როგორ დაიწყო კარიერა ამერიკაში? კალიფორნია, San Diego და უსაზღვრო შესაძლებლობები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რას ნიშნავს შენთვის ამერიკაში განათლების მიღება და რატომ ამბობენ რომ ეს უსაზღვრო შესაძლებლობების წყაროა?
თუ ახლა აბარებ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე, წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ისწავლო ქვეყანასა და ქალაქში, სადაც სხვადასხვა სფეროს წამყვანი კომპანიები პოზიციონირებენ, რომლებიც მსოფლიო მოვლენებზე ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას.
წარმოიდგინე, რამდენად ძლიერია შენი სტუდენტური ეკოსისტემა, როდესაც უნივერსიტეტის გვერდით Google, Apple, Amazon, Meta, Microsoft, Qualcomm და Illumina კომპანიების ოფისებია, ხოლო რეგიონში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი სამეცნიერო სექტორი და მრავალი კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანიაა. სტუდენტისთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს - სწავლის პარალელურად შენს ირგვლივ არის ინდუსტრია, ღონისძიებები, პროფესიული შეხვედრები და კარიერული ეკოსისტემა, რომელიც რეალურად ქმნის პერსპექტივას.
სწორედ ამ გარემოს ეპიცენტრში, კალიფორნიაში, სანდიეგოში მდებარეობს California Miramar University, სადაც ჩაბარების შანსი სწორედ ახლა გაქვს.
California Miramar University (CalMU) განსაკუთრებით საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს:
- ამერიკაში სწავლა, ისეთ ქალაქში, სადაც ტექნოლოგიური და ინოვაციური გარემოა
- პროგრამა, რომელიც მომავალ პროფესიებს უკავშირდება - AI, data analytics, information systems, tech management.
- უნივერსიტეტი, რომელიც პრაქტიკულ განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და არა მხოლოდ თეორიულ ლექციებზე
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ CalMU-ში სწავლის საფასური გაცილებით ნაკლებია სხვა ამერიკულ უნივერსიტეტებთან შედარებით.
განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით უნივერსიტეტის წარმომადგენელი თბილისში ქართველ სტუდენტებთან შესახვედრად ჩამოდის. ამიტომ ჩაინიშე და არ გამოტოვო შეხვედრა, რომ საჭირო ინფორმაცია პირადად მიიღო: 7 თებერვალს 17:00 საათზე
დასწრება უფასოა, მთავარია დარეგისტრირდე: https://leaf.ge/calfirnia-miramar-university-calmu-visit/
მისამართი: Artizan Design Hotel, იაკობ ნიკოლაძის 12
California Miramar University-ს კამპუსი მდებარეობს მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცენტრში San Diego-ში, ქალაქში, სადაც ტექნოლოგია და ინოვაცია ყოველდღიურობაა. სტუდენტებისთვის ეს არის მრავალსექტორული ეკოსისტემა, სადაც ტექნოლოგიები, ინოვაციები, კვლევები და მეცნიერება ერთ სივრცეში იყრის თავს. ეს არის გარემო, სადაც სწავლობ პრაქტიკულ უნარებზე, ხედავ როგორ მუშაობს ბაზარი რეალურ დროში, აგროვებ კონტაქტებს და თანდათან იწყებ შენს პროფესიაში საკუთარი ადგილის შექმნას.
CalMU-ს ძირითადი იდეა არის მოქნილი და კარიერაზე ორიენტირებული სწავლა, უნივერსიტეტი პოზიციონირებს როგორც AI-first Business and IT მიმართულების უნივერსიტეტი. აქ ისწავლება ის მიმართულებები, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია და სწრაფად იზრდება, ძირითადად ბიზნესისა და ტექნოლოგიების განხრით.
უნივერსიტეტს აქვს Career-focused მიდგომა: არ ასწავლის მხოლოდ აკადემიურ თეორიას, არამედ ცდილობს სწავლა მაქსიმალურად ახლოს მიიტანოს სამუშაო ბაზართან, უნარებთან და რეალურ ინსტრუმენტებთან. უნივერსიტეტს რეალური კარიერული პერსპექტივა შეუძლია მისცეს სტუდენტს პრაქტიკის და დასაქმების კუთხით. San Diego-ს ძლიერი ინდუსტრიული გარემო ზრდის networking-ის შანსს.
ამ ფაქტორების გათვალიწინებით, აშშ შეიძლება გახდეს ყველაზე გონივრული ინვესტიცია შენს მომავალში: მეტი არჩევანი სპეციალობაში, პრაქტიკული პროექტები, კარიერული ცენტრები, სტაჟირების პროგრამები, გლობალური დიპლომი, მრავალფეროვანი კამპუსები - სწორედ ეს არის ამერიკაში სწავლა "ერთი ქვეყანა = ათასი შესაძლებლობა".
სწორედ ამიტომ, თუ ამერიკაში სწავლა შენი ოცნებაა, გაქვს უამრავი კითხვა თუ როგორ ჩააბარო უნივერსიტეტში, როგორ მოიპოვო სასწავლო ვიზა, როგორ დაიწყო კარიერის პირველი ნაბიჯები, მაშინ არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, შეხვდი პირისპირ და დაუსვი ყველა საჭირო კითხვა უნივერსიტეტს, რომელიც გლობალური, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრშია და ქართველ სტუდენტებს ელოდება.
ჩაინიშნე 7 თებერვალი 17:00 საათზე, მისამართი: Artizan Design Hotel, იაკობ ნიკოლაძის 12, დასწრება უფასოა, მთავარია დარეგისტრირდე: https://leaf.ge/calfirnia-miramar-university-calmu-visit