Get All Access for $5/mo

საქართველოში პირველად, 8 ოქტომბერს Product Management-ის კონფერენცია ჩატარდება | ProdAct Community

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30-მდე საერთაშორისო სპიკერი Google-დან, Spotify-დან, Stanford-იდან, Miro-დან და სხვა, 400-მდე დამსწრე, ნეთვორქინგი მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტებთან - 8 ოქტომბერს, ProdAct Community-ის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, საქართველოში პირველად ჩატარდება Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW?

კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო, მათ შორის: დიზაინი, მარკეტინგი, დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ციფრული ტრანსოფრმაცია და სხვა. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან და გაეცნონ სტრატეგიებს, თანამედროვე ტრენდებსა და გამოწვევებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

"ბოლო წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების სფეროს მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. საქართველოში უამრავი საერთაშორისო ტექ კომპანია შემოვიდა და ამასთან, არსებული, ადგილობრივი კომპანიებიც კიდევ უფრო განვითარდნენ. ამ ზრდის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობდა პლატფორმა, რომელიც ამ პროფესიონალებს გააერთიანებდა და მისცემდა საშუალებას, მუდმივად გაეცვალათ ინფორმაცია თანამედროვე გამოწვევების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, 1 წლის წინ დაფუძნდა ProdAct Community.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, ინივიატივა გათვლილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ციფრული პროდუქტები აინტერებს - იქნება ეს უკვე პროფესიონალი, რომლისთვისაც, შესაძლოა, ნეთვორქინგი იყოს მეტ გამოსადეგი და აღმოაჩინოს სიახლეები საკუთარ სფეროში ან დამწყები ადამიანები, რომლებსაც სურთ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია სფეროს შესახებ და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი.

პროგრამა დატვირთული იქნება ინსპირაციული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებითა და სტარტაპებისთვის განკუთვნილი კონკურსით, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა წარუდგინონ თავიანთი იდეები ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავეს ProdAct Community-ს გუნდი.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს წარმატებული, პროდუქტის მენეჯერების ხედვებს, შეისწავლონ პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის უახლესი სტრატეგიები, განიხილონ Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა და იმსჯელონ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. ამასთან, ვიზიტორებს ექნებათ საშუალება, პირადად შეხვდნენ ინდუსტრიის ცნობილ ლიდერებს - ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში, მათ შორის:

საერთაშორისო სპიკერები:

● Szymon Kopec - Spotify, Senior Product Manager

● Raul Vallejo - Miro, Lead Product Manager

● Roman Arcea - Google, Senior Product Manager

● Piotr Jan Pietrzak - Stanford Club of Poland, Stanford LEAD

ადგილობრივი სპიკერები და პანელისტები:

● მედეა ტაბატაძე - Insource, Director

● გივი ჩხარტიშვილი- Noxtton, Founder & CEO

● საბა ჯიშიაშვილი - Gulf, COO

● გიორგი გულუა- Agile Transformation Consultant

● ლელა მაჩაიძე - NATO-G, Senior Local Consultant

● არჩილ ვარშანიძე - EPAM, Senior Software Engineering Manager, Georgia .NET Practice Head

● გაიოზ ჭავჭავაძე - EPAM, Product Manager

● ლუკა ქობალია, BOG, Group Product Manager

● ლევან გომშიაშვილი BOG Chief Marketing and Digital Officer

● კოტე ხუციშვილი, Adjarabet.com, Product Director

Georgians in The Global Tech World

● დავით ჩეჩელაშვილი - XPANDVISION, SVP

● ირაკლი გრძელიშვილი - World Education Services (WES)

● სტეფანე გურგენიძე - Amazon, Software Development Engineer

● სალომე ნაფეტვარიძე - Head of Innovation Department at Gita

Product Design

● თაკაკა აბრამია - MRKT, Head of design

● მარიამ კვანტალიანი - Redberry, UX/UI Design Team Lead | Lead Designer

● ათუკა ქელბახიანი - Head of Product Design at Goldfisch

● ლაშა ახვლედიანი, Ux Designer&Consultant

Product Unboxing

● თათია ქარჩხაძე - Stanford LEAD

● რუსა კობახიძე - Bolt, Marketing team lead

● კატო პეტრიაშვილი - Glovo, Head of brands ads

● თათია კობერიძე - Noxtton, Digital Marketing Account Director

"იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტების მენეჯმენტი საკმაოდ ახალი სფეროა როგორც ადგილბრივ, ისე - საერთაშორისო ბაზარზე, საკმაოდ რთული იყო იმ ადამიანების პოვნა, ვინც გაუძღვებოდა აღნიშნულ ღონისძიებას. თუმცა, ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობიდან გამომდინარე, მაინც შევძელით და შევარჩიეთ ისეთი სპიკერები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ციფრულ ტრანსფორმაციას სხვადასხვა წამყვან კომპანიაში. მოვიწვიეთ დარგში არსებული, ცნობადი სპიკერები, რომლებსაც სპიკერობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ დამსწრე აუდიტორიისთვის ეს შეხვედრები საკმაოდ ეფექტურად წარიმართება", - განმარტავენ ორგანიზატორები.

ინიციატორების აღნიშვნით, პროგრამა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად, წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. გარდა ამისა, სამომავლო გეგმის სახით, ProdAct Community იზრუნებს არსებული ღონისძიებების, პოდკასტების, კურსებიდა და სხვა პროექტების განვითარებას და ამასთან, პარტნიორობის დამყარებას სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციასთან.

"სამომავლოდ, გვსურს, ის აქტივობები, რასაც ვახორციელებთ, შევინარჩუნოთ და ამასთან, გავზარდოთ მასშტაბიც. ვგეგმავთ, დავუპარტნიორდით მსგავსი ტიპის საერთაშორისო პლატფორმას, ისეთი, როგორიც ProdAct-ია. ასეთი კოლაბორაციები დაგვეხმარება, გავხდეთ უფრო ძლიერი, როგორც ე.წ. "ქომიუნითი" და ამავდროულად უკეთ დავეხმაროს ართულ სტარტაპ ეკოსისტემას და სტარტაპებსა და კომპანიებს საერთაშორისო ბაზარში გასასვლელად.

კონფერენციის გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, ასევე სხვა ღირებული პარტნიორები: PSP, Gulf, Noxtton, Veli Store, BRID, Entrepreneur, Marketer.ge, BMG

ბილეთების შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მითითებულ ბმულზე შეეძლება.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი