Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვორქშოფები ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და ხელშეწყობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, 4B ფილიალში ორი ვორქშოფი გაიმართა. შეხვედრის განსახილველი თემები იყო: ბიზნესის ფინანსური გაფართოების შესაძლებლობა და ბიუჯეტის დავალიანების ეფექტური მართვა.

შეხვედრებზე სპიკერებმა ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება შეფასდეს ფინანსურად, განიხილეს ბიუჯეტის საკითხები და საგადასახადო შეთანხმების დეტალები. ვორქშოფზე მოსულ სუტმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებსა და მათი გამოცდილების შესახებ.

"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და სწორედ იმ პროდუქტებს თუ სერვისებს ვთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული ვორქშოფებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს უჩენს ჩვენს პარტნიორებს და ეხმარება, ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

ტანსაცმლის ბრენდების განვითარების 3 ინოვაციური გზა

სახლიდან მუშაობის რეჟიმი კვლავ ძალაში რჩება და ამიტომ მოსახერხებელი ტანსაცმლის ტარება უკვე ნორმად იქცა

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას