როგორ გაიგო, რა ტიპის სტრუქტურა აქვს შენს ორგანიზაციას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ორგანიზაციები განსხვავდებიან არა მხოლოდ სფეროთი ან მიზნებით, არამედ იმითაც, თუ როგორია მათი შიდა მოწყობა.

სტრუქტურა აყალიბებს გუნდურ ქცევას, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესა და მოქნილობას — ან პირიქით.

მოდი ვნახოთ, რომელი სტრუქტურა აქვს შენს ორგანიზაციას და როგორ შეიძლება AgileSchool დაგეხმაროს მის განვითარებში.

როგორ გაიგო, რა ტიპის სტრუქტურა აქვს შენს ორგანიზაციას?

Flat ორგანიზაციული სტრუქტურა

შესაფერისია სტარტაპებისა და მცირე ზომის გუნდებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რამდენიმე ადამიანზეა კონცენტრირებული.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • გადაწყვეტილების მიღება ცენტრალიზებულია ერთ ან ორ პირზე
  • ფორმალური პროცესები პრაქტიკულად არ არსებობს
  • თანამშრომლები ასრულებენ მრავალფეროვან, ხშირად გადაკვეთილ ფუნქციებს
  • ორგანიზაციული კულტურა დიდად ეფუძნება ინდივიდების ინიციატივასა და პიროვნულ უნარებს

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან სამი ან მეტი შეესაბამება თქვენს რეალობას, სავარაუდოა, რომ ორგანიზაცია ოპერირებს მარტივი სტრუქტურის ფარგლებში. ასეთი სტრუქტურა გამორჩეულია მოქნილობით, მაგრამ დაუცველია ზრდისა და მასშტაბირების პროცესში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • ეტაპობრივად დააწესეთ პასუხისმგებლობების გადანაწილების მექანიზმები
  • განსაზღვრეთ ძირითადი პროცესები და დოკუმენტურად აღწერეთ ისინი
  • შექმენით პოზიციების გამყოფი ჩარჩო, რათა თავიდან აიცილოთ გადატვირთვა და ქაოსი

ორგანიზაციული ბიუროკრატია

დამახასიათებელია დიდი ზომის, სტაბილური ორგანიზაციებისთვის, სადაც ფორმალიზაცია და პროცედურები დომინანტურ როლს ასრულებს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სტანდარტების, რეგლამენტებისა და წესების სიმრავლე
  • მკაცრად ფუნქციონირებს ხარისხის ან მეთოდოლოგიის მართვის ერთეული
  • გადაწყვეტილებები მიიღება იერარქიული წესრიგით
  • სამუშაო საქმიანობა მეტად წინასწარ განსაზღვრული და განმეორებადია
  • თანამშრომლები ხელმძღვანელობენ ინსტრუქციებით, არ იზიარებენ სიტუაციურ პასუხისმგებლობას

თუ სამი ან მეტი მახასიათებელი ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან ასახავს თქვენს ორგანიზაციას, სავარაუდოა, რომ ის ფუნქციონირებს ბიუროკრატიის მოდელით. სტრუქტურა მდგრადია, მაგრამ ხშირად არაპრაქტიკულად რეაგირებს ცვლილებებზე.

რეკომენდაციები:

  • გამოავლინეთ პროცესები, რომელთა ავტომატიზაცია შესაძლებელია და დაიწყეთ მათი ოპტიმიზაცია
  • წაახალისეთ დეცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად კრიტიკულ დონეებზე
  • განავითარეთ გადაწყვეტილებების მიმღები პერსონალის ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები

"პროფესიული" ბიუროკრატია

ხასიათდება მაღალი დონის ექსპერტიზის მქონე ადამიანებით, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად და ქმნიან ორგანიზაციის ძირითად ღირებულებას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ექსპერტიზა განიხილება როგორც ძირითადი აქტივი
  • თანამშრომლები მუშაობენ დამოუკიდებლად, მინიმალური ზედამხედველობით
  • მენეჯმენტი ერიდება ოპერაციულ ჩარევას
  • გუნდში ჭარბობენ ძლიერი ინდივიდუალური პროფესიონალები
  • ცვლილებების განხორციელება რთულია ცენტრალიზებული მეთოდით

თუ რამდენიმე ზემოთხსენებული მახასიათებელი შეესაბამება თქვენს პრაქტიკას, სავარაუდოა, რომ თქვენი ორგანიზაცია წარმოადგენს პროფესიული ბიუროკრატიის მაგალითს. ეს მოდელი ძლიერია ცოდნის მართვაში, თუმცა დაბალი კოორდინაციის რისკი მაღალია.

რეკომენდაციები:

  • შექმენით საერთო მიზნები და ღირებულებები, რომლებიც გააერთიანებს დამოუკიდებელ ჯგუფებს
  • გააძლიერეთ ჰორიზონტალური კავშირები თანამშრომლობასა და სინქრონიზაციაში
  • შემოიტანეთ მექანიზმები კოლაბორაციისთვის (როგორიცაა OKR ან Agile მიდგომები)

დივიზიური ორგანიზაციული სტრუქტურა:

ხშირად გვხვდება მსხვილ კომპანიებში, რომლებიც ოპერირებენ მრავალფეროვან ბაზრებსა და პროდუქტებზე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • კომპანია დაყოფილია დამოუკიდებელ ბიზნეს-იუნიტებად (ერთეულებად)
  • თითოეულ იუნიტს აქვს საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობა და სტრატეგია
  • ცენტრი განსაზღვრავს ჩარჩოს და აკონტროლებს საერთო მაჩვენებლებს
  • განყოფილებებს შორის შეინიშნება რესურსების კონკურენცია
  • წარმატება განისაზღვრება თითოეული იუნიტის ეფექტიანობით

თუ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ემთხვევა ამ მახასიათებლებს, მაღალი ალბათობით ფუნქციონირებთ დივიზიონური სტრუქტურით. ის გამორჩეულია ზრდის პოტენციალითა და სტრატეგიული მოქნილობით, თუმცა მოითხოვს ძლიერ ცენტრალურ კოორდინაციას.

რეკომენდაციები:

  • დაასინქრონეთ სტრატეგიები იუნიტებს შორის საერთო ხედვის საფუძველზე
  • უზრუნველყავით მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმები
  • თავიდან აიცილეთ რესურსების გაყოფა, რომელიც იწვევს კონკურენციას ორგანიზაციის შიგნით

ადჰოკრატიული ორგანიზაციული სტრუქტურა

თანამედროვე, ინოვაციური გარემოსთვის დამახასიათებელი მოქნილი სტრუქტურა, სადაც ინიციატივა მოდის ყველა დონიდან.

ძირითადი მახასიათებლები:

  • იერარქია დაბალია, კავშირები — ჰორიზონტალური და კროს-ფუნქციური
  • თანამშრომლები ხშირად მუშაობენ პროექტული პრინციპით
  • გადაწყვეტილებები მიიღება დისკუსიებით, არა ბრძანებით
  • სტრუქტურა ადაპტირდება ამოცანების შესაბამისად
  • პასუხისმგებლობის ზონები ხშირად ბუნდოვანია

შეფასება: თუ თქვენი ორგანიზაცია თავს იდენტიფიცირებს ზემოთ აღნიშნული ნიშნებით, თქვენ მუშაობთ ადჰოკრატიულ სტრუქტურაში. ის უმჯობესია ინოვაციისთვის, თუმცა საჭიროებს მკაფიო ჩარჩოებს ქაოსის თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდაციები:

  • განსაზღვრეთ პასუხისმგებლობის ზუსტი სფეროები თვითორგანიზებულ გუნდებში
  • დააწესეთ გადაწყვეტილების მიღების წესები, რომლებიც გამორიცხავს გაუგებრობას
  • გაზარდეთ გამჭვირვალობა — გაზიარებული სამუშაო შედეგებით, ღია ფიდბექის კულტურით

არ არსებობს იდეალური სტრუქტურა, ყველა ტიპს აქვს როგორც უპირატესობები, ისე შეზღუდვები. თუმცა მთავარი საკითხია: რამდენად ემსახურება არსებული სტრუქტურა თქვენი ორგანიზაციის მიზნებს, კულტურასა და სტრატეგიას?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია