Get All Access for $5/mo

საქართველოში პირველად დაიწყო უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოს მასშტაბით, უძრავი ქონების სფეროში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება და მასში მოხვედრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს: კურსები, სერტიფიცირება, ლიცენზია, სამუშაო გამოცდილებადა მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ეტაპების გადალახვის შემდგომ გაქვს საშუალება სრულფასოვნად იმუშაო უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტად.

საქართველოში განსხვავებული სურათი გვაქვს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების აგენტი, ყველანაირი სავალდებულო ტრენინგისა თუ კვალიფიკაციის გარეშე, ამას კი უამრავ პრობლემურ შემთხვევამდე და არაპროფესიონალურ გარემოებებამდემივყავართ.

მაგალითად, ბევრი აგენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ქონებებზე, რომელსაც ყიდის; ხშირ შემთხვევაში ნამყოფიც კი არ არის ლოკაციაზე. ხშირია მესაკუთრეებისა და მყიდველებისგან ფარულად დამატებითი თანხების აღება გარიგებაში მონაწილე ორივე მხარისაგან. ასეთი მაგალითი უამრავია, რაც უძრავი ქონების სფეროში სათანადო განათლების არარსებობით არის გამოწვეული.

თუმცა, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში ამ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის თვითმხილველები გავხდით.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE) დაიწყო უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი.

ამ მოვლენისთვის ასოციაცია ევროპელ კოლეგებთან ერთად ემზადებოდა 2 წლის მანძილზე; ჩაატარა დახურული სატესტო ვერსია ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში და ახლა, 15 ნოემბერს, დაიწყო ატესტაციის ოფიციალური პროცესი.

ამ პროცესში ქართული ასოციაცია (GNARE) მარტო არ არის, რადგან მას, კურსის ფარგლებში მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ, მისცემს ევროპულ ატესტირებას და რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურსის პროგრამა და სილაბუსი.

კურსი არის 5 კვირიანი და შედგება 11 საკითხისადა 1 გამოცდისგან.

5 კვირის განმავლობაში, კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს::

  1. უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი;
  2. უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები;
  3. უძრავი ქონების აგენტის ნიშა;
  4. Უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი;
  5. ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია;
  6. იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში;
  7. საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში;
  8. ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში;
  9. უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი;
  10. უძრავი ქონების შეფასება;
  11. უძრავი ქონების საბანკო საკითხები.

მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ ატესტაციის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რათა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს გადამოწმება ნამდვილად ფლობს თუ არა მისი აგენტი იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება.

კურსის ტრენერები არიან: უძრავი ქონების სფეროს, საბანკო სფეროს, იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

ატესტაციის პროცესი არის ლიცენზირების წინაპირობა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

ყველაფერი ეს, არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაც საბოლოოდ ქმნის იმ პროფესიას და პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენ, ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხვალ მაღალი მომსახურების ხარისხით და კომპეტენციით დაგვეხმარებიან იმ ქონების მოძიებაში, ან სწორად გაყიდვაში, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია - საცხოვრებელი სახლი, სამუშაო სივრცე, მიწის ნაკვეთი და სხვა.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი