Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? სოფო ჭყოიძე − Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოდესმე გიფიქრიათ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, არც კვირაში 7 და წელიწადში 365 დღე გყოფნით?

იმისათვის, რომ მსგავსი განცდები თავიდან აირიდოთ, საჭიროა დროის ეფექტიანი მართვა სცადოთ. დროის მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა აქტივობა საკუთარ დროზე გადაანაწილო, თანაც ისე, რომ ნაკლებ დროში მეტი შედეგი დადო, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული ხარ და ძლიერ ზემოქმედებას განიცდი. დროის ეფექტიანი მართვა მეტ პროდუქტიულობასა და ნაკლებ სტრესს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში კი კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

ალბათ ბევრი გსმენიათ დროის მართვის ისეთი ზოგადი ტექნიკების შესახებ, როგორებიცაა დაგეგმვა, ჩანაწერების გაკეთება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც საკუთარი უნიკალური კომბინაციის შექმნისკენ მიისწრაფვიან. Entrepreneur დროის მართვაზე Pulsar AI-ს თანადამფუძნებელს და საოპერაციო დირექტორს სოფო ჭყოიძეს ესაუბრა:

"ვფიქრობ, დროის ეფექტიანი მართვა პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობასთან. როდესაც აშშ-ის ბაზარზე დავიწყეთ პროდუქტის შექმნა და გაყიდვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სწორად დაგვეგეგმა შეხვედრები და სამუშაო დრო.

დროის სამართავად კალენდარს ვიყენებ, სადაც ყველა შეხვედრა თუ აქტივობა დაგეგმილი მაქვს. რამდენიმე ანგარიშს ვიყენებ იმისათვის, რათა სწორად გავმიჯნო, რა პროცენტულობით ვუთმობ სხვადასხვა აქტივობას დროს − იქნება ეს პირადი საქმე, შეხვედრები, ფოკუსის დრო თუ სხვა. დღის გეგმას ყოველთვის წინასწარ ვადგენ და ამაში Notes, Evernote და ტრადიციული კალამი და ფურცელი მეხმარება.

დროის მართვის პროცესში ყველაზე რთული პატარ-პატარა აქტივობების რუტინად ქცევაა, რომელიც საბოლოოდ პროდუქტიულობას ზრდის. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გავმიჯნოთ და პრიორიტეტულად ვაქციოთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იმ დღეს თუ კვირას გაკეთდეს. შესაძლოა, თანამშრომელი დატვირთული იყოს, თუმცა ნაკლებად პროდუქტიული.

"პულსარის" შექმნის ადრეული პერიოდიდან პირადი დრო გადავდეთ, რადგან მთლიანად "პულსარის" განვითარებაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვფიქრობ, "პულსარის" განვითარების უდიდესი სურვილი და მოტივაცია გვქონდა, რამაც ყველა თავისუფალი დრო შთანთქა. პროდუქტიულობის მაქსიმუმს დაგეგმილი გადაწყვეტილებებითა და დროით ვაღწევდით."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია