Sponsored Content

როგორ აფერხებს დეზინფორმაცია ტექნოლოგიურ და სამეცნიერო განვითარებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კაცობრიობის მიერ შეძენილი ცოდნა ექსპონენციალურად იზრდება. ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები შესაძლებლობას გვაძლევს, ვეძიოთ პასუხები მრავალსაუკუნოვან კითხვებზე და გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ. ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, ისწრაფოდეს განვითარებისკენ, ახალი ცოდნის აღმოჩენისა და სამყაროს შემეცნებისკენ. ასე იყო ქვის ხანიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე და ადამიანის ბუნება მიგვანიშნებს, რომ ასე იქნება მომავალშიც.

ცოდნისა და აღმოჩენების ექსპონენციალური ზრდის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითს კოსმოსი წარმოადგენს.

ცა ყოველთვის ადამიანის ინტერესის საგანი იყო. ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების შედეგად კი ბოლო ასწლეულის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტად გაიზარდა კაცობრიობის ცოდნა კოსმოსის შესახებ - ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე, გადაიღო მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელის სურათები, ახლოდან აკვირდება ვარსკვლავების დაბადებას და აკეთებს ახალი თანავარსკვლავედების აღმოჩენას.

მართალია, ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, მაგრამ ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვქვს გასავლელი იმისათვის, რომ კოსმოსის მცირედი ნაწილი მაინც სრულად შევიმეცნოთ. რადგან ყოველი ახალი აღმოჩენა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რაც შეიძლება ჩვენ ახლა ჭეშმარიტებად მიგვაჩნდეს, რეალურად არასწორია.

მაგალითად, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვეგონა, რომ მზე ყვითელია. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მზეზე დაკვირვების პროცესში, განსაკუთრებით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, ატმოსფერული შრეების გავლენის შედეგად ჩვენ მას ყვითელ, ნარინჯისფერ ან წითელ ფერებში ვხედავთ. თუმცა, სინამდვილეში მზის ფერი უფრო მეტად ახლოს არის თეთრთან და საკუთარ თავში სხვადასხვა ფერის სპექტრს აერთიანებს.

ალბათ, ასევე ხშირად გაიგონებდით ფრაზას "მთვარის ბნელი მხარე". რეალურად, მთვარე საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, შესაბამისად არ არსებობს მასზე ისეთი არე, რომელიც მუდმივად სიბნელეშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სინათლე მისი ზედაპირის ყველა ნაწილს ეხება.

მოდით, ახლა კოსმოსიდან დედამიწაზე გადმოვინაცვლოთ. თუმცა, სანამ საბოლოოდ მიწაზე დავეშვებოდეთ, მცირე ხანი ღრუბლებში დავყოთ და განვიხილოთ ელვა, მეხი და მასთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენები. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცრურწმენაა, რომ მეხი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არასდროს ეცემა. თუმცა, ამ დებულების დამასაბუთებელი არანაირი მტკიცებულება არსებობს. ცნობილია, რომ ელვა უფრო მეტად ეცემა ისეთ საგნებს, რომლებიც მდებარეობს სიმაღლეზე ან მეტალისაა. მაგალითად, ნიუ იორკში "ემპაირ სტეიტ ბილდინგს" მეხი წელიწადში 100-ჯერ ეცემა. რაც ნიშნავს იმას, რომ გავრცელებული ცოდნა არასწორია.

ასევე სიცრუეა, რომ ყველა საკვამურიდან ამოსული ღრუბელი კვამლია. ცაში ყურების დროს, ხშირად წვიმის წვეთების ან ყინულის კრისტალებისგან შემდგარ ღრუბლებს ვხედავთ. თუმცა, როდესაც ღრუბელი ადამიანის მიერ შექმნილი საკვამურიდან ამოდის, მას ავტომატურად კვამლად აღვიქვამთ.

მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ელექტროსადგურებთან მდებარე გამაგრილებელი კოშკები არ გამოყოფენ კვამლს, არამედ წარმოქმნიან წყლის წვეთებისგან შემდგარ აეროზოლს. აღსანიშნავია, რომ ეს აეროზოლი კვამლისგან განსხვავებულია, რადგან არ შეიცავს მყარ ნაწილაკებსა და ტოქსიკურ, მავნე ნივთიერებებს.

იგივე შეხედულება ვრცელდება თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების აეროზოლზეც. საზოგადოების დიდი ნაწილი არასწორად მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები გამოყოფენ კვამლს. თუმცა, სინამდვილეში, მათ მიერ გამოყოფილი აეროზოლი კვამლისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.

ეს მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორია, რადგან სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი დიდი რაოდენობით მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ იყენებენ თამბაქოს წვას, ისინი არ გამოყოფენ კვამლს, შედეგად საგრძნობლად ამცირებენ მის აეროზოლში არსებულ მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას და ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ისინი შეიცავენ ნიკოტინს, დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას.

უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებებაა, თუმცა, ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას, რასაც ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ინოვაციებზე დაყრდნობით შექმნილი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს.

სამეცნიერო და ტექნოლოგიური აღმოჩენების შესახებ ინფორმაციას ხშირად შეხვდებით, თუმცა მნიშვნელოვანია, გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ მისი პოტენციური საფრთხეები თუ სარგებელი. ამისათვის კი საჭიროა, გვქონდეს ხელმისაწვდომობა ფაქტებსა და სწორ ინფორმაციაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.