Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, საზაფხულო ვორკშოპების სერიის მორიგ შეხვედრას გამართავს და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიას გააცნობს.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმაა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი საშუალებით ბიზნესს შეუძლია ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებების შექმნა და წარდგენა საქართველოს ბანკის იმ არხებში, რომლებსაც 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

აღნიშნული შეხვედრა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და მას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება.

"საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი და უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და წარვუდგინოთ ის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების გაზრდაში, და ზოგადად, ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. Ads მენეჯერი გამორჩეული პლატფორმაა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, რადგან იგი ბიზნესს მიზანზე ორიენტირებული კამპანიების გაშვებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, სწორ აუდიტორიას წარუდგინოს საკუთარი წინადადება. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი უკვე ერთი წელია, რაც გაეშვა და იგი მუდმივ რეჟიმში ვითარდება. ამ დროის განმავლობაში მიღებული შეფასებები კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ პლატფორმის შესაძლებლობები", - აცხადებს თორნიკე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. რეგისტრაციის შემდეგ, დასწრების მსურველები შეხვედის ბმულს მითითებული ელ-ფოსტაზე მიიღებენ.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან