Get All Access for $5/mo

როგორ ვიპოვოთ სანდო რჩევები სოციალური მედიის ინფლუენსერების საშუალებით?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ჩვენ ვეძებთ ინფლუენსერებს სხვადასხვა მითითების, ინფორმაციისა და პროდუქტის შემოთავაზებებისთვის. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია (კარგი ინფლუენსერებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია!) თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ბაზარი ზედმეტად გადატვირთულია.

Instagram-ზე, TikTok-ზე ან Facebook-ზე შესვლისას ყოველ ჯერზე ჩანს ვიღაც ახალი, რომელიც რაღაცის სპეციალისტია. ცნობილი სახეები მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობენ ან საკუთარს იწყებენ. როგორც მომხმარებლებს, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რის ყიდვა სჯობს და რის არა. სამწუხაროდ, დღეს ყველა ცდილობს რაღაც მოგვყიდოს, ამ ყველაფერში კი "დიდი დამნაშავეები" ცნობილი სახეები არიან. თუმცა ახლა ცვლილებები მიმდინარეობს, რადგან აღარავის უნდა ის, რასაც ყიდიან.

დროა უკან დავიხიოთ და გავარკვიოთ, როგორ მივიღოთ ინფორმირებული, სანდო რჩევები ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. მართალია, მე ინფლუენსერი ვარ, თუმცა ისევე, როგორც სხვები, ვგრძნობ დაღლას. მოდი უფრო ღრმად შევხედოთ თემას და გავაჩუმოთ ხმაური.

ავთენტურობის პერიოდი

უზარმაზარი ცვლილებები, რომლებსაც ვხედავთ, მომდინარეობს იქიდან, რომ მომხმარებლებს არ სურთ მოტყუებულები დარჩნენ. ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ბრენდებთან და გამყიდველებთან ისე, რომ ფული გააზრებულად დავხარჯოთ. სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენ ყველანი ვეძებთ რეალურ გარიგებას.

Instagram, X (Twitter) და Facebook უფრო არარეალისტური ჩანს, ვიდრე ოდესმე. გახსოვთ როდის იყო ეს აპლიკაციები სახალისო!? ხალხი აქვეყნებდა მოგზაურობის, ნიშნობის, დასამახსოვრებელი შეხვედრებისა და კერძების ფოტოებს. ახლა, ეს მხოლოდ რეკლამების, პოლიტიკური პოსტებისა და ზოგადი სისულელეების ნაგავსაყრელია. ჩვენ ყველა ვხედავთ ამას, ავთენტურობის ეპოქაში კი არ გვსურს ვიყიდოთ.

ნამდვილი ჩართულობა

სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, "მილენიალებმა" და თაობა Z-ებმა შეცვალეს ლანდშაფტი კარგი მიმართულებით. ახლა ადამიანებს სწყურიათ ავთენტური, ნამდვილი ჩართულობა. სამყარო ძვირია, ჩვენი ხელფასები მცირდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ სად ვაბანდებთ ფულს.

არა მხოლოდ ეს, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას მოვიხმართ სოციალურ მედიაში პოსტებიდან. ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე ოდესმე − მილის მანძილზე ვგრძნობთ, როდესაც ვინმე ცდილობს მოგვყიდოს რაღაც, იქნება ეს რაიმე პროდუქტი თუ უბრალოდ მათი პიროვნება.

The fakers

როგორც ინფლუენსერმა, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმე და აუდიტორიასთან ურთიერთობა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ მიმართ ნდობა ყალბი ინფლუენსერების გამო დაეცა. ყველას სურს შეეგუოს ცხოვრების წესს, რომ ბევრი ადამიანი გულწრფელი არ არის. ყალბ ინფლუენსერებს ასევე ყალბი მიმდევრები ჰყავთ! ამ საქმეში ბევრი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი და სწორედ ამიტომ გახდა ბაზარი ზედმეტად გაჯერებული. რა თქმა უნდა, არსებობს წამახალისებელი ფაქტორები, როგორებიცაა მოწონებები, მიმდევრები და კომენტარები, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრისთვის იხდიან, რათა შემდგომ სანდოები გამოჩნდნენ.

თითქმის ყველა სოციალურ ქსელს − Facebook-ს, Instagram-ს, X-ს (Twitter) და TikTok-ს − აქვს რაიმე სახის ნიშანი, რომელიც ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ანგარიშებს. ინფლუენსერებს ესაჭიროებათ აღნიშნული ნიშანი და სწორედ ამიტომ, არსებობს ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფი, რომელიც პროცესით მანიპულირებს, რათა მოტყუების გზით მიიღონ იგი. ჩემთვის, როგორც ინფლუენსერისთვის, რომელიც ზრუნავს საკუთარ აუდიტორიაზე, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია, რადგან იგი ამავდროულად სხვა ინფლუენსერების სანდოობაზე ცუდად აისახება.

ინფლუენსერების "გადაჭარბება"

ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე სურათებს, ისევ და ისევ... ეს ზედმეტია. შეგიმჩნევიათ, რომ მარკეტინგი და ბრენდინგი იგივეა ყველა მოსაწყენი ნივთისთვის? არ არსებობს კრეატიულობა ან უნიკალურობა. YouTube-ის ვიდეოები ერთნაირად გამოიყურება (ისინი ერთსა და იმავე მუსიკასაც კი იყენებენ), ამიტომ ჩვენ დაღლილები და გულგრილები ვართ! სრულყოფილი სელფები, სრულყოფილი პროტეინის კოქტეილები, სრულყოფილი კეტოს რეცეპტები − ეს ყველაფერი ერთნაირად გამოიყურება. დამქანცველია!

ნამდვილი გარიგების დროა

სად ვიპოვოთ რეალური გარიგება? ეს ახლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სიმართლეა ის, რომ თქვენ ეს უკვე იცით − არსებობს შინაგანი განცდა, თუ რა არის ნამდვილი და რა არა.

როგორც ნებისმიერი სხვა რამ ცხოვრებაში, გამოცადეთ! ექსპერიმენტი ჩაატარეთ იმაზე, რასაც ინფლუენსერები გვთავაზობენ და თავად გადაწყვიტეთ. თქვენ ფლობთ თქვენს ცხოვრებას და თქვენი ინსტინქტი აშკარაა. თუ რაიმეს გამოცდით და აღმოაჩენთ, რომ ეს ტყუილია, დაწერეთ მიმოხილვა და ამცნეთ სხვებს. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ სფეროში. მე მაინც მიყვარს ჩემი, როგორც ინფლუენსერის, პოზიცია და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ვიყო ნამდვილი და აუდიტორიას ჩემი ნამდვილი პერსონა გავუზიარო. ინფლუენსერებს შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ! მოძებნეთ ადამიანები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ.

თუ ინფლუენსერი ხართ, ალბათ გრძნობთ ცვლილებას. საჭიროა, შევცვალოთ ჩვენი მარკეტინგის მიდგომები და ვიყოთ ჩვენი ნამდვილი "მე" − ჩვენ გვჭირდება დაკავშირება. ყველას სურს გაერთიანდეს საერთო ინტერესების გარშემო − ეს არის ჩვენი დამაკავშირებელი წერტილი. პროდუქტები და ინფორმაცია უნდა გაიყიდოს და ამავე დროს შესაბამისი იყოს ცვალებად სამყაროსთან. ის უნდა იყოს ავთენტური.

ინფლუენსერის ხელახალი განსაზღვრა

ცნობილი სახეები ამ პოზიციას ვეღარ იკავებენ. ყველაზე ცნობად სახელებს სანდოობა აღარ აქვთ. მოძებნეთ უფრო მცირე, უფრო დამკვიდრებული სახეები, რომლებსაც ეტყობათ ერთგულება და რწმენა იმის მიმართ, რასაც აკეთებენ. შესაძლოა მათ უფრო კომპაქტური აუდიტორია ჰყავდეს, მაგრამ ეს აუდიტორია ენდობა მათ.

ამ დღეებში ყველას შეუძლია იყოს ინფლუენსერი, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, მოაქვს თუ არა მას სარგებელი სხვებისთვის? არის თუ არა ის სანდო და ორიენტირებული საკუთარ ნიშაზე? აწვდის თუ არა რაიმე უნიკალურს მსოფლიოს? თუ ასეა, მიჰყევით მას. და თუ არა, უფრო ღრმად ეძიეთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი