Get All Access for $5/mo

როგორ მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები და როგორ შევინარჩუნოთ ისინი საუკეთესო თანამშრომლებს უამრავი ვარიანტი აქვთ და ამიტომ, დამსაქმებლებმა შემოქმედებითად უნდა იაზროვნონ მათ შესანარჩუნებლად.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვემოთ ექვსი ბიზნესლიდერი აღწერს მათი შენარჩუნების ყველაზე ძლიერ სტრატეგიებს

1. მისიაში მონაწილეობის მიღება. "B Corp-ის სერტიფიკატი 2020 წელს მივიღეთ. მას შემდეგ ჩვენი პირველი 50 თანამშრომლის თითქმის სამი მეოთხედი შევინარჩუნეთ და კიდევ შემდეგი 50 "მცველიც" მოვიზიდეთ. თანამშრომელთა გამოკითხვებით დავადგინეთ, რომ ჩვენს გუნდში კონკურენტუნარიანი, კაშკაშა ტალანტების მოსაზიდად მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი B Corp-სტატუსი და ჩვენი მისიაზე ორიენტირებული მიდგომა იყო. დიდ ადამიანებს იმ კომპანიებში სურთ მუშაობა, რომლებზეც ყველა ლაპარაკობს".

  • ტომას ფროსი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Kencko

2. პირველ ადგილზე თანამშრომლები დააყენეთ. "ვიცი, რომ ჩემი გუნდი მაშინ იმუშავებს კარგად, თუ ცხოვრების სხვა ასპექტებიც შედარებით სტაბილური ექნებათ, ამიტომ ბევრ რჩევას ვაძლევ მათ. მე არ ვარ დაკავებული მიკრომენეჯმენტით და თანამშრომლებს დროსა და მოქნილ რეჟიმს ვაძლევ იმისათვის, რომ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე კარგად იზრუნონ. მჯერა, რომ საპასუხოდ ისინიც კარგად იმუშავებენ და წარმოიდგინეთ, ყოველთვის ასე აკეთებენ".

  • ბრუკ ინგლიში, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Goodly

3. დიდ ადამიანებს ზრდაში დაეხმარეთ. "ჩვენს თანამშრომლებს ვინარჩუნებთ და ეს ბიზნესის მართვის დამსახურებაა ისე, როგორც მერიტოკრატიის დროს. საუკეთესო იდეები და ნამუშევრები მწვერვალებს აღწევს, მათი ავტორების თანამდებობისა და წოდების განურჩევლად. ჩვენი გუნდის უძლიერესმა წევრებმა იციან, რომ თუ ჩვენთან დარჩებიან, მათი კარიერა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე სადმე სხვაგან. მაგალითად, ჩვენ 26 წლის ასოცირებული დირექტორი გვყავს, რომელიც $10 მილიონის ოდენობის მარკეტინგულ კამპანიას ხელმძღვანელობს. მან ჩვენთან მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო დამწყების პოზიციაზე".

  • ჯოლიტ ტამანაჰა, თანამფლობელი და ზრდის მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, Fresh Prints

4. დამატებითი სარგებელი შესთავაზეთ. "Covid-19-ის პანდემიის დროს დავიწყეთ ჩვენი Flex Benefits-პროგრამა, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს წელიწადში $6000-ს სთავაზობს იმისათვის, რასაც თვითონ აირჩევს ჯანდაცვა იქნება ეს, ზრდა, ცხოვრების სტილი თუ სხვა. ეს პროგრამა, სხვა ინიციატივებთან ერთად, ჩვენს გუნდს ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება პირადსა და პროფესიულ ცხოვრებას შორის. კერძოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დამატებითი დღეებიც გვაქვს, ასევე გაჭიმვისა და მედიტაციის ყოველდღიური ვირტუალური სესიები. ეს პროგრამა დაგვეხმარა ჩვენი გუნდის წევრების რაოდენობა 13-იდან 200-მდე გაგვეზარდა.

  • ალექს ზაქარია, Linktree-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

5. სწორი გამოწვევები. "თანამშრომლებს ისე მოექეცით, როგორც უფროსებს. ჩვენ შეუზღუდავი შვებულება გვაქვს დაწესებული და თანამშრომლებს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ მუშაობა ისე, როგორც სურთ, ვიდრე მათი სამუშაო არ დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენს თანამშრომლებს საინტერესო ამოცანებსაც ვთავაზობთ, მე მოვუწოდებ, ნებისმიერი ადგილიდან მოიყვანონ კლიენტები. ჩვენ კვარტალური სტიპენდიაც გვაქვს დაწესებული მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა სწავლა არავინ შეწყვიტოს და განვითარებაზე იზრუნოს".

  • ლორენ კლეინმანი, Dreamday-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

6. თანამონაწილეობის შეგრძნება შექმენით. "სამართლიანი ანაზღაურება, შეღავათები და პატივისცემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც კი ვინმე იგრძნობს, რომ მასზე ზრუნავენ, თავისთავად მიზანზე იწყებს ფიქრს. ეს მათი ავტონომიური რეჟიმისა და იმ განცდის დამსახურებაა, რომ მათი სამუშაო მნიშვნელოვანია. კომპანიაში ყველას აქვს თავსატეხის საკუთარი ნაწილი, რომლის შესრულება მარტივი არ არის და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ეს მათი სამუშაოა და მათი სახელი ჰქვია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია".

  • დენ დემსკი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Unbound Merino

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ