Get All Access for $5/mo

საქართველო 45 ქვეყანას შორისაა, სადაც Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

სულ ახლახან, ქართველი Android მომხმარებლებისთვის საინტერესო და ნანატრი Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა, უკვე ხელმისაწვდომი გახდა საქართველოშიც. ამიერიდან, Android-ის სისტემის მომხმარებლებს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით; აუცილებელია NFC მხარდაჭერა) ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოს-ტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express-ის ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება თანხის ბანკომატით განაღდებაც Visa ან Mastercard-ის საშუალებით. ცნობისთვის, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე საქართველოა.

Google Pay-ს სისტემით სარგებლობა უკვე შესაძლებელი იქნება საქართველოს ბანკის მომხმარებელთათვისაც, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს ინოვაციებს ფინანსურ ბაზრებზე და მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო სიახლის დანერგვას თავის ეკოსისტემაში.

აღსანიშნავია, რომ Google საფულის (Google Wallet) საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება ძალიან მარტივია. მომხმარებელი მობილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში მისთვის სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა/დამახსოვრებას ახდენს, რის შემდეგაც ავტომატურად ეხსნება Google საფულე და მასში ასევე ავტომატურად აისახება საბანკო ბარათის მონაცემები.

Entrepreneur დაინტერესდა ამ ამბით და გვსურს გაგიზიაროთ ის უპირატესობები რომლებითაც ქართველი Android მომხმარებლები ამ სიახლის შედეგად ისარგებლებენ:

სიმარტივე - Google საფულეში თქვენი ბარათის დამატებით, შეძლებთ გადაიხადოთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ტელეფონის ერთი შეხებით. აღარ მოგიწევთ ბარათების ტარება და ბარათის მონაცემების მითითება.

უსაფრთხოება - Google Pay სისტემით სარგებლობისას, დაზღვეული ხართ ბარათის დაკარგვის საშიშროებისგან. გარდა ამისა, როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის (ე.წ. ტოკენის) ნომრის გამოყენებით ხორციელდება, რომელიც ყოველ ტრანზაქციასთან ერთად იცვლება და უსაფრთხოების დამატებით გარანტიას წარმოადგენს. Google საფულის დასაყენებლად აუცილებელია ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა, რაც დაცულობის მაღალის ხარისხის მაჩვენებელია.

კომფორტი - როდესაც თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ყოველდღიურ ხელსაწყოს სწორედ მობილური ტელეფონი წარმოადგენს, საგადახდო საშუალების ინტეგრაცია, დროის დაზოგვა და მომენტალური გადახდა, უდიდესი კომფორტია.

მოსახერხებელი - შესაძლებელია ულიმიტო რაოდენობის ბარათის დამატება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ბანკისთვის მნიშვნელოვანია დროულად უპასუხოს მომხმარებლის მუდმივად ცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს რათა მათ ახალი, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის მიერ Google Pay-ის ინოვაციური გადახდების დანერგვაც, რომელიც ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე.

მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკმა ქართველი Android მომხმარებლებისთვის შექმნა აპლიკაცია Tskapp, რომელიც ამიერიდან უკვე სრულად ჩანაცვლება Google Pay-ს მიერ. Google-ის საგადახდო აპლიკაცია 45-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, ხოლო ამიერიდან, ამ სიას საქართველოც შეემატება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი