საერთაშორისო კონკურსში - SAGE Georgia 2025, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ფინალისტები გამოვლინდნენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები გამოვლინდნენ – საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში 30 ქვეყანათა შორის და ასევე წელს მასპინძლობს მსოფლიო ფინალს SAGE World Cup 2025-ს!
SAGE Georgia (www.sagegeorgia.ge) საერთაშორისო დონის პლატფორმა და გლობალური ქსელის ნაწილია (Students for the Advancement of Global Entrepreneurship) რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობის გზით და ანტერპრენერული აზროვნებით. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შეიმუშაონ ინოვაციური და მდგრადი ბიზნეს პროექტები, რომლებიც რეალურ საზოგადოებრივ სარგებელს ქმნიან. პლატფორმა აერთიანებს ახალგაზრდა ინოვატორებს,მეწარმმეებს და სტარტაპებს.
ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის (ELYEA) ორგანიზებით გაიმართა SAGE Georgia 2025-ის ფინალი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიჭიერი ახალგაზრდები (14 დან 19 წლის ჩათვლით) ინოვაციების, მეწარმეობისა და სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსზე.
ეროვნული ფინალის ორი გამარჯვებული გუნდი წარადგენს საქართველოს 2025 წლის სექტემბერში SAGE-ის მსოფლიო ფინალში, რომლის მასპინძელიც წელს საქართველოა. SAGE-ის მსოფლიო ფინალში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ესტუმრება საქართველოს.
გამარჯვებული გუნდები:
პირველი ადგილი - Micro2Macro (თბილისი)
მეორე ადგილი - AthleTrack (ქუთაისი)
მესამე ადგილი - Fogy Bag (თბილისი)
"მონაწილე ახალგაზრდების ენერგია, კრეატივული ხედვა და მოტივაცია შთამბეჭდავია. ვამაყობთ ყველა გუნდით და გვჯერა, რომ ჩვენი ფინალისტები ღირსეულად წარადგენენ საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე. SAGE Georgia არაჩვეულებრივი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის, რათა განავითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები და შექმნან ბიზნესები რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ მსოფლიოზე." – აღნიშნა მარკა კლდიაშვილმა, ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის СEO-მ და SAGE Georgia-ს დირექტორმა.
კონკურსი მოსამზადებელ ეტაპს გულისხმობდა, ახალგაზრდები გაერთანდნენ გუნდებიში, შეარჩის მენტორი, SAGE Georgia სრული უზრუნველყოფით გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა მიმართლებებით როგორიც არის ბიზნეს მოდელის ფორმირება, გუნდის ორგანიზება და მართვა, კომუნიკაცია, ბიუჯეტირება და საგადასახადო საკითხები, ა.შ. ასევე, მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში მათ მოამზადეს პროტოტიპები (ზოგ შემთხვევაში საბოლოო პროდუქტიც კი), ჩაატარეს კვლევები, შეიმუშავეს ორგანიზაციული სტრუქტურა და ბიზნეს პროცესები.
კონკურსის შესარჩევი ტურები ჩატარდა ფოთში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, ბათუმში.
ესარჩევ ტურში მათ წარადგინეს საკუთარი ბიზნეს, სოციალური მეწარმეობის პროექტები და ხედვა თუ როგორ შეუძლიათ აქტუალური პრობლემების გადაჭრა. ფინალისტების შერჩევისას შეფასდა არა მხოლოდ ბიზნესმოდელი, არამედ იდეის გავლენა გარემოზე და საზოგადოებაზე, მდგრადობა და ინოვაციური მიდგომები. მიღებული განმავითარებელი უკუკავშრის საფუძველზე.
SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები:
1. EcoByte - PlantUp არის ინოვაციური, კომპაქტური და სენსორებით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე. მომხმარებლებს აწვდის განახლებულ, ზუსტ და სასარგებლო ინფორმაციას მცენარეების ჯანმრთელობის შესახებ.
2. AthleTrack - პლატფორმა რომელიც აერთიანებს მომხმარებლის ფიზიკურ მონაცემებს და ქმნის მორგებულ ვარჯიშენსა და კვების გეგმებს AI-ის გამოყენებით. პლატფორმა არის აღჭურვილი სმარტ ტანსაცმელით რომელიც მომხმარებლის ფიზიკურფ მდგომარეობას აკონტროლებს რეალურ დროში.
3. The Reading Circle - Shelf Swap არის პლატფორმა მომხმარებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ წიგნები, რომელთა გაყიდვა, გაცვლა ან ძალიან დაბალ ფასად გაცემა სურთ.
4. ალქიმია - Parkription პლატფორმა საპარკინგე ადგილების დასაჯავშნად. AquaVision - წყლის შემგროვებელი ნისლის ბადეები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა ნისლში დამალული წყლის რესურსების შესაგროვებლად.
5. Micro2Macro - EduBridge პლატფორმა რომელიც საქართველოში ყველა სტუდენტისთვის თანაბარი შესაძლებლობებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებში და დააჩქარონ მათი პიროვნული განვითარება.
6. Kakadu - KALAPPO კარიერული დაგეგმარების და განვითარების პლატფორმა სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის.
7. EarthRealm - EcoQuest გემიფიკაციაზე დაფიძნებული ინოვაციური სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია მოხალისეების დასაკავშირებლად მათ რეგიონებში არსებულ დასუფთავენის აქტივობებთან.იყენებს ინტერაქტიულ რუკას და ქულებზე დაფუძნებულ ჯილდოს სისტემას, რათა ნარჩენების შემცირება ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადოს.
8. Foggy Bag - მსოფლიოში პირველი ზურგჩანთა, რომელიც სპეციალური დანამატებისა და ფილტრის საშუალებით 1 მეტრის რადიუსზე წმენდს ჰაერს.
ეროვნული ფინალის ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU). ღონისძების გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ხოლო ოქროს სპონსორი - კომპანია ალტა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საჩუქრები გადასცენ კომპანია ავერსი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინედუ პლატფორმამ და ქალი მეწარმეები საქარველოს სხვადასვა რეგიონებიდან.
გარდა ამისა, SAGE Georgia ინიციატივით ამოქმედდა პლატფორმა 'მეწარმეები მეწარმეებისთვის', რომელიც დაეხმარება უკვე გამოცდილ მეწარმეებს ცოდნის, გამოცდილების და სხვა რესურსების გაზიარებაში ახალგაზრდა მეწარმეებთან და ინოვატორებთან.