თამაშების წარმოებას, ის უკვე მოიცავს ძალიან ბევრ საინტერესო პროდუქტს, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის. ჩვენი მოწოდებაა ბედნიერ ბავშვობაზე ფიქრი და მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პორტფელში 'რკოს' დამატებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებით და ძალებით გავაგრძელებთ ჩვენი მისიის შესრულებას." - ნინი ჩიქოვანი, "თამაშობანას" თანადამფუძნებელი.

"ჩვენთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიან პროდუქციას და მოცემულ შესაძლებლობას ძალიან დიდი სიხარულით შევუერთდით, რადგან "რკო" ზუსტად ასეთი პროდუქტია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "რკოს" არსებობს 7 წლის თავზე დადგა დრო, რომ ის უფრო მასშტაბური გახდეს, კიდევ უფრო მეტი ბაზარი მოიცვას და გაახაროს მომხმარებელი (როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო) საინტერესო კოლექციებით და სიახლეებით." - ნაუ სონღულაშვილი, "თამაშობანას" თანადამფუძნებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ