სამწლიანი განვითარების გზა და ახალი პროექტი – "რუმ დეველოპმენტი" "რუმ დიღომი 7-ზე" მუშაობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რუმ დეველოპმენტი" სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით მოქმედი კომპანიაა, რომელიც პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების განვითარებასა და მშენებლობაზეა ორიენტირებული. დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე საკუთარი ადგილი წარმატებით დაიმკვიდრა.
"რუმ დეველოპმენტის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ბესო მოსაშვილი
ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმვა, განვითარება და მშენებლობაა. მისი თქმით, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშენებლობის ხარისხს, თანამედროვე არქიტექტურასა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
"რუმ დიღომი 7" – ახალი საცხოვრებელი პროექტი დიღომში
კომპანიამ წარმატებით დაასრულა ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც კრწანისში მდებარეობს. ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი პროექტის – "რუმ დიღომი 7-ის" მშენებლობა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია.
"პროექტის იდეა წარმოიშვა იმ მოთხოვნიდან, რომ ქალაქში სულ უფრო მატულობს საჭიროება ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეების მიმართ. "რუმ დიღომი 7" კი პასუხობს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ეძებენ მშვიდ, კარგად განვითარებულ უბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს, თუმცა ამავდროულად, სურთ ქალაქის ძირითად ინფრასტრუქტურასთან ახლოს ყოფნა", – ამბობს ბესო მოსაშვილი.
"რუმ დიღომი 7" წარმოადგენს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს. მიმდინარე პროექტი მოიცავს 120 საცხოვრებელ ბინას. კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კი 2 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებით გამწვანებული ეზოა, რომელიც პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეზო გათვლილია მცხოვრებლების დასვენებაზე, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე, სადაც განთავსებული იქნება გამწვანებული სივრცეები, სასეირნო ზონები და რეკრეაციული ადგილები.
ბესო მოსაშვილის თქმით, პროექტი მასშტაბურადაა დაგეგმილი ისე, რომ შენობის არქიტექტურა, ეზოს სივრცე და საერთო ინფრასტრუქტურა ერთმანეთთან ჰარმონიულად იყოს შერწყმული.
განსხვავება ტრადიციული საცხოვრებელი პროექტებისგან
"რუმ დეველოპმენტის" თანადამფუძნებელის თქმით, პროექტს ტრადიციული საცხოვრებელი შენობებისგან გამოარჩევს მშენებლობისადმი განსხვავებული და თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ორიენტირებულია მცხოვრებლების კომფორტზე, ენერგოეფექტურობასა და ხმის იზოლაციაზე.
"ჩვენ მონოლითურ კონსტრუქციას ვაშენებთ, ჯეოსტილის არმატურით, ჰანიველის ბეტონითა და დოკას ფირმის საყალიბე მასალებით, რაც უზრუნველყოფს კედლების სისწორესა და მდგრადობას", – აღნიშნავს ის.
პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხმის იზოლაციას. ბინებს შორის შენდება ორმაგი კედელი, რომლის შუაში მოთავსებულია 10-სანტიმეტრიანი ხმის საიზოლაციო მასალა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის გავრცელებას და უზრუნველყოფს უფრო მშვიდ საცხოვრებელ გარემოს. ასევე, იატაკის კონსტრუქციაში გამოყენებულია ხმის საიზოლაციო მემბრანა, რაც დამატებით ამცირებს სართულებს შორის ხმაურის გადაცემას.
შენობის ფასადი დათბუნებულია 10-სანტიმეტრიანი ქვაბამბით, რაც უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და ზრდის ენერგოეფექტურობას. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს როგორც ზამთარში სითბოს შენარჩუნებას, ასევე ზაფხულში ბინების გადახურების შემცირებას.
ვენტილაციის კუთხით პროექტში გამოყენებულია თუნუქის, ინდუსტრიული ტიპის გამწოვი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო გამართულ და ეფექტურ ჰაერის ცირკულაციას ბინებში. გარდა ამისა – DIO-ს უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯრები, რომლებიც აღჭურვილია გერმანული მექანიზმებით, ასევე ცენტრალური შემოსასვლელი აღჭურვილია გაბილდის უმაღლესი ხარისხის კარით. ეს უზრუნველყოფს როგორც თბო- და ხმის იზოლაციას, ასევე გამძლეობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას".
გარდა ამისა, პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შენობის უსაფრთხოებას. ბესო მოსაშვილი აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულია თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც მცხოვრებლების, ასევე შენობის მაქსიმალურ დაცვას. აგრეთვე, კომპლექსში მონტაჟდება სახანძრო სიგნალიზაციისა და უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც დროულად აფიქსირებს საფრთხეს და შესაძლო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.
"რუმ დიღომი 7-ში" ბინები მომხმარებელს ჰბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ეს მოიცავს ძირითად სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოებს, კერძოდ: სრულად გაკეთებულ ელექტროგაყვანილობას, წყლის გაყვანილობასა და კანალიზაციის სისტემას, გათბობის მილების მონტაჟს, "გიპერით" გალესილ კედლებსა და მოჭიმულ იატაკს.
"ასეთი მდგომარეობით ბინის ჩაბარება მყიდველს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილოს ყველაზე რთული და ტექნიკურად მნიშვნელოვანი სამუშაოები. ბინის შეძენამდე მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაითვალისწინოს საცხოვრებლის დაგეგმარება და ის, თუ როგორ შეესაბამება პროექტის კონცეფცია მის საცხოვრებელ საჭიროებებს", – აღნიშნავს ბესო მოსაშვილი.
კომპანიის სამომავლო გეგმები
"რუმ დეველოპმენტის" სამომავლო განვითარების გეგმები უკავშირდება პროექტების გაფართოებასა და ბაზარზე უფრო მასშტაბური და მაღალი სტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას.
"რუმ დეველოპმენტი" სამომავლოდ გეგმავს განახორციელოს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა უბანში", – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბესო მოსაშვილი.