Sponsored Content

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ასწლეულს ახალი ვიზუალური იდენტობით იწყებს საიუბილეო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნივერსიტეტის რებრენდინგია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო წელი მნიშვნელოვანი შედეგებითა და მიღწევებით გამოირჩეოდა- უნივერსიტეტმა მოიპოვა ISO 9001-ის სერტიფიკატი და დასკვნით ფაზაშია ABT აკრედიტაციის მიღების პროცესი, გაღრმავდა ურთიერთობები მსოფლიოში უდიდეს პარტნიორ კვლევით ცენტრებთან: ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლვების ორგანიზაციასთან (KEK), შეიქმნა სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური, მთის მდგრადი განვითარებისა და მედიცინის ფაკულტეტები, 200%-ით იმატა საერთაშორისო სტუდენტების რიცხვმა, 65%-ით კი, სტუ-ის იმ სტუდენტებისა, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას აგრძელებენ. Წელს, ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.

საიუბილეო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნივერსიტეტის რებრენდინგია. სტუ-ის ბრენდინგში აქამდე მხოლოდ გერბი და ფერი იყო, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის შენება ნულიდან დაიწყო.

თორნიკე ანთიძე პროექტის ხელმძღვანელი: "სტუ-ის რებრენდინგზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი იყო ჩემს კარიერაში. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ არა უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის თანამედროვე ხედვა და იდეის მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება.

პირველ ეტაპზე დავიწყეთ წინასამუშაო კვლევები, რისთვისაც უნივერსიტეტში სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისგან შემდგარი ფოკუს ჯგუფი შეიქმნა. Შედეგად, განვსაზღვრეთ უნივერსიტეტის გრძელვადიანი სამომავლო სტრატეგია, მიზნები და ხედვა. ამ ყველაფრის აღსრულებისთვის კი, საკონსულტაციო კომპანია "მაგსმენთან" ვითანამშრომლეთ.

გერბზე მუშაობა ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა. Შევქმენით ორი ვერსია- ძველი გერბის განახლებული ვერსია და ახალი, სრულიად განსხვავებული კონცეფციით, თუმცა ორივე შემთხვევაში შევინარჩუნეთ უნივერსიტეტის ისტორიული მხარე.

Პირადად Ჩემთვის გამორჩეულია უნივერსიტეტის აბრევეატურის ტიპოგრაფიული ლოგო - "სტუ". აბრევიატურის მთავრი ელემენტი ასო "ტ"- არის და სწორედ მასში გამოვხატეთ თითოეული ფაკულტეტის შინაარსი და მახასიათებლები. ვფიქრობ, Თითქმის ერთწლიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, ძალიან საინტერესო ვიზუალური იდენტობა მივიღეთ."

ხატია ხატიაშვილი "მაგსმენის" დირექტორი: "100-წლიანი სწავლების გამოცდილების მქონე საქართველოს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტის რებრენდინგის პროექტის წარმატებით აღსრულება ყველაზე საინტერესო გამოწვევა იყო მაგსმენისთვის, რომელიც უკვე 3 წელია სხვადასხვა ორგანიზაციების განვითარებაში იღებს მონაწილეობას. ყველა სამომავლო მიზანსა და გეგმას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან ერთად დავსახეთ, უნივერსიტეტის რეალური გამოცდილება ამყარებს, რაც სტრატეგიის შემუშავების პროცესში ძალიან დაგვეხმარა."

ახალი ვიზუალური იდენტობისთვის, გერბის ორი ვერსიიდან, არჩევანი საბოლოოდ სრულიად ახალ ვერსიაზე შეჩერდა, რომლის მთავარი სიმბოლოც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული შენობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფრაგმენტი - სვეტია. Ვინაიდან Სვეტი ასოცირდება სიძლიერესთან, სტუ-ის გერბში ის ყველაზე დიდ ძალას- ცოდნის მიღების ძალას აღნიშნავს, მასზე გამოსახული წიგნი კი, განათლების მიღების პროცესს გულისხმობს. Გერბს ასევე აწერია საქართველოს Ტექნიკური უნივესიტეტის მთავარი დევიზი- "SCIENTIA POTESTAS EST."( "ცოდნა ძალაა") და უნივერსიტეტის დაარსების წელი- 1922. Ლოგოტიპი - მაღალი, სვეტოვანი სილუეტის ასოები, რომელის ირგვლივაც წრეს კრავს დევიზი "SCIENTIA POTESTAS EST." ("ცოდნა ძალაა")

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ფერი იისფერია - ტექნოლოგიების, აღმოჩენებისა და ინოვაციების ფერი, რომელიც ასოცირდება მდიდარ ფანტაზიასა და შემოქმედებითობასთან.

ფაკულტეტების ვიზუალური იდენტობის მაგალითები და ტ-ების აღწერები:

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ლოგოს ინსპირაცია მეტროს რუქის ფერები და ფორმები გახდა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია ციფრული სამყაროს აღქმის ამოსავალი წერტილი პიქსელი გახდა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის შრიფტია.

ანანო მჭედლიშვილი ბრენდის აღმასრულებელი ოფიცერი:

"ასწლოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტისთვის შეიქმნა ახალი ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია თანამედროვეობასთან ჰარმონიაში მოიყვანოს კონსერვატიული და აკადემიური მიდგომები.

ბრენდმა გარდა განახლებისა, სტრატეგიაში ისტორია და ტრადიციებიც უნდა შეინარჩუნოს, ერთი შეხედვით მარტივი სიმბოლოებისგან შეიქმნა ეფექტური და ბრენდისთვის ორგანული გრაფიკული სტილი. რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ უნივერსიტეტის მთავარი მისია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის დაუსრულებელ მარათონში ჩართვაა და სწორედ აქ იწყებს ათვლას ახალი 100 წელიწადიც."

6 თვეა რაც სტუ განახლებული ბრენდინგით, სატესტო რეჟიმში პოზიციონირებს და აღსანიშნავია, რომ ბრენდისადმი ლოიალურობა გაზრდილია. ამას მოწმობს ის პოზიტიური უკუკავშირი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებისგან იღებს.

ესტუმრეთ განახლებული ვებ-გვერდის ბეტა ვერსიას - new.gtu.ge