საფეხბურთო ამბები | U21-ის გადამწყვეტი ბრძოლა ევროპის ჩემპიონატისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარტში საქართველოს U21 ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 5 შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მეტოქეებად საბერძნეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია და მალტა ჰყავს. ამ დროისთვის ჯგუფში ასეთი ვითარებაა:

  1. საბერძნეთი: 15 ქულა (უდანაკარგოდ);
  2. გერმანია: 12 ქულა;
  3. ჩრდ. ირლანდია: 7 ქულა;
  4. საქართველო: 5 ქულა
  5. ლატვია: 4 ქულა;
  6. მალტა: 0 ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე ვართ, წინ კიდევ 5 მატჩია და სიტუაციის გამოსწორების შანსი კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ 14 გუნდი გადის - 9 პირველადგილოსანი, 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი, 4 კი - პლეი-ოფიდან. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა საჭირო, ან უნდა გავხდეთ საუკეთესო მეორეადგილოსანი. დანარჩენი მეორეადგილოსნები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, სადაც დარჩენილი 4 საგზურის ბედი გადაწყდება.

განრიგი ასეთია:

  • 27 მარტი, 20:00 | საქართველო U21 v ლატვია U21;
  • 31 მარტი, 19:00 | საქართველო U21 v მალტა U21;
  • 26 სექტემბერი | საქართველო U21 v საბერძნეთი U21;
  • 1 ოქტომბერი | ჩრდ. ირლანდია U21 v საქართველო U21;
  • 6 ოქტომბერი | გერმანია U21 v საქართველო U21.

ერთად ვუგულშემატკივროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.