Get All Access for $5/mo

როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა საწვავის მოხმარება შეამციროს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კანადაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ერთი წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 1.5 მლნ ლიტრი დიზელი დაიზოგა რკინიგზით გადაადგილებისას. კანადური მატარებლები მონრეალში დაფუძნებულ სტარტაპ RailVision Analytics-ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ გადაადგილებისას.

RailVision Analytics-ის შექმნილი აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და აჩვენებს საუკეთესო შესაძლო გზებს გადაადგილების დროს. მატარებლის მართვაში მცირე ცვლილებების შეტანით სტარტაპს სურს, ტვირთმზიდი და მგზავრების გადამყვანი მატარებლების მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი 100 მლნ ტონა გაზები შეამციროს.

როგორც ცნობილია, სარკინიგზო გამონაბოლქვს დიდი როლი "მიუძღვის" სათბურის ეფექტის ჩამოყალიბებაში. კანადურ სტარტაპში აცხადებენ, რომ მათი მიზანი სწორედ გამონაბოლქვის შემცირებაა.

სტარტაპის დამფუძნებელი დევ ჯეინი ამბობს, რომ აპლიკაცია დაახლოებით იმ პრინციპით მუშაობს, როგორც Google-ის რუკები. თუკი ეს უკანასკნელი გვკარნახობს, სად შევუხვიოთ, სტარტაპის ხელოვნური ინტელექტი ასწავლის, როდის უნდა შეინარჩუნონ სიჩქარე, როდის მიჰყვნენ ინერციას და სიჩქარეს როდის მოუმატონ.

სტარტაპში ამბობენ, რომ ისინი ნიუტონის მიერ აღწერილ ინერციის ძალას იყენებენ − მოძრავი სხეული განაგრძობს იმავე მიმართულებით გადაადგილებას, ვიდრე სხვა ძალა არ მოახდენს რაიმე ეფექტს. მათივე თქმით, მატარებლებსაც შეუძლიათ ძრავის მუშაობის გარეშე გარკვეული მანძილის დაფარვა, ვიდრე, მაგალითად, ხახუნის ძალა არ შეაჩერებს სვლას.

ჯეინი ამბობს, რომ მატარებლის მართვისას კიდევ ერთი თავისებურება იჩენს თავს − იმის გამო, რომ მატარებლის ზოგიერთი შემადგენლობა რამდენიმე ათეულ ვაგონს მოიცავს, გზის სხვადასხვა ტიპის მონაკვეთს განსხვავებულ დროს გადიან. მაგალითად, თუკი საწყისი ვაგონები დაღმართზე ეშვებიან, შესაძლოა, ბოლო ვაგონები ჯერ კიდევ აღმართზე ადიოდნენ. ეს კი გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა სტარტაპერი ამბობს, რომ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებით მათი ხელოვნური ინტელექტი ინჟინრებს ოპტიმალურ ვარიანტებს სთავაზობს.

ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ დახვეწის ეტაპზეა, თუმცა ის უკვე გამოცადეს ონტარიოს პროვინციაში. ერთწლიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რეგიონში მატარებლების მიერ დახარჯული დიზელის საწვავი 1.5 მლნ ლიტრით ნაკლები იყო წინა წლების მაჩვენებლებზე. RailVision Analytics-ში ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი კანადაში ასევე არის ქალაქთაშორისი გადაადგილების ყველაზე დიდი კომპანია Via Rail Canada, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ტესტავენ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

სალომე არღვლიანი − EVA-ს დამფუძნებელი