როდესაც გამოცდილება შედეგს ქმნის — GST Legal

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამართლებრივ ბაზარზე ახალი სახეების გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ბრენდის უკან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები დგანან. იურიდიული საკონსულტაციო კომპანია GST Legal სწორედ ასეთი შემთხვევაა - ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში მისმა გუნდმა უკვე მოასწრო არაერთი გახმაურებული საქმის მოგება და მსხვილი კორპორაციული კლიენტების ნდობის მოპოვება.

კომპანიის პარტნიორები აჯამებენ 2025 წელს და ახალ წელს განახლებული შემადგენლობითა და ახალი გეგმებით ხვდებიან.

გიორგი გაგუა

კომპანია ,,GST Legal'' ბაზარზე წელიწადზე მეტია რაც ოპერირებს, თუმცა თავად ჩვენი გუნდი სულაც არ არის ბაზარზე ახალი. თითოეულ იურისტს, რომელიც დღეს ჩვენთან მუშაობს, პროფესიული საქმიანობის 20-წლიანი პრაქტიკა აქვს - ეს არის კაპიტალი, რომელსაც კომპანია ეფუძნება და აგრძელებს განვითარებას.

კომპანია ბოლო პერიოდში გაფართოვდა. თუ დაარსების დროისთვის გუნდში 2 წევრი იყო, დღეს უკვე ოთხნი ვართ და მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას ვგეგმავთ. გუნდის ფორმირებისას პროფესიონალიზმთან და კომპეტენციასთან ერთად, ჩვენთვის გადამწყვეტია ინდივიდუალური უნარ-ჩვევები, რომლებიც კლიენტთან კომუნიკაციასა და საქმის ინდივიდუალურ გადაწყვეტაში არსებითი მნიშვნელობისაა.

კომპანიის ფილოსოფია დგას იმ ძირითად ღირებულებებზე, როგორიცაა ეფექტური, სანდო და ხელმისაწვდომი იურიდიული მომსახურება. სწორედ ამ ძირითადი ფასეულობების ყოველდღიურ საქმიანობაში გატარების შედეგად მივიღეთ ის, რომ 2025 წლის განმავლობაში კლიენტებისა და საქმეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და მოიცვა არაერთი სეგმენტი და ქვეყანა.

კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კონკრეტული საქმეების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ვაწარმოებთ არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ სამართლებრივ პროცესს. დღეის მდგომარეობით, დასრულებული დავების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ეს შედეგი მიიღწევა იმით, რომ ჯერ კიდევ კონსულტაციის ეტაპზე დეტალურად ვსწავლობთ საქმეს და კლიენტს ვუქმნით რეალურ წარმოდგენას სტრატეგიასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ვემზადებით საქმის წარმოებამდე ჯეროვნად და მხოლოდ სრულყოფილად მომზადებული საქმის მასალებით ვიწყებთ სამართლებრივ პროცესებს.

სწორედ ამ გულისხმიერმა და პროფესიონალურმა მიდგომამ განაპირობა ბაზარზე კომპანიის ბრენდის სწრაფი დამკვიდრება, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს.

თათია ზირაქაშვილი

ჩვენი გუნდის წარმატება შექმნის დღიდან ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: ხარისხი, სისწრაფე, ეფექტურობა და ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, კლიენტი მსხვილი კორპორაციაა თუ ფიზიკური პირი - თითოეული შემთხვევა უნიკალურია და პერსონალიზებულ სტრატეგიას მოითხოვს. სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ის, რომ ბაზარზე გამოჩენისთანავე, უმოკლეს დროში მოხდა GSTlegal-ის ბრენდის გავრცელება და იგი მისი მონაწილე ინდივიდუალური ადვოკატების სახელების ცნობადობის ფარგლებს გასცდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ახალი მსხვილი კორპორაციული კლიენტი შემოგვიერთდა სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემით, რაც ჩვენი სტრატეგიის სისწორეზე მეტყველებს და ეს რიცხვი ყოველდღიურად აგრძელებს ზრდას. ჩვენი სპეციალიზაცია წლების განმავლობაში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ეფუძნება. განსაკუთრებით ძლიერი პოზიციები გვაქვს სამეწარმეო, საბანკო, შრომით-სამართლებრივ და სამშენებლო სამართალში. ასევე, დიდ დროს ვუთმობთ მიწებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი საკითხების მოგვარებას და ყოველდღიურად იზრდება მომსახურების მიღების მსურველთა მომართვიანობა.

სოფიო მაჭავარიანი

ჩვენი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზია მუდმივი ზრუნავა განვითარებაზე. გუნდის წევრები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. 2025 წელს მოხდა სამშენებლო სამართლის სპეციალიზაციის მინიჭება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, რამაც ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო გაღრმავებული ცოდნითა და გამოცდილებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა წარმოშვა და გააფართოვა მომსახურების მიმღებ პირთა წრეც.

საგანმანათლებლო საქმიანობაში (საგანმანათლებლო ტრენინგები, სალექციო და სასემინარო კურსები სხვადასხვა დარგში) მუდმივი და უწყვეტი ჩართულობა - ეს ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილია. საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულობა გვეხმარება, მუდმივად ვიყოთ სამართლებრივი სიახლეების ეპიცენტრში და თავადვე შევქმნათ მაღალი სტანდარტი სამართლის სხვადასხვა დარგში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევქმენით არაერთი სამართლებრივი დასკვნა, რომელიც წარდგენილ იქნა დავაში სპეციალისტის მოსაზრების სახით და ჩავატარეთ სრული სამართლებრივი აუდიტი (Legal Due Diligence), რაც საფუძვლად დაედო ინვესტირების შესახებ მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებას.

,,GST Legal''-ს აქვს ყველა რესურსი და ამბიცია, რომ კომპანიის წარმატებამ მოიცვას საქართველოს ბაზარი სრულად და გასცდეს საქართველოს ფარგლებსაც. ჩვენი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ საერთაშორისო დონის იურიდიულ კომპანიად, რომელიც რეგიონში ხარისხის ეტალონი იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი