Get All Access for $5/mo

"საჭაშნიკე" - თბილისის განახლებული ისტორიული სივრცე სპორტის ქომაგებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საჭაშნიკე" - ასე ჰქვია თბილისში კოსტავას 60 ნომერში მდებარე ახალ გამორჩეულ სივრცეს, რომელიც სპორტის სიყვარულს და გასტრონომიულ გამოცდილებას საუკეთესო ფორმით აერთიანებს. "საჭაშნიკე" რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციას ერთდროულად ატარებს და სტუმრებს გემრიელი კერძების მენიუს, ლუდის რჩეულ სახეობებს, კოქტეილებს, ტრადიციულ ჭაჭასა, თუ ღვინის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქ დააგემოვნებთ ლუდის 8 რჩეულ სახეობას. ლუდის სპეციალური ჩამოსასხმელი დანადგარი უზრუნველყოფს 3-5 გრადუსზე გაციებული ლუდის ჩამოსხმას, რაც ბევრისთვის საყვარელი სასმელის ყველაზე გრილ გრადუსად არის მიღებული.

სივრცის იდეური დატვირთვა სპორტის ქომაგებისათვის იმ ადგილის შექმნას გულისხმობს, სადაც საყვარელი მატჩის ყურება თანამოაზრეებთან ერთად რჩეულ გარემოშია შესაძლებელი. 8 მაღალი ხარისხის ეკრანით და JBL-ის უნიკალური აუდიო სისტემით აღჭურვილ პაბში შეგიძლიათ გაატაროთ უქმეები, განიტვირთოთ სამუშაო კვირის დასაწყისში, ან საყვარელი სპორტული ნაკრებისა, თუ გუნდის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას უყუროთ.

"საჭაშნიკე" 1969 წელს ისტორიულ შენობაში გახსნილი "საჭაშნიკეს" თანამედროვე ვერსიაა, რაც მას განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას სძენს. კოლორიტული სივრცის ტრადიციებით და თანამედროვე ცხოვრების წესის გააზრებით, საჭაშნიკე ახალი სიცოცხლით აგრძელებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც 70-იანი წლების თბილისური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო.

როდესაც სივრცის კონცეფციაში თანამედროვე ცხოვრების წესის სინთეზზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ადგილს ყველასაგან გამოარჩევს. "საჭაშნიკეში" ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბია დაარსებული. პაბის სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ და სამომავლოდ არერთი საინტერესო აქტივობის მონაწილე გახდნენ.

"საჭაშნიკე" თავისი იდეური დატვირთვით და კონცეფციით კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ახლა, როცა 18 ივნისამდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს ის თარიღია, როცა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ჩატარდება. ამ ისტორიულ დღეს, როცა მთელი ქვეყანა ფეხბურთის ქომაგი ხდება, "საჭაშნიკე" საშუალებას გვაძლევს ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მატჩების გარდა, აქ მთელი ევროპის ჩემპიონატის ყურებას შეძლებთ. სტუმრებისათვის შესაბამისი განწყობის შესაქმნელად "საჭაშნიკეს" ინტერიერში საგანგებოდ გაითვალისწინეს ევროპა 2024-ის თემატიკა, ამიტომაც სივრცეში ბევრი სპორტული დეტალი დაგხვდებათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან თამაშებზე სტუმრებს სიმბოლური და სასიამოვნო საჩუქრებიც ელოდებათ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სივრცის მენიუ. არ აქვს მნიშვნელობა ტრადიციული კერძების მოყვარული ხართ თუ მათი თანამედროვე ვერსიის - "საჭაშნიკეში " შეფმზარეული, მიშა სანაძის კულინარიული ოსტატობით საგანგებოდ შედგენილ მენიუს აღმოაჩენთ. კერძების მრავალფეროვანი სელექცია ფეხბურთის საყურებლად რჩეულ კერძებს და წასახემსებლებსაც მოიცავს.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ "საჭაშნიკეს" კონცეფციაზე სტუმარმასპინძლობის ბიზნესგანვითარების სააგენტომ - "გასტრონავტმა" იმუშავა. ეს არის სააგენტო, რომელიც 20 წელია ქმნის პროექტებს თანამედროვე და შემოქმედებითი მიდგომებით. "საჭაშნიკეს" კონცეფცია, ბრენდინგი, მარკეტინგი, გასტრონომიული და სასმლის მენიუს კონცეფცია სწორედ "გასტრონავტს" ეკუთვნის. დიზაინის ავტორი კი "გასტრონავტის" უცვლელი პარტნიორ-დიზაინერი, ესმა ხეცურიანია. ასევე გეტყვით, რომ "საჭაშნიკეს" დამფუძნებელია "ბადაგონი" - კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებითა და წარმატებით, რომელიც მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ