Get All Access for $5/mo

საქკაბელსა და Skillwill-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სს "საქკაბელსა" და ,,სქილვილს'' შორის თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი - მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ, რომლებსაც ,,ჩართეს'' დახმარებით ინტერნეტი და საჭირო ტექნიკა უკვე აქვთ. ისინი ონალიან დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება, IT პროექტების მენეჯმენტი, Front-end დეველოპმენტი და UX/UI დიზაინი.

,,საქკაბელისთვის'' განათლებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საქართველოში პირველ ნეო უნივერსიტეტთან Skillwil-თან გავაფორმეთ მემორანდუმი. ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რაც კურსდამთავრებულს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს. ამ ეტაპზე ორიენტირი მომავლის პროფესიებზე ავიღეთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშაონ, ახალი კონტაქტები შეიძინონ, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას. რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. " - განაცხადა სს "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ

,,აღსანიშნავია რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერია და ჩვენთან ერთად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახადოს განათლება ხელმისაწვდომი." - ამბობენ ,,სქილვილში.''

შეგახსენებთ, რომ სს ,,საქკაბელი'' აქტიურად ერთვება ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში და ხელშეწყობას სთავაზობს. ამას მოწმობს სტუ-ს სტუდენტებისთვის გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები და სხვა აქტივობები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა