სალიტა მერკვილაძის ახალი სტანდარტები და ინოვაციური ტექნიკები სილამაზის ინდუსტრიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სალიტა (მარიამ) მერკვილაძე ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის დამფუძნებელია. უკვე წლებია, რაც სალიტა ათასობით ქართველი თუ უცხოელი პაციენტის მეტად გაახალგაზრდავებასა და სილამაზეზე ზრუნავს.

მისი კარიერა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კერძოდ სამკურნალო ფაკულტეტიდან. პირველივე კურსიდან კვალიფიკაციას იმაღლებდა წამყვან კლინიკებში სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა კლინიკა კან-ვენში დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხრივ, კერძოდ დერმატო-ვენეროლოგიის მიმართულებით. ასევე მან გაიარა საბაზისო კურსი ინექციურ კოსმეტოლოგიაში და წლებია, რაც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს უზიარებს.

მოგეხსენებათ, დღეს თანამედროვე სამყაროში სილამაზის სრულიად ახალი სტანდარტები დამკვიდრდა, მოდური გახდა "სხეულის ინდივიდუალური ხასიათი". სოციალური მედიის განვითარებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა მოდის ინდუსტრიაში და ხელი შეუწყო მრავალფეროვანი სხეულის ტიპის ტრენდის დანერგვას. შესაბამისად დერმატოლოგიისა და ესთეტიკის სფერო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და მოთხოვნადი მიმართულება გახდა, აქედან გამომდინარე სალიტას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, საქართველოში ისტორიის განმავლობაში დამკვიდრებული მიდგომების და სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლა.

როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კონკურენცია დღითიდღე იზრდება, აქედან გამომდინარე ამ სფეროსადმი არსებული სტანდარტების ამღლება მნიშვნელოვანია. ასევე უპირველესია, რომ ამ დარგში მოღვაწეობდნენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმები, რომლებმაც დეტალურად იციან ადამიანის ანატომია და ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრა თუ რა შედეგს მიიღებენ ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, ასეპტიკის და ანტისეპტიკის სრული დაცვა, ხარისხიანი და უსაფრთხო პრეპარატები, აპრობირებული აპარატურა.

ესთეტიკური მედიცინა არ ემსახურება მხოლოდ სილამაზეს, აქ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ,,არ ავნო" პრინციპი, რაც ითვალისწინებს ექიმის ვალდებულებას, თავისი ქმედებით ზიანი არ მიაყენოს პაციენტს, მნიშვნელოვანია მდგომარეობის სწორ შეფასება, ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობა, ექიმის პროფესიონალიზმი და შეთავაზებული ჩარევის ყველა შესაძლო ალტერნატიული ვარიანტის განხილვა.

უფრო დაწვრილებით მისი კარიერის, განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ სალიტამ Entrepreneur-თან ისაუბრა:

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?

რა თქმა უნდა საკუთარი კლინიკის დაფუძნება უდიდეს პასუხისმგებლობასა და გაბედულებას მოითხოვს, თუმცა ათასობით მადლიერმა და ბედნიერმა პაციენტმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ეს საქმე ნამდვილად ჩემი იყო და ამ სფეროში ჩემი სახელი უნდა დამემკვიდრებინა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანისთვის წარმატების მთავარი ძალა არის დასახული მიზანი და დიდი ნებისყოფა, საბოლოოდ აკეთოს ის საქმე, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან სავსეა უამრავი დაბრკოლებებითა და გამოწვევებით, ამ ნაწილში რა თქმა უნდა გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, თუმცა ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რომ მედიცინის სფეროში ღირსეული ადგილი მექნებოდა, შესაბამისად, თითოეული დაბრკოლება ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო, რათა სამაგალითო და უმაღლესი დონის, აღიარებული პროფესიონალი ვყოფილიყავი. ახლა კი, პროფესიული ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, რომ გამოწვევები ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

ალბათ ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა- კრიტიკისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებბეისადმი, ვინაიდან საზოგადოების ფართო მასები ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ ისეთ გოგონებს, რომლებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ თანამედროვეობას და კორექტირებები შეიტანონ საკუთარ გარეგნობაში. ჩვენ როგორც კულტურა, მხოლოდ სიტყვით გამოვხატავთ, რომ მთავარი შინაგანი სილამაზეა, მაშინ როდესაც რეალურად გარეგნობას ვანიჭებთ სოციალურ ღირებულებას.

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის მნიშვნელოვანია ამ სტერეოტიპული შეხედულებების დამსხვრევა, მაქსიმალურად ბუნებრივი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტისადმი, მათივე ანატომიური აგებულებებიდან გამომდინარე, რადგან სწორად და დოზირებულად ჩატარებული პროცედურები შეუიარაღებელი თვალით ზოგჯერ შეუმჩნეველიც არის და ძირითადად ისეთი კატეგორიის აღფრთოვანებასაც იწვევს, რომლებიც მსგავს პროცედურებს ეწინააღმდეგებიან.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნეს საქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპ მენეჯერებს?

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე დამწყებ ანტერპრენერებს ვეტყოდი, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რისი წარმოდგენაც შეუძლია ჩვენს გონებას ყველაფერის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია გვქონდეს მიზანი, ნებისყოფა და დიდი სურვილი, რომ ჩვენი საქმიანობით სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?

ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ სწორედ სილამაზის სტანდარტებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ადამიანები ირაციონალურ სტრესს, მოწყენილობასა და ხშირად დეპრესიასაც კი განიცდიან. ჩემი ინსპირაციის მთავარი წყარო არის უდიდესი სიყვარული ჩემი პროფესიისადმი და ის შედეგები, რომლის მეშვეობითაც ჩემი პაციენტები თავდაჯერებულობას და ცხოვრების ახალ მოტივაციას იძენენ.

როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უახლოეს პერიოდში ვაპირებ, სასწავლო ცენტრის დაფუძნებას, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, განვითარებასა და დასაქმებას. მთავარ მიიზანს კი წარმოადგენს ჩემი კლინიკის პროფესიონალ გუნდთან ერთად გაფართოება, ფილიალების გახსნა და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება, როგორც ესთეტიკის, დერმატოლოგიის, ასევე სასწავლო ცენტრის მიმართულებით.