Get All Access for $5/mo

საერთაშორისო ფორუმი - თბილისის პიარის დღეები 2023 იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2023 წლის 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (G106 აუდიტორია) კომუნიკაციების სფეროში წლის მთავარ ღონისძიებას თბილისის პიარის დღეებს უმასპინძლებს. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ხელოვნურ ინტელექტის სფეროში ექსპერტები, პროფესიონალები და დაინტერესებული პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან გაერთიანდებიან.
სპიკერები დამსწრე აუდიტორიას ბრენდის განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და მის როლზე მიაწვდიან ინფორმაციას. ამასთანავე, განიხილავენ ინოვაციური მიდგომებს, თანამედროვე ტენდენციებსა და წარმატებულ ისტორიებს.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს სტრატეგიული კომუნიკაციები - პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი.

შეგახსენებთ, რომ სასურველია რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე

ფორუმზე მოწვეული სპიკერები იქნებიან:


I პანელი - საერთაშორისო ნაწილი

  • ნიკოლო აუგუსტო მანიკა - გიზმას უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა (ესპანეთი მადრიდი). თემა: "ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა მარკეტინგში"
  • მაკ მარსონი - ამბროსია ქონსალთინგის თანადამფუძნებელი (საფრანგეთი). თემა: "საკონსულტაციო კომპანიები და ხელოვნური ინტელექტი"
  • გიორგი არველაძე - საერთაშორისო კომპანია Xtar, ბიზნესის ზრდის განვითარების ხელმძღვანელი. თემა: "AI, როგორც ყოველდღიური პროცესების მართვის ეფექტური ხელსაწყო"

II პანელი - ქართული ნაწილი

  • ნინი მოსიაშვილი - helio.ai, აღმასრულებელი დირექტორი. თემა: "ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაცია - ნეირო რევოლუცია"
  • გიგი გიორგაძე - სქილვილი, აღმასრულებელი დირექტორი. თემა: "სხვა არჩევანი აღარც გვაქვს"
  • ირაკლი ბესელიძე - სტარტაპ CALEN AI-ის დამფუძნებელი. თემა: "ხელოვნური ინტელექტი ბრენდინგში"
  • გიორგი (ქუცა) რუხაძე - ქოფირაითერი, ლექტორი. თემა: "ბუნებრივი ინტელექტი"

ფორუმის დამფუძნებლების განცხადებით, ღონისძიების მთავარი იდეა სწორად იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას დამაკავშირებელი ხიდი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

2023 წლის ფორუმის შესახებ ნებისმიერი დეტალის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

თინათინ იმერლიშვილი - 558779878

ნატალია ავლოხაშვილი - 557331228

ნათია შაფათავა - 599445473

ან მიწეროთ თბილისის პიარის დღეების გვერდს ლინკდინსა და ფეისბუქზე.