საღონისძიებო და სამუშაო სივრცეები საცხოვრებელ კომპლექსში: "ფიგურები" – სადაც შენი სახლი უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისში, საბურთალოზე, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. "ფიგურები ჯიქიაზე" გამოირჩევა ინოვაციური კონცეფციით, რომელიც მაცხოვრებლებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს.
"მარტივი ფორმები, საზიარო სივრცეები და პრაქტიკული რესურსები" – ესაა კომპანიის მთავარი გზავნილი.
მრავალფუნქციური სივრცეები მაცხოვრებლებისთვის
ფიგურების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 50 კვ.მ. საერთო საღონისძიებო სივრცეა, რომელიც შენობის პირველ სართულზე მოეწყობა. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ მოაწყონ პირადი ღონისძიებები:
- დაბადების დღეები
- იოგას ან ცეკვის კლასები
- კინოჩვენებები
- მეგობრებთან ერთად განტვირთვა
სივრცის მართვა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე განხორციელდება. მსგავსი კონცეფცია ადგილობრივ ბაზარზე იშვიათია და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის ბინების მფლობელებისთვის არის მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, კომპლექსში მოეწყობა 50 კვ.მ. საერთო სამუშაო სივრცეც, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ყოველდღიური საქმიანობა დამატებითი ძალისხმევის გარეშე წარმართონ.
განსაკუთრებული შეთავაზება ბინის შეძენისას
გაზაფხული "ფიგურებში" ბინის შეძენისთვის საუკეთესო დროა, რადგან გადახდის ყველა პირობაზე ფასდაკლება მოქმედებს:
- ერთიანი გადახდისას – 8% ფასდაკლება, რაც მ²-ზე 120$-მდე დანაზოგს გულისხმობს
- შიდა განვადებით შეძენისას – 3% ფასდაკლება, რომელიც ყოველთვიურ მინიმალურ შენატანს $590-მდე ამცირებს
- იპოთეკური სესხით შეძენისას – 5% ფასდაკლება
"ფიგურები" ასევე გამოირჩევა:
- პანორამული ხედები ქალაქზე
- ორი მხრიდან სამანქანო მისასვლელი
- გამწვანებული ეზო და სპორტული მოედანი
- სამდონიანი პარკინგი
- კონსიერჟის მომსახურება
- Ytong-ის ენერგოეფექტური და მტკიცე აირბლოკის კედლები
- OTIS-ის ინოვაციური მოდელის 4 ლიფტი
- ხარისხის მუდმივი კონტროლი და აკრედიტებულ ლაბორატორიებში შემოწმებული სამშენებლო მასალები
პროექტის ფილოსოფია – "Less is More"
"ფიგურების" კონცეფცია მინიმალიზმს, ფუნქციურობას და მდგრადობას ეყრდნობა.
"ჩვენი მიზანი მარტივია – შევთავაზოთ მაცხოვრებლებს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, ზედმეტი დაპირებების გარეშე", – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.