როგორ გამოიყენებენ ქართველი მომხმარებლები Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონში პირველად, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას ილონ მასკი, სოციალური ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მეშვეობით ავრცელებს.

ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია SpaceX-ის Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ინტერნეტმიწოდება არ ხორციელდება ან დაბალი საიმედოობის, უხარისხო ინტერნეტკავშირია. Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წელს გაიარა. კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ სერვისით ვერ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

რა ღირს სტარლინკის სერვისები ქართველი მომხმარებლებისთვის?

Starlink-ის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა შეიძინოს, საქართველოსთვის 1,780₾ ღირს. ყოველთვიური სააბონენტო კი - 160₾-ს შეადგენს. აღჭურვილობა მოიცავს თანამგზავრული თეფშის სამაგრს, თეფშს, ინტეგრირებულ Wi-Fi როუტერსა და სხვა ყველა საჭირო მოწყობილობას, რომელიც საჭიროა ინტერნეტთან დასაკავშირებლად.

რამდენად სწრაფია სტარლინკის ინტერნეტი?

Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, ჩამოტვირთვის სიჩქარე 25-220 Mbps-ს შორის მერყეობს, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობისთვის სიჩქარე 100Mbps-ს შეადგენს. რაც შეეხება ატვირთვის სიჩქარეს, მისი მაჩვენებელი 5-დან 20 Mbps-მდე იცვლება.

რა განასხვავებს სტარლინკის ინტერნეტს?

განსხვავებით სხვა უკაბელო ინტერნეტის მომწოდებლებისგან, სტარლინკი ინტერნეტს სატელიტებით გვაწვდის. რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (სადაც Starlink-ი ავტორიზებულია), შესაძლებელია, დაბალი შეყოვნების ინტერნეტის მიწოდება.

Starlink-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, ინტერნეტინფრასტრუქტურა უძლებს როგორც ბუნებრივ კატასტროფებს, ასევე - საკაბელო გათიშვასა და სხვა ინფრასტრუქტურულ დაზიანებებს. გარდა ამისა, სტარლინკის მოწყობილობები არის პორტატული და მისი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მათ შორის: გემზე, მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავსა და სხვა ლოკაციებზე.

როგორ გამოიყენებენ ქართველი მომხმარებლები Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს?

სტარლინკის მომხმარებლები თანამგზავრებს სახლში დამონტაჟებული პატარა მიმღებით დაუკავშირდებიან. თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც ცისკენ ხედი ჩანს. უკეთესი ხარისხის ინტერნეტისთვის, სასურველია, მისი დაყენება სახურავზე ან ანტენაზე. Starlink-ის აპლიკაცია Android-სა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი და სწორედ ეს აპლიკაცია შემოგთავაზებთ, რომელია საუკეთესო ადგილი აღჭურვილობის დასამონტაჟებლად.

რა ღირს სტარლინკის სერვისები სხვა ქვეყნებში?

დღესდღეობით, Starlik-ის სერვისები 64 ქვეყანაში მუშაობს. გთავაზობთ ქვეყნების არასრულ ჩამონათვალსა და მათი შესაბამისი სერვისების ფასებს:

ქვეყანა

მოწყობილობის ფასი

თვიური სერვისის ღირებულება

ჩრდ. ამერიკა

აშშ

US$599

US$120

კანადა

C$499

CA$140

მექსიკა

MX$8 300

MX$1 100

ევროპა

გაერთიანებული სამეფო

£499

£75

გერმანია

€299

€ 50

საფრანგეთი

€450

€ 40

იტალია

€450

€ 50

პორტუგალია

€450

€ 65

ესპანეთი

€450

€ 65

აზია

იაპონია

¥55 000

JP¥6 600

ფილიპინები

PHP28 000

PHP2700

მალაიზია

MYR2 300

MYR220

სამხ. ამერიკა

ბრაზილია

R$2 000

R$184

პერუ

PEN875

PEN 193

კოლუმბია

COP1 320 000

COP210 000

ავსტრალია

ავსტრალია

A$599

A$ 139

აფრიკა

ნიგერია

N299 500

₦38 000

კენია

KSh89 000

KSh6 500

ზამბია

ZW10 744

ZW 771

მოზამბიკი

MT40 492

MT3 000

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and Entrepreneurship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.