Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? სალომე არღვლიანი − EVA-ს დამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით EVA-ს დამფუძნებელს, სალომე არღვლიანს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

მუშაობა ჩემთვის არის როგორც საქმე, ისე ჰობი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ პროცესში, მიყვარს ხალხის გარემოცვაში ყოფნა, ახალი, საინტერესო პროექტების შექმნა და მართვა, თუმცა, როგორც კი რუტინული საქმე დაიწყება, ჩემი მოტივაციაც მცირდება და ძალიან არაპროდუქტიული ვხდები. ამიტომ, უპირველესად, მნიშვნელოვანია ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს და რომელსაც დადებითი გავლენა აქვს სხვაზე. ამას ისიც ემატება, რომ მრავალფეროვნება და ჩემი თავის სხვადასხვა როლსა და საქმეში დანახვა განსაკუთრებით მომწონს.

ვინაიდან, დღე-ღამეში 24 საათი და კვირაში შვიდი დღე არასდროსაა საკმარისი და კვირასა და ორშაბათს შორის მერვე დღესაც ვერ მივაგენი, დროის გადანაწილებაზე დავიწყე ფიქრი. ვისწავლე საქმეების პოზიციონირება − უმნიშვნელო, მაგრამ სასწრაფო და მნიშვნელოვანი, თუმცა გარკვეული დროის პერიოდში მოსაგვარებელი საქმეების განაწილება. ეს მეთოდი დროთა განმავლობაში გაფილტვრასა და საკუთარი რესურსების მობილიზებას გასწავლის. ვფიქრობ, მიკრომენეჯმენტი დროის მართვის პროცესში მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ მუშაობის პროდუქტიულობაზე აისახება. რაც უფრო ბევრ პროცესზე და ადამიანზე იღებ პასუხისმგებლობას, მით მეტი დრო გჭირდება საქმის ორგანიზების, მონიტორინგისა და კონტროლისთვის. ამ პროცესში გადაწვა და სხვების დემოტივაცია რომ ავირიდოთ თავიდან, აუცილებელია საკმარისი დრო დავუთმოთ ინფორმაციის გაცემას, ახსნას, სწავლებას და გუნდის ჩართულობის უზრუნველყოფას.

დღეს, არაერთი კვლევისა და სწავლების საფუძველზე ძალიან ბევრი ხელსაწყოა შექმნილი, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველაფერი ინდივიდუალურად შექმნილ ტექნიკამდე დადის. როდესაც ID37 მასტერი გავხდი და ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული მოტივების ანალიზი დავიწყე (როგორც ჩემი, ისე სხვა დამკვეთების), ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანი აღმოვაჩინე, რომლებსაც ერთნაირი ტექნიკა გვაქვს დროის მართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვების თვალში ცოტა ქაოსური ვჩანვარ, ყოველთვის მაქვს შემუშავებული გეგმა ყველა შესაძლო ვერსიით. ეს მძენს მოქნილობას, მარტივად შევცვალო ნაბიჯები, სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები და არ მივცე შესაძლებლობა ჩემგან დამოუკიდებლად განვითარებულ მოვლენას ნეგატიური გავლენა იქონიოს პროცესზე.

დროის ეფექტიანი მართვისთვის ხშირად მივმართავ "შეჭამე ბაყაყის" სტრატეგიას. მართალია, ეს ბაყაყი ძალიან უგემურია და მის ჭამას იმაზე დიდი დრო მიაქვს, ვიდრე ვგეგმავ ხოლმე, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ამართლებს, რადგან დარჩენილ დროს სრულად საყვარელ და სასიამოვნო საქმეს ვახმარ. დროის ეფექტიანად მართვისთვის პროცესების გაციფრულება და საქმის დელეგირება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი ასევე ის გუნდია, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ერთმანეთის ნდობა, რწმენა და მხარდაჭერა მაძლევს შესაძლებლობას, კონცენტრირება საკუთარ საქმეზე მოვახდინო, რომელიც ყოველთვის კალენდარში მაქვს ჩანიშნული.

დროის მართვის პროცესში ერთ-ერთი დაბრკოლებაა ის, რომ ხშირად ჩემს დროს სხვები ფლანგავენ, ასევე გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებმაც შესაძლოა სრულად შეცვალონ რეალობა. ასეთ დროს პანიკაში ჩავარდნა არასწორია, რადგან მას ყველაზე დიდი დრო მიაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, დროის მართვის პროცესში ყველაზე დიდი დაბრკოლება დაშვებული შეცდომების არაღიარებაა, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. საბოლოოდ, აუცილებლად მოგიწევს უკან დაბრუნება და მისი გამოსწორება, რასაც რა თქმა უნდა უამრავი დრო და უდიდესი რესურსი მიაქვს. არასწორი მოლოდინი, მწირი, მცდარი ინფორმაცია და არაკომპეტენტურობა ყველა პროცესში დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"