სადაზღვევო ზარალების შეფასება საქართველოში ახალ სტანდარტს იძენს – კომპანია Be Group გახდა McLarens-ის ოფიციალური პარტნიორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადაზღვევო სისტემის გამართულად ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ზარალის შეფასების ობიექტურობაა. სწორედ ამ ღირებულების ირგვლივ შეიქმნა Be Group, რომელმაც წლების განმავლობაში ქართულ სადაზღვევო ბაზარზე შეფასების სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. კომპლექსური მიდგომითა და საერთაშორისო ხედვით, Be Group-მა შეძლო, გამხდარიყო საიმედო ხიდი სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვეულებს შორის. დღეს კი, კომპანია გლობალურ გიგანტ McLarens-თან პარტნიორობით, განვითარების სრულიად ახალ ეტაპს იწყებს და თავს სანდო რეპუტაციით იმკვიდრებს.

ანანო რიდლინგტონი - საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

McLarens 1932 წელს დაფუძნდა და ის სადაზღვევო მომსახურების წამყვანი დამოუკიდებელი გლობალური პროვაიდერია. კომპანია 45 ქვეყანაში ოპერირებს და ფოკუსირებულია კომპლექსურ, კომერციულ და ნიშურ ბაზრებზე. McLarens-ის გლობალური მასშტაბი საშუალებას იძლევა, კლიენტებისთვის მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს ოპტიმიზებული და კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული მომსახურება. კომპანიის ექსპერტ-შემფასებლებს საშუალოდ 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ისინი ოპერირებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის: ქონების დაზღვევის, უბედური შემთხვევების, კრიზისების მართვის, ბუნებრივი რესურსების, მშენებლობისა და ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ავიაციის, სასამართლო ბუღალტერიის, გამოძიების, საზღვაო დაზღვევის, ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასეულობის, გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით და ასე შემდეგ.

McLarens-თან სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორობაზე Entrepreneur კომპანია Be Group-ის წარმომადგენლებს ესაუბრა:

"Be Group-ის სტრატეგიული მიზანი დაარსების პირველივე დღიდან ქართულ ბაზარზე საერთაშორისო პარტნიორის შემოყვანა და გლობალური სტანდარტების დამკვიდრება იყო. სწორედ ამიტომ, კომპანიის ჩამოყალიბებისთანავე, ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა, შიდა ოპერაციული პროცესები და კორპორაციული პოლიტიკები მიმართული იყო იმ სტანდარტების უზრუნველსაყოფად, რომელსაც მსოფლიო დონის ლიდერები ითხოვენ. McLarens-მა პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი, სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგად მიიღო. მათ დეტალურად გამოიკვლიეს ჩვენი შიდა სტრუქტურა, ხარისხის კონტროლის მექანიზმები, სამუშაო პროცედურები და პროფესიული ეთიკის პოლიტიკა. ამ პროცესის შედეგად მათ ჩვენი სახით სანდო პარტნიორი დაინახეს.

Be Group-ის განვითარების დინამიკა და წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი იმდენად თვალსაჩინო აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ამ მასშტაბური თანამშრომლობის დასაწყებად".

Be Group-ისა და McLarens-ის სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდ შესაძლებლობად იქცევა: ამ თანამშრომლობით Be Group ხდება პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ბაზარზე ინერგება, ეს კი, საბოლოო ჯამში, მთლიანი სფეროს განვითარებას ემსახურება.

გიორგი ბარბაქაძე - აღმასრულებელი დირექტორი/თანადამფუძნებელი

როდესაც ბაზარზე თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების მოთამაშე შემოდის, მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ბრენდის სახელი, არამედ ის დაგროვილი ცოდნა და მეთოდოლოგიაა, რომელიც კომპანიამ ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დააგროვა. McLarens-თან პარტნიორობა Be Group-ისთვის სწორედ ამ უნიკალურ რესურსზე წვდომას ნიშნავს.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ ცვლილებებს მოიტანს ეს პარტნიორობა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, Be Group-ის გუნდი აღნიშნავს, რომ ეს თანამშრომლობა უპირველეს ყოვლისა ოპერაციული შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს. McLarens თავის მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს Be Group-ის გუნდს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს იმუშაოს გაცილებით მასშტაბურ და რთულ პროექტებზე - რაც ქართულ ბაზარზე დღემდე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა.

McLarens-ის სახელით ოპერირება Be Group-ს საერთაშორისო აღიარებას ანიჭებს. გლობალური გადამზღვევლებისთვის კომპანია უკვე გახდა სანდო, საერთაშორისო სტანდარტის პარტნიორი, რაც მას საშუალებას აძლევს, სადაზღვევო სექტორს თანამშრომლობის სრულიად ახალი მასშტაბები შესთავაზოს.

ირაკლი დათიშვილი - საოპერაციო დირექტორი

რაც შეეხება ბიზნესის პრაქტიკულ სარგებელს, აღნიშნული პარტნიორობა ადგილობრივ ბაზარს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს:

ოპერატიულობა – საქართველოს სადაზღვევო და კერძო კომპანიები McLarens-ის სერვისებზე წვდომას ოპერატიულად მიიღებენ.

გარანტირებული ნდობა – ხარისხი, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული.

შეფასების სიზუსტე – ნებისმიერი ზარალის ანალიზი გლობალური მეთოდოლოგიით ხდება, რაც მინიმუმამდე ამცირებს ცდომილებებს და მნიშვნელოვნად ზრდის სანდოობას ყველა მხარისთვის.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მხოლოდ მეთოდოლოგიით არ შემოიფარგლება. თანამედროვე სამყაროში ეს პროცესი წარმოუდგენელია ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე. Be Group-ისთვის ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, McLarens-თან პარტნიორობა კი ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

უახლოეს პერიოდში კომპანიის ოპერირებაში სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა და ავტომატიზაციის სისტემები დაინერგება. ეს ცვლილება ბიუროკრატიულ პროცესებს შეამცირებს და სამუშაო ციკლს უფრო სწრაფს, მოქნილსა და ეფექტიანს გახდის. ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია დამკვეთისთვის კიდევ უფრო ზუსტი და გამჭვირვალე მომსახურების გარანტიაა.

Be Group-ის გზა McLarens-ის ოფიციალურ პარტნიორობამდე მიზანმიმართული და თანმიმდევრული განვითარების შედეგია. კომპანია წლების განმავლობაში სტაბილურად აფართოებდა საქმიანობის არეალს, ამყარებდა თანამშრომლობას წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და აგროვებდა რეპუტაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ამ პროცესში თითოეული ნაბიჯი სტრატეგიული იყო – კომპანია თავიდანვე იმ სტანდარტებზე ორიენტირდა, რაც გლობალური პარტნიორებისთვის პრიორიტეტულია. ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი ISO 9001 სტანდარტის დანერგვა და Bureau Veritas-ის მიერ სერტიფიცირება გახდა.

ზუკა ჭყოიძე - ზარალების შეფასების მიმართულების დირექტორი/თანადამფუძნებელი

Be Group-ისთვის საერთაშორისო პარტნიორობა არა მხოლოდ მიღწეული შედეგი, არამედ ახალი, უფრო მასშტაბური ეტაპის დასაწყისია.

"უახლოეს პერიოდში ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ McLarens-ის გლობალური რესურსები და გამოცდილება – გავაფართოოთ მომსახურების სპექტრი და ჩვენი გუნდი პროფესიული განვითარების ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ამასთან, Be Group-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია აკისრია: ზარალების შეფასების, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია საქართველოში.

საბოლოოდ, ჩვენი ამბიცია მხოლოდ Be Group-ის ზრდა არ არის – ჩვენ გვსურს, ქართული ბაზარი მთლიანად გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სადაც ადგილობრივი პროფესიონალები გლობალურ დონეზე იმუშავებენ", – ამბობენ Be Group-ის წარმომადგენლები ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში.