Get All Access for $5/mo

როგორ გავხდეთ წარმატებული გამყიდველი ამაზონზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Amazon

Amazon არის პოპულარული პლატფორმა როგორც გამყიდველებისთვის, ისე მყიდველებისთვის. გამყიდველების მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ, კომპანიამ გამოუშვა თავისი FBA სერვისი. ეს სერვისი გამყიდველებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ პლატფორმის მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი და მომხმარებელთა ბაზა, რათა მათი ბიზნესი გაიზარდოს, განვითარდეს და დაიხვეწოს. საცალო ვაჭრობისთვის, ამაზონი ყველაზე გავრცელებული არჩევანია მსგავს პლატფორმებს შორის.

ამ სტატიაში შევეცდებით მოგცეთ შვიდი გამოსადეგი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული გამყიდველი ამაზონზე, გაზარდოთ თქვენი გაყიდვები და მოგება. ასევე, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ საკითხზე პროფესიონალური და დეტალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ Amazon Marketing ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გუნდს მიმართოთ.

1. გააუმჯობესეთ თქვენი ამაზონის SEO

იფიქრეთ ამაზონზე, როგორც საძიებო სისტემაზე და უკეთ გექნებათ წარმოდგენა, თუ როგორ მიუდგეთ ონლაინ გაყიდვას სტრატეგიულად.

გაეცანით Amazon-ის საძიებო სისტემის ალგორითმის დეტალებს. ამგვარად, მომგებიან სიტუაციაში იქნებით თქვენი საძიებო ტერმინების, საკვანძო სიტყვებისა (keywords) და ქოფირაითინგის სრულყოფის დახმარებით.

2. სწორად განათავსეთ თქვენი პროდუქტები საიტზე

მას შემდეგ, რაც ისწავლით როგორ მუშაობს Amazon-ის საძიებო სისტემის ალგორითმი, დაუთმეთ გარკვეული დრო თქვენი კონკურენტების კვლევას.

მოძებნეთ თქვენი პროდუქტები და ჩაინიშნეთ, რამდენად მაღლა აგდებს თქვენს პროდუქციას ამაზონი კონკურენტებთან შედარებით, როგორც ნივთის აღწერილობის, ასევე ფასის მიხედვით.

3. დაადეთ თქვენს პროდუქტებს კონკურენტუნარიანი ფასები

თუ თქვენს პროდუქტებს ყველაზე ძვირად ყიდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი მათგანი გაყიდოთ. მეორესმხირვ, თუ თქვენს ნივთებს ძალიან დაბალი ფასი ექნება, სავარაუდოდ, დიდ მოგებას ვერ მიიღებთ.

მთავარია იპოვოთ ოქროს შუალედი ამ ორს შორის. ეს შეიძლება იყოს 1 თეთრით დაბალი ფასი, ვიდრე კონკურენტს აქვს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Buy Box-ის გამარჯვებული განისაზღვრება უფრო მეტი ფაქტორით, ვიდრე მხოლოდ ფასია.

4. აირჩიეთ სწორი საფასო პოლიტიკა

თუ თქვენ ყიდით ძვირადღირებულ ან იაფ საქონელს, მაშინ ფასების შერჩევისას სწორედ მათი თავდაპირველი ღირებულებით უნდა იხელმძღვანელოთ.

ზოგადად, სჯობს არ დაადოთ 10%-ით უფრო ძვირი ფასები თქვენს საქონელს, ვიდრე რომელიმე "Fulfilled by Merchant" გამყიდველის პროდუქტებს აქვს და არ დაადოთ რამდენიმე თეთრით ნაკლები, ვიდრე ყველაზე იაფი გამყიდველისას.

ამ სტრატეგიის ერთ-ერთი გამონაკლისი არის, ის, რომ თუ ხედავთ, თქვენ ორივენი ფასების ომში ჩაებით - უკან უნდა დაიხიოთ, რადგან ფასების ომს, როგორც წესი, გამარჯვებული არ ჰყავს და უკეთესია თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიას გადახედოთ, ვიდრე თქვენი ნივთების ღირებულება დაწიოთ.

გამყიდველთა შორის პოპულარულ სტრატეგიებს წარმოადგენს თქვენი პროდუქტის ფასის აწევა, თუ თქვენს კონკურენტს მარაგი ამოეწურება და მათზე ერთი ცენტით დაბალი ფასის დადება.

თუ მაინც გიჭირთ სწორი საფასო სტრატეგიის მოძებნა, გირჩევთ Amazon Consulting ის პროფესიონალიზმი დაიხმაროთ, მათგან მსგავს და რიგ სხვადასხვა რელევანტურ საკითზე კვალიფიციურ კონსულტაციას მიიღებთ.

5. მოახდინეთ თქვენი ყველაზე მომგებიანი პროდუქტების იდენტიფიცირება

თქვენი ყველაზე მომგებიანი ნივთები თქვენი განძია და მათ ისევე უნდა მოეპყრათ, როგორც გექცევიან.

გააანალიზეთ თქვენი გაყიდვების ანგარიშები, რათა მოახდინოთ თქვენი მომგებიანი საქონელის იდენტიფიცირება გაყიდვების კურსის, მოგებისა და ფასების ტენდენციების დათვალიერებით. შემდეგ შემოიტანეთ მეტი ასეთი პროდუქტი, რომ გააგრძელოთ თქვენს მიერ ამ საქმეში ჩადებული ინვესტიციის "ამოღება". დარწმუნდით, რომ თქვენი ყველაზე მოთხოვნადი ნივთების მარაგი საკმარისად გაქვთ.

6. მიაქციეთ ყურადღება მომხმარებელთა მომსახურებას

მას შემდეგ რაც დაასრულებთ რთულ ნაწილს და გაზრდით გაყიდვებს, მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეთ. დარწმუნდით, რომ შეკვეთის შესახებ ინფორმაცია სწორია, შეფუთეთ თქვენი საქონელი სათანადოდ და გაგზავნეთ მითითებულ მისამართზე სწორად. თუ იყენებთ Fulfillment by Amazon-ს, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი ნივთების გაგზავნა პირდაპირ ამაზონში და ისინი იზრუნებენ დანარჩენზე.

7. არ დაგავიწყდეთ, რომ ამაზონზე გაყიდვა მოითხოვს ძალისხმევასა და შრომას

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უკვე შეძელით მცირე თანხის გამომუშავება, არ ნიშნავს რომ თამაში დასრულებულია და შეგიძლიათ დაისვენოთ. სინამდვილეში, პირიქითაა. ახლა, როცა ცოტა წარმატებას მიაღწიეთ, დროა კიდევ უფრო მყარად გაიდგათ ფესვები ამ პლატფორმაზე.

უნდა გააგრძელოთ თქვენი პროდუქციის გამრავალფეროვნება. თქვენი შემოსავალი ყოველთვის ასეთი არ იქნება და თუ არ დანებდებით, საუკეთესო მომავალს შეუქმნით თქვენს ბიზნესსა და საკუთარ თავს.

ნელ-ნელა შემოიტანეთ ახალი ნივთები თქვენი არსებული ბრენდებისა და მომწოდებლების დახმარებით, რათა შეინარჩუნოთ კუთვნილი ადგილი ბაზარზე და კიდევ უფრო მეტადაც განვითარდეთ.

იმედია, ჩვენი შვიდი რჩევის დახმარებით, შეძლებთ შეუერთდეთ ამაზონზე წარმატებული ბიზნესის მფლობელთა მზარდ რიცხვს.

არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ გამყიდველებმა უნდა დაიცვან Amazon-ის წესები და პირობები. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის შეჩერება. წარმატება ერთ ღამეში ვერ მიიღწევა, ის დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

ვიმედოვნებთ, რომ გამოსადეგი რჩევები მოგეცით ამაზონზე თქვენი ბიზნესის გაყიდვებისა და მოგების გასაზრდელად. ერთ-ერთი ბოლო რჩევაა, დარწმუნდეთ, რომ მზად ხართ გაყიდვების ზრდისთვის დღესასწაულებზე (განსაკუთრებით შობა-ახალ წელს) - საეჭვოა, გინდოდეთ, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები წლის ყველაზე დატვირთულ დროს ამგეწუროთ!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი