"საქკაბელსა" და "ბიოგრაფი ლივინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია "საქკაბელსა" და უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ და "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ მოაწერეს.

პარტნიორობის ფარგლებში "საქკაბელი" "ბიოგრაფი ლივინგის" დეველოპერულ ინიციატივებს საკუთარი წარმოების, საერთაშორისო სტანდარტის საკაბელო პროდუქციით დაუჭერს მხარს.

"საქკაბელი" უკვე ათწლეულებია მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქართულ პროდუქციას სთავაზობს, რომელიც წარმატებით გამოიყენება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. მოხარული ვართ, დავიწყოთ პარტნიორობა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიასთან, "ბიოგრაფი ლივინგთან" და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი პროექტების ელექტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალებით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ.

"ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ შევქმნიდით გამორჩეულ მულტიფუნქციურ პროექტებს, შესაბამისად ვთანამშრომლობთ წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. "საქკაბელი" ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით აწარმოებს სადენებს. "ბიოგრაფი ლივინგის" პირველ პროექტში "საკენი" ელექტროდაქსელვა "საქკაბელის" სადენებით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიან პარტნიორობაში გადაიზრდება", - განაცხადა "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ.

"საქკაბელის" შესახებ:

1958 წლიდან, "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე 9 შოურუმითა და სადილერო/სადისტრიბუციო ქსელით არის წარმოდგენილი.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული "საქკაბელის" პროდუქციის ექსპორტი 2010 წლიდან ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია დღეს უკვე 3 კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოიხმარება.

"საქკაბელის" მიერ წარმოებული კებელები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებელთან გაგზავნამდე, დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის. "საქკაბელის" პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

"ბიოგრაფი ლივინგის" შესახებ:

"ბიოგრაფი ლივინგი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა ორი უმსხვილესი ჰოლდინგის "ვისოლ ჯგუფის" და "რივერსაიდ ინვესტის" მიერ. "ბიოგრაფი ლივინგი" უძრავი ქონების ბაზარზე მესამე წელია წარმატებით ოპერირებს და დღეს თბილისში უკვე შვიდ მიმდინარე პროექტს აერთიანებს. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა დაფუძნებული და სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანული ცხოვრების წესს.

"ბიოგრაფი ლივინგის" მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტები აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს და მაცხოვრებლებს ერთიან, კომფორტულ ურბანულ ეკოსისტემას სთავაზობს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და გრძელვადიან ღირებულებას, რის საფუძველზეც მშენებლობა ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა ლიფტების მწარმოებელი წამყვანი შვეიცარული კომპანია "Schindler", საფასადე სისტემების და კარ-ფანჯრის მწარმოებელი გერმანული ბრენდი "Schüco", უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალის - ტერაკოტას მწარმოებელი გერმანული კომპანია "NBK" და სხვ.

"ბიოგრაფი ლივინგი" ორიენტირებულია თანამედროვე ურბანული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და 2026 წლის ბოლომდე კიდევ ოთხი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც კომპანიის განვითარების დინამიკასა და უძრავი ქონების ბაზარზე გრძელვადიან ხედვას უსვამს ხაზს.