Get All Access for $5/mo

საქართველოში Apple Watch Series 7-ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში, Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიებში Apple Watch Series 7-ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო. Apple-ის უახლესი მოდელის ვიზუალური მხარე შეცვლილია, მას უფრო დიდი ეკრანი, დაზიანებისგან დამცავი მდგრადი შუშა და სუპერ სწრაფი დატენვის შესაძლებლობა აქვს. ასევე დამატებულია მრავალი უახლესი და მნიშვნელოვანი ფუნქცია.

ოფიციალურ მაღაზიებში, Apple Watch Series 7-ის ფასი 1899 ლარიდან იწყება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Apple-ის ავტორიზებული რესელერების ვებ გვერდებზე: iSpace, Alta, Elit, iStore, iTechnics, iPlus.

Apple Watch Series 7-ი Apple-მა 14 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. წინა მოდელებისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, საათის გაფართოებული დისპლეია. ის Series 6-ის ეკრანზე თითქმის 20%-ით, ხოლო Series 3-ის ეკრანზე 50%-ით დიდია. გაზრდილი დისპლეი Series 7-ს უფრო კომფორტულს და პრაქტიკულს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. ფართო ეკრანი უფრო მეტ ინფორმაციას იტევს, შესაბამისად უფრო კომფორტულია კითხვაც, რადგან უფრო იშვიათად მოგიწევთ ტექსტის აწევა ვიდრე ადრე.

https://lh6.googleusercontent.com/k3n3MwIEA4J7m9nlhby-uMDQrJRKs2S7_H3eIfQYnDxHRkeUkmohl6xHYz8Eg9l8QVCi-JReJe4Om3lWbSiwE9hQXRroQ2KWfdL3QsTQFz1LloEXMBDiyQdPPegZr6QMDTwfXu63=s1600

ბატარეის დამუხტვის განახლებული სისტემის მეშვეობით, Apple Watch Series 7-ს 0%-დან 80%-მდე დასატენად მხოლოდ 40 წუთი სჭირდება. საათის Retina დისპლეი მუდმივად ჩართულია, ამიტომ დროის ან სხვა ინფორმაციის სანახავად ეკრანზე შეხება აღარ გჭირდებათ. ის ისეთივე კაშკაშაა როგორც ადრე და კარგად ჩანს როგორც გარე ისე შიდა სივრცეში. შენობაში ყოფნის დროს ეკრანი 70%-ით უფრო ნათელია, ამიტომ შეტყობინებების შემოწმებას ხელის აწევის გარეშეც ადვილად შეძლებთ.

დიდი ეკრანის უკეთ გამოსაყენებლად, მთლიანად შეიცვალა საათის სამომხმარებლო ინტერფეისი - ღილაკები უფრო დიდი და ადვილად სამართავი გახდა. რაც ამარტივებს საათის ფუნქციების გამოყენებას როდესაც განბლოკვისთვის პაროლი შეგყავთ, იყენებთ კალკულატორს, წამზომს, თაიმერს ან რთავთ "არ შემაწუხოთ" რეჟიმს.

გარდა ამისა, Apple Watch-ზე პირველად გამოჩნდა სრული QWERTY კლავიატურა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც ტექსტის შეყვანა გჭირდებათ, შეუძლია წინასწარ განსაზღვროს სიტყვა, რომელსაც აკრეფთ. Apple Watch Series 7 ყველაზე საიმედო საათია, რომელიც ოდესმე შექმნილა. საათის შუშა 50%-ით სქელია, რაც მას წარმოუდგენლად გამძლეს და ბზარებისადმი მდგრადს ხდის.

Series 7-ს გააჩნია რევოლუციური ინოვაცია - სენსორი, რომელსაც სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა შეუძლია, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციაა მსოფლიო პანდემიის პერიოდში. ასევე, მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გადაიღოთ EKG (ელექტრო კარდიოგრამა). ამრიგად, საათი გეხმარებათ აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, არამედ თვალყური ადევნოთ თქვენს ჯანმრთელობას.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director