Get All Access for $5/mo

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ ბიუჯეტურად? ევროპაში ბევრი ისეთი უნივერსიტეტია, რომლებიც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა თუ ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით ძალიან ბიუჯეტურად გთავაზობენ სასწავლო პროგრამებს და ანაზღაურებად სტაჟირებებს პარტნიორ კომპანიებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე, თუმცა გარშემო უამრავი ფაქტორია, რის გამოც შეიძლება გვერდით გადავდოთ ჩვენი ოცნებებები და მიზნები.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზი ბიუჯეტია. დღემდე ბევრს მსჯელობენ მითია თუ რეალობა, რომ საზღვარგარეთ სწავლა ერთეულების ხვედრია და ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდება.

რეალურად, კი საზღვარგარეთ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღება ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა, დღეს არაერთი შესაძლებლობა არსებობს, რომ ძალიან მცირე ბიუჯეტითაც კი ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ.

ევროპაში ბევრი ისეთი უნივერსიტეტია, რომლებიც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა თუ ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით ძალიან ბიუჯეტურად გთავაზობენ სასწავლო პროგრამებს და ანაზღაურებად სტაჟირებებს პარტნიორ კომპანიებში.

სწავლის ფასის ბიუჯეტურობის მიუხედავად, ევროპული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტებს და ხარისხიან განათლებას. მთავრობის დაფინანსება საშუალებას აძლევს მათ ინვესტიციები განახორციელონ ინფრასტრუქტურაში, კვლევით დაწესებულებებსა და სხვა ისეთ რესურსებში, რომლებიც აუცილებელია სტუდენტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებისთვის.

ამ შესაძლებლობით განათლება ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.

ევროპის უნივერსიტეტები გთავაზობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კამპუსებს, მრავალფეროვან პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით და სტაჟირებებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. უნივერსიტეტებს აქვთ თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიებთან და ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სტაჟირებები გაიარონ პარტნიორ კომპანიებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივებით. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია თეორიისა და პრაქტიკული ცოდნის შერწყმით გაზარდოს კვალიფიციური კადრები საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის.

სწორედ ეს უნივერსიტეტები ახლა თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდების რეალური გზები დაანახონ მათი ოცნებების ასასრულებლად.

6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მთელი მსოფლიოდან იქნებიან უნივერსიტეტები. თუ კიდევ ფიქრობ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე, გამოიყენე ეს შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში შეხვდე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია ფასების, პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/

The Biltmore Tbilisi Hotel-ში 12 საათიდან წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ბიუჯეტური უნივერსიტეტები მრავალფეროვანი პროგრამებით:

  • ამერიკული განათლება ბიუჯეტურად - LCC International University-ში სწავლის საფასური 3,690 ევროა წლიურად, უნივერსიტეტი ევროპაში, კერძოდ ლიეტუვაში ბიუჯეტურად სწავლის შესაძლებლობას გაძლევს. ის ამერიკული სტილის უნივერსიტეტია, სადაც პროფესორები ამერიკელები ან კანადელები არიან, და სწავლებისა და შეფასების სისტემა დაფუძნებულია ამერიკულ სტანდარტზე. უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებს გთავაზობს და შანსს გაძლევს საზაფხულო პროგრამით ამერიკაში წახვიდე სამუშაოდ და დასასვენებლად. უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრებაც განსაკუთრებით ბიუჯეტურია.
  • Vilnius University - საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფასური 3 000 ევროდან 6000 ევრომდეა.

განსაკუთრებით ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი მაღალი ხარისხის განათლების მიღება. ვილნიუსის უნივერსიტეტი გთავაზობთ აკადემიური პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა დარგში. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან. საუკუნეების განმავლობაში ვილნიუსის უნივერსიტეტმა გამოუშვა მრავალი ცნობილი კურსდამთავრებული, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, მეცნიერები, პოლიტიკური ლიდერები და კულტურის მოღვაწეები.

  • Turiba University საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფასური 2100 ევროდან 3100 ევრომდეა. პირველი კერძო უნივერსიტეტია ლატვიაში, რიგაში, და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებაზე, პროფესორები გამოცდილი ექსპერტები არიან თავიან სფეროებში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შეხედულებები და ინდუსტრიის ცოდნა შემოაქვთ სალექციო აუდიტორიებში. ბევრი პროგრამა მოიცავს სტაჟირებას, პრაქტიკულ პროექტებს და სიმულაციებს რეალურ სამყაროში გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
  • EKA University of Applied Sciences - სწავლის საფასური 2700 ევროდან 3400 ევრომდეა. გთავაზობთ მარკეტინგის, ბიზნესის, მენეჯმენტის და პროგრამირების მიმართულებებს განსაკუთრებულ ფასად. გამოირჩევა სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებითაც, რაც კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებს განათლების მიღების შესაძლებლობას. უნივერსიტეტს ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.

სტუდენტების Erasmus-ის გაცვლითი პროგრამაში მონაწილების შანსსაც აძლევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს კავშირებსა და ინტერნაციონალურ გამოცდილებას მოგცემთ.

  • Vilnius University Faculty of Economics and Business Administration - საბაკალავრო საფეხურზე სწავლის საფასური წლიურად 3660 ევროს შეადგენს, მაგისტრატურაზე კი 4980 - 5460 ევროს ფარგლებშია. უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორები, მკვლევარები და ინდუსტრიის ექსპერტების გუნდი ჰყავს. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სტაჟირების შესაძლებლობები, დასაქმების ხელშეწყობა, კარიერული კონსულტაციები და ქსელურ ღონისძიებებზე წვდომა დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან.

გამოფენაზე განათლების ცენტრ LEAF-ის განათლების კონსულტანტები დაგხვდებიან, რომლებიც შენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაგეხმარებიან და სრულ სააპლიკაციო პროცესს შენთან ერთად გაივლიან.

ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:

6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ

თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/

  • გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive
სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია