როგორ ცვლის მონაცემები ტურიზმის სექტორის განვითარების პროცესს? - AirDNA "ტურისტერი 2024-ზე"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველო აგრძელებს ტურიზმის სფეროში ზრდას და ისეთი ქალაქები, როგორიცაა თბილისი და ბათუმი, სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს, იზრდება "ჭკვიანი", Smart ტურისტული სტრატეგიების საჭიროება, რომელიც სცილდება ტრადიციული სტუმარმასპინძლობის მოდელებს.
"ტურისტერი 2024" არის ღონისძიება, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.
საქართველოს ტურიზმის სამიტის, "ტურისტერის" ერთ-ერთი თემა იქნება მონაცემების მნიშვნელობა და მათი სწორად გამოყენება, საკითხზე კი ისაუბრებენ სპიკერები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა, მაგალითად, AirDNA. ეს არის საერთაშორისო დონის მონაცემთა ანალიტიკური კომპანია, რომელიც აწვდის ინფორმაციას მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე, მათ შორის ისეთი პლატფორმების შესახებ, როგორიცაა Airbnb-ი და Vrbo. ის სთავაზობს ინსტრუმენტებსა და მონაცემებს, რათა დაეხმაროს ინდუსტრიის პროფესიონალებს, გააცნობიერონ ბაზრის ტენდენციები, გააუმჯობესონ ფასები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მოკლევადიან გაქირავებასთან დაკავშირებით.
ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების საფუძველია კონცეფცია, რომ მონაცემები არ არის მხოლოდ სასარგებლო; ეს აუცილებელია. Entrepreneur-თან ინტერვიუში ჯეიმს კინერსლი, AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ როდესაც ტურიზმი აგრძელებს ზრდას, გადამწყვეტია ქირავნობის მოკლევადიანი მონაცემების გაგება ქალაქებისთვის, როგორიცაა ბათუმი და თბილისი, რათა შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტურისტული მიმზიდველობა.
"ეს არ არის მხოლოდ ის, თუ რამდენ ვიზიტორს იზიდავენ ისინი, არამედ როდის მოდიან, რა ტიპის საცხოვრებლებს ანიჭებენ უპირატესობას და რამდენს ხარჯავენ", - თქვა მან. დეტალების ასეთ დონეზე დამუშავება გადამწყვეტია ქალაქებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ტურისტული სტრატეგიების ოპტიმიზაციას.
ტურიზმი დღეს ბევრად უფრო დინამიკურია, ვიდრე წინა წლებში. მოგზაურები სულ უფრო მეტად ითხოვენ პერსონალურ, უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც სცილდება ტრადიციულ სასტუმროში ყოფნას. მოკლევადიანი გაქირავების სერვისი კი მათ უფრო მეტ მოქნილობას და ადგილობრივ კულტურასთან უფრო ავთენტურად დაკავშირების შანსს სთავაზობს.
კინერსლიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ვიზიტორები "უფრო მეტხანს რჩებიან და მეტს ხარჯავენ ადგილობრივად - რესტორნებში, მაღაზიებში, ბაზრებსა და აქტივობებზე", რაც ააქტიურებს ადგილობრივ ეკონომიკებს. მონაცემების გამოყენებით კი ქართულ ქალაქებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ ეს ყველაფერი და გამოიყენონ ინფორმაცია ტურისტული შეთავაზებების გასაუმჯობესებლად.
"ამ მონაცემების გარეშე ქალაქები ხელიდან უშვებენ უზარმაზარ შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მდგრადი ტურიზმის ზრდისთვის".
როგორც კინერსლიმ აღნიშნა, საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ პანდემიის შემდეგ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და "საქართველოში მოკლევადიანი ქირით შემოსავალი 23%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდება სრულად არ დაბრუნებულა პანდემიამდელ დონემდე". მისივე თქმით, მონაცემები არის გასაღები ამ ახალი ლანდშაფტის ნავიგაციისთვის.
უძრავი ქონების მენეჯერებისა და ტურისტული ბიზნესებისთვის მონაცემებზე წვდომა საგზაო რუკის ქონას ჰგავს. AirDNA ამ ბიზნესს სთავაზობს ქმედითუნარიან შეხედულებებს, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ოპერაციები, ბაზრის მოთხოვნებს უკეთ უპასუხონ. ეს ინფორმაცია მენეჯერებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ მზარდი უბნები, გაიგონ სეზონური ტენდენციები და კონკურენტებთან მიმართებაშიც კი შეაფასონ მათი შესაძლებლობები.
გარდა ამისა, მონაცემებზე დაკვირვებით ბიზნესებს შეუძლიათ დაინახონ, თუ სად გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან პერსპექტივაში და, შესაბამისად, დაგეგმონ ინვესტიციები. კინერსლიმ განმარტა, თუ როგორ ეხმარება მონაცემები ქალაქებში განვითარებადი ცხელი წერტილების იდენტიფიცირებას და აღნიშნა, რომ "ზოგიერთი რეგიონი შეიძლება წარმოიქმნას, როგორც შემდეგი ტურისტული კერა, და თვალყურის დევნება, სადაც სტუმრები რჩებიან, შეიძლება დაეხმაროს ამ ზონების ადრეულ იდენტიფიცირებას, ზრდის კაპიტალიზაციას".
თუმცა მონაცემები მხოლოდ რიცხვების რახარუხი როდია. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქის იმიჯის ჩამოყალიბებაშიც განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოკლევადიანი გაქირავებით. წლევანდელი "ტურისტერი" ასევე ფოკუსირებული იქნება ბრენდინგსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი იდენტობა, რათა გამოირჩეოდნენ კონკურენტულ ტურისტულ ბაზარზე. როგორც AirDNA-ის გაყიდვების მენეჯერმა ჩვენთან განმარტა: "ქალაქის იმიჯი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოკლევადიანი გაქირავების სტუმრების მოზიდვაში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ავთენტურ ადგილობრივ გამოცდილებას ეძებს".
ქალაქებს, როგორიცაა თბილისი და ბათუმი, უკვე აქვთ კულტურული და ტრადიციული ვიზუალის კუთხით ჩამოყალიბებული რეპუტაცია, რაც მათ უაღრესად მიმზიდველს ხდის მოგზაურთათვის, რომლებსაც ავთენტური გამოცდილების მიღება სურთ. ეს მოგზაურები არ ეძებენ ტიპურ კომფორტულ სასტუმროს დასარჩენად - მათ სურთ რაღაც უფრო მეტად სიღრმისეული გამოცდილება, რაც ადგილობრივ კულტურასთან დააკავშირებთ.
ტურიზმის პროფესიონალებისა და მენეჯერებისთვის "ტურისტერ 2024-ის" სესიებზე დასწრება მნიშნელოვანია ბაზრის განვითარებადი ლანდშაფტის გასაგებად. AirDNA-ს სესია, მაგალითისთვის, ფოკუსირებული იქნება დამსწრეებისთვის მოკლევადიანი გაქირავების ბაზრის როლის შესახებ მონაცემებით დამყარებული ინფორმაციის მიწოდებაზე საქართველოს ტურისტულ ეკონომიკაში.
"ჩვენ მივაწვდით მენეჯერებს მონაცემებზე დაფუძნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად არის ყველაზე მეტი მოთხოვნა, როგორ განვითარდა მიწოდება და ფასები, რომელი ბაზრებია საუკეთესო ინვესტიციებისთვის და რა ტენდენციები აყალიბებს მომავალს", - ამბობს ჯეიმს კინერსლი.
მათთვის, ვინც ჩართულია ტურიზმსა და უძრავი ქონების გაქირავებაში, შესაძლებლობები დიდია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ ინოვაციების დანერგვა და ადაპტირება. ტურიზმის სფეროში მომუშავე უდიდესი კომპანიების გამოცდილება "ტურისტერი 2024-ზე" დამსწრეებს სწორედ ამ მიმართულებით მისცემს ნავიგაციის საშუალებას. ამის მაგალითი კი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ AirDNA-ს გაზიარებული გამოცდილება იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტს ისევ ბათუმი უმასპინძლებს - ღონისძიება 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიც არიან: AirDNA, Amadeus-ი, Spotify, Booking.com-ი და ა.შ.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასაწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. სამიტის გამოსვლები და ვორქშოპები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:
- ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
- მდგრადობა
- წინსვლა
სამიტის ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია "შინდი".
გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" და Exely. "ტურისტერი 2024-ის" მედიამხარდამჭერები Entrepreneur Georgia და BMG Media გახლავთ.