"სასპერია" 20 ივნისს გაიხსნება: ისტორიული გასტრონომიული სივრცე მცხეთის გულში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან ახლოს, 20 ივნისს ახალი რესტორანი "სასპერია" გაიხსნება. ობიექტის კონცეფცია ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციას ეფუძნება.

რესტორნის სახელწოდება სასპერებს, იბერო-კოლხურ ტომს უკავშირდება, რომლის ისტორიული ცენტრი მცხეთისა და არმაზის ტერიტორიაზე მდებარეობდა. პროექტის ავტორების შეფასებით, კონცეფცია ქართული ისტორიის, კულტურისა და სტუმარმასპინძლობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენას ისახავს მიზნად.

"სასპერიაში" ავთენტიკურ ქართულ გემოებსა და ძველი რეცეპტების თანამედროვე ინტერპრეტაციებს შეხვდებით. სივრცის დიზაინში გამოყენებულია ქართული ორნამენტები და ბუნებრივი მასალები, რომლებიც თანამედროვე ინტერიერთანაა შერწყმული.

რესტორანს ასევე აქვს პანორამული ხედები, ხოლო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს "Sasperia Café", სადაც სტუმრებს პრემიუმ კლასის ყავისა და დესერტების არჩევანი დახვდებათ.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია განსაკუთრებული სერვისი, იახტით უფასო ტრანსფერი. სტუმრებს შეეძლებათ ავტომობილის უფასო, დაცულ პარკინგზე განთავსება და რესტორნამდე იახტით გადაადგილება, რაც მათ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებებს შეუქმნის. სერვისს ტარიელ გაბრელიანი, 50-წლიანი გამოცდილების მქონე ნიჩბოსნობის სკოლის პედაგოგი უზრუნველყოფს.

მზად ხართ ახალი გამოცდილებისთვის? "სასპერია" 20 ივნისს თქვენთან შესახვედრად ემზადება და გელოდებათ მცხეთაში, განსაკუთრებული ატმოსფეროთი, საოცარი კერძებითა და ახალი შთაბეჭდილებებით.