როგორ მოვამზადოთ ბავშვი I კლასისთვის?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ სკოლასთან ადაპტაცია ბავშვს პირველ კლასში ბუნებრივად გამოუვა. თუმცა, თანამედროვე ფსიქოლოგია სხვა რამეს გვეუბნება: სკოლისთვის მზადყოფნა იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი მოსწავლე გახდება.

სკოლაში სწავლის წარმატებული დასაწყისი არ არის დამოკიდებული იმაზე, იცის თუ არა ბავშვმა ანბანის ასოები ან თვლა. ბევრად მნიშვნელოვანია, შეუძლია თუ არა:

  • ჯგუფში ყოფნა
  • ინსტრუქციის მოსმენა
  • ემოციების მართვა
  • დამოუკიდებლად მოქმედება
  • მეგობრობა და თანამშრომლობა

ეს უნარები კი სწორედ სკოლამდელი აღზრდის პროგრამის (preschool) ასაკში ყალიბდება.

რატომ არის სკოლამდელი აღზრდის პროგრამა მნიშვნელოვანი?

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა არ ნიშნავს პირველი კლასის მასალის ადრე შესწავლას. პირიქით, სწორად შედგენილი პროგრამა მოიცავს თამაშისა და დისციპლინის ჭკვიანურ ბალანსს, სადაც ბავშვი სტრესის გარეშე ეჩვევა იმ გარემოს, რომელსაც მალე სკოლა ერქმევა.

ბავშვი სწავლობს რუტინას, ეჩვევა კლასის ფორმატს, ავითარებს სოციალურ უნარებს და სკოლას აღიქვამს როგორც საინტერესო, უსაფრთხო სივრცეს და არა როგორც შფოთვის წყაროს.

ეს კი უზარმაზარ განსხვავებას ქმნის.

რატომ ლოგოსის სკოლამდელი აღზრდის პროგრამა ?

საერთშორისო აკადემია ლოგოსის პროგრამა შექმნილია სწორედ ამ ფილოსოფიაზე.

აქ ბავშვები არ გადიან პირველი კლასის პროგრამას წინასწარ. ისინი ემზადებიან სკოლისთვის სწორად:

  • ნახევარი თამაში, ნახევარი გაკვეთილი - ასაკზე მორგებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
  • მზრუნველი და მეგობრული მასწავლებლები მრავალწლიანი გამცოდილებით;
  • კლასის გარემოსთან ეტაპობრივი შეგუება და პოზიტიური ემოციური კავშირი;
  • სოციალური, ემოციური და ჯანსაღი ჩვევების განვითარება;
  • ლისის კამპუსის მშვიდი, ჯანსაღი და თანამედროვე გარემო;
  • სამჯერადი კვება და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება;
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ლოგოსის ფრესქულში ბავშვი სკოლის სამყაროს სიყვარულითა და ცნობისმოყვარეობით ეჩვევა

მაისის ბოლომდე მოქმედებს ადრეული რეგისტრაციის 20% ფასდაკლება წლიურ საფასურზე.

ნახეთ საკუთარი თვალით - ღია კარის დღე ლოგოსში

არც ერთი სტატია არ ცვლის პირად გამოცდილებას, ამიტომ თუ გსურთ დეტალური ინფრომაციის მიღება, საერთაშორისო აკადემია ლოგოსში მომდევნო ღია კარის დღე იგეგმება:

30 აპრილს 18:00-ზე ლისზე, ლეო კვაჭაძის 1 ჩიხი, ნომერი 6.

დასასწრებად მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო:

https://forms.gle/Z2PfL4BSR7yzLhLz6