საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი, "ევრო 8000" სპეციალური სერიული ნომრით "000888" 1020 ევროდ გაიყიდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "თრეჟარიუმისა" და ნიდერლანდებში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency-ის კოლაბორაციის ფარგელბში "ევრო 8000" სპეციალური სერიული ნომრით აუქციონზე 1020 ევროდ გაიყიდა!

12 ივნისს, გამართულ ონლაინ აუქციონზე სერიული ნომერი 000888 - "Solid-8" გამორჩეული ციფრთა კომბინაციის სპეციალური სერიული ნომრის მფლობელი ერთ-ერთი კოლექციონერი გახდა!

კოლექციონერებს კიდევ ერთი, უნიკალური შესაძლებლობა 8 ივლისს მიეცემათ ბანკნოტი სერიული ნომრით — 001918 სააუქციონო სახლის, Crown Currency-ის ონლაინ აუქციონზე გაიყიდება!

აღნიშნული ციფრთა კომბინაცია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს, პირველი რესპუბლიკის დაარსების წელს, უკავშირდება. 1918 წლის 26 მაისი არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი და უმთავრესი ღირებულებაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალი დაიბეჭდა ნიდერლანდების დაცული ბეჭდვის, მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში.

აქვე სიამაყით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლის აღმნიშვნელი სერიული ნომერი, (001991) ამავე აუქციონზე რეკორდულ ფასად, 3 500 ევროდ გაიყიდა.

თუ გსურთ, გახდეთ პირველი ქართული ევრო ბანკნოტის, EURO 8000-ის მფლობელი მისწერეთ კომპანიის ოფიციალურ გვერდს - https://www.facebook.com/Treasurium . ბანკნოტის ღირებულება სტანდარტული სერიული ნომრით 170 ევროდან იწყება.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს და გაიარეთ რეგისტრაცია - www.crowncurrencyauctions.com

Business News

#გამომცემელიგირჩევთ: თამთა ჯაფარაშვილის საკითხავი

მეტი თავისუფალი დრო, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი, რეფლექსია და ახალი მიზნების დასახვა