საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის - გაიცანი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივა - STEM სკოლა ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ.
STEM სკოლაში სწავლა VII–XI კლასის მოსწავლეს შეუძლია. ამისათვის, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ მისაღებ გამოცდებში. 2026 წლის გაზაფხულის მიღება უკვე დასრულდა, ერთწლიან საგანმანათლებლო პროექტის მე-7 ნაკადში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, STEM სკოლაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე 250 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას.
მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი საუკეთესო შედეგის მქონე 47 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს.
ამ ინოვაციური და მასშტაბური იდეის ირგვლივ ენთუზიასტი, დარგის პროფესიონალი მასწავლებლები ერთიანდებიან. მათ შექმნებს სასწავლო გეგმა, რომელიც არც ერთი სხვა საგნის ანალოგი არ არის. სწავლების პროცესი პრაქტიკას, რეალურ გამოცდილებასა და ხელშესახებ ცოდნას ეფუძნება. როგორც თავად STEM სკოლის მოსწავლეები გვიყვებიან, გაკვეთილები სახალისოა, მასწავლებლები ყველაზე რთულ საკითხებსაც მარტივად ხსნიან, არასდროს ერიდებათ კითხვების დასმა და ყოველ მომდევნო მოდულს დიდი აღფრთოვანებით ელოდებიან.
ამ ბლოგში გაგაცნობთ მასწავლებლებს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საქართველოში ყველაზე განსხვავებულ და მნიშვნელოვან წამოწყებას:
ელგუჯა აბულაძე - პროფესიით ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია. მისი აზრით, STEM-ის განვითარება ქვეყნის საერთო კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს ინჟინერიის მიმართ ინტერესი და სიყვარული გაუღვივოს, მისცეს მოტივაცია, დამოუკიდებლადაც იფიქრონ იდეებზე და ამ იდეების განხორციელების გზებზე. გვიზიარებს, რომ სურს, პროექტი კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს და უფრო მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს მომავლის პროფესიებით.
მარეხი მაზანაშვილი - საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და STEM სკოლის მენეჯერია. მისი ხედვით, წარმატებისთვის ნიჭი და ინტერესი საკმარისი არ არის - საჭიროა გარემო, სადაც ბავშვები ექსპერიმენტების ჩატარებას, შემოქმედებით იდეებზე ფიქრს, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობას ისწავლიან. STEM სკოლაში კი თითოეული მასწავლებელი სწორედ ასეთი თავისუფალი გარემოს შექმნას ცდილობს.
ნინო ხიხაძე – ფიზიკის მასწავლებელია. პროექტში მოხვედრამდე STEM კლუბებში აქტიურად მუშაობდა მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკულ ამოცანებზე. გვიზიარებს, რომ ეს პროექტი გავრცელებულ სტერეოტიპსაც ამსხვრევს, თითქოს გოგონებს ნაკლებად აინტერესებთ და გამოსდით ტექნიკური საგნების სწავლა. STEM სკოლაში უამრავი პატარა მეცნიერი გოგონა სწავლობს, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ოლიმპიადებში, გაცვლით პროგრამებში და მუშაობენ მასშტაბურ პროექტებზე.
გიორგი ჯიქიძე - ელექტრო ინჟინერი და კომაროვის ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელია. ყოველთვის ცდილობს, ინტერაქციული გაკვეთილები ჩაატაროს. ბავშვებს მისცეს მოტივაცია, საშინაო დავალების გარდა, საკუთარი ინიციატივითაც იმუშაონ საინტერესო ამოცანებზე და ამ პროცესით ისიამოვნონ. გვეუბნება, რომ ყოველი მოდულის შემდეგ მოსწავლეები გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით, დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენენ, რომ თავისივე ხელით შეძლებენ მოწყობილობების აწყობას.
გიორგი ლექვინაძე - ბავშვობიდანვე გატაცებული იყო პროგრამირებით, მასწავლებლობასთან ერთად საკუთარ კომპანიაში ქმნის ციფრულ პროდუქტებს. გიორგი მოსწავლეებს ეტაპობრივად ასწავლის ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობას. ფიქრობს, რომ STEM ინიციატივები აყალიბებს გარემოს, რომელშიც განათლებული და მოტივირებული ადამიანები აძლიერებენ ერთმანეთს და ქმნიან საყოველთაო კეთილდღეობას. STEM სკოლის მიზანიც ახალი თაობებისთვის თანამედროვე ცოდნის გაზიარება და ტექნოლოგიური პროგრესის მხარდაჭერაა.
STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს