Get All Access for $5/mo

საუკეთესო წინ არის! 2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ისე გამოვიდა თითქოს ძალიან დავეჩვიეთ უკან მეტი ნოსტალგიით, წინ კი ზრდადი სკეპტიციზმით ყურებას. თითქოს ყველაფერი კარგი უკვე იყო და მომავლისგან კარგი აღარაფერი გამოვა.

კამპანიაზე ფიქრისას ჩვენს თავებშივე აღმოვაჩინეთ როგორ გვჭირდებოდა ოპტიმიზმის გაღვივება და მომავლის მეტი რწმენა.

არადა წინ სულ ახალი დღეები მოდის - და თუ ჩვენც გავაგრძელებთ სვლას მაშინ საუკეთესო ჩახუტება, საუკეთესო მოგონება, საუკეთესოს აღმოჩენა, საუკეთესო გამარჯვება, საუკეთესო მიღწევა, საუკეთესო ყველაფერი წინ უნდა დაგვხვდეს.

ამ სათქმელის გადმოცემისთვის არავინ გვეგულება უკეთესი ვიდრე ერთი ძალიან ცნობილი ქართული გმირი, რომელიც ყველაზე მეტად ასხივებს ოპტიმიზმს და აბსოლუტურად ყველაფერს სიხალისით აკეთებს. რომელსაც სჯერა თავისი თავის და სჯერა სხვების. რომელმაც იცის რომ თუ არ დანებდები ყველაფერი გამოვა და საუკეთესომდეც მიხვალ. ეს ჟირაფი - ჟოზეა.

ჟოზე ყველა ბავშვმა იცის და ძალიან დამსახურებულადაც უყვართ. ჩვენც ვიფიქრეთ რომ დროა ჟოზე დიდებსაც დავალაპარაკოთ. დავინახოთ ის რეალურ სამყაროში, სადაც პირველ ჯერზე თითქმის არასდროს არაფერი გამოდის.

ჟოზესნაირად ჩვენც ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება ხოლმე, ხან გული გვწყდება, ხან მზად ვართ ხელი ჩავიქნიოთ მაგრამ ზუსტად ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავს არ გადავუხვიოთ და გავაგრძელოთ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან რადგანაც - საუკეთესო წინ არის!

გულით გვჯერა ყველაფერი გამოვა!
2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე" - ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი

"საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანიები ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ტრადიციაა, რომელსაც მომხმარებლებთან ერთად ჩვენც სულმოუთმენლად ველოდებით ხოლმე და მისთვის მზადებას დიდი ხნით ადრე ვიწყებთ.

წელსაც მთავარ სათქმელამდე ბრენდის ღირებულებებით მივედით. ზოგადად ადამიანის და ჩვენი ბოლოდროინდელი მთავარი მტერი - პესიმიზმია. სწორედ ამიტომ კამპანიის მესიჯით და მთლიანად კამპანიით, გვინდოდა ამ პესიმიზმს დავპირისპირებოდით.

გუნდში მთელი გულით გვჯერა იმის, რომ თუ ადამიანები დიდი ენერგიით და პოზიტივით ივლიან მათთვის სასურველ მიზნებამდე და არ გაჩერდებიან, დაბრკოლებების მიუხედავად, წინ საუკეთესო ამბები ნამდვილად ელოდებათ.

გვიხარია რომ წელს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში ერთ ერთი ყველაზე საყვარელი და ოპტიმისტი პერსონაჟი დაგვეხმარა და უდიდესი მადლობა ჟოზეს ავტორებს. სტუდიო ველოსიპედის გუნდს, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეიყვარეს ეს პროექტი და გვერდში გვედგდნენ მისი მიმდინარეობის დროს.

ძალიან გვიხარია რომ სააგენტო JWT METRO, რომელიც სავსეა თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანებით და უდიდესი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმით უდგება ყველა პროექტს. მათი მხარდაჭერით ეს პროექტი შედგა და ყველა დეტალი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩვენს გონებაში იყო. უდიდესი მადლობა მათ!

ბოლოს კი მინდა ყველა ადამიანს ვუსურვო საუკეთესო ახალი წელი და გამოცდილებები. ყველაფერი საუკეთესი წინ არის!" - მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

შემსრულებლები:

კლიენტი: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან გომშიაშვილი

ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ცანავა

ბრენდ მენეჯერები: სოლო წიწუაშვილი, საბა ლეკიაშვილი, ანა თედიაშვილი

სააგენტო: JWT Metro

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი

აღმასრულებელი კრეტიული დირექტორი: გიორგი კვიტატიანი

უფროსი არტ დირექტორი: სალი ნიკოლაიშვილი, Bruce Lee

უფროსი კოპირაიტერი: დავით ბუსკონჩა კილაძე, ზუკა ბერძენიშვილი

კონცეპტ არტისტი: Bruce Lee

დიზაინის ხელმძღვანელი და ტიპოგრაფიის ავტორი: სანდრო ლალიაშვილი

გრაფიკული დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი

კონტენტ კრეატორი: გიკა მიქაბაძე

ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე

პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი

კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი

პროექტის ხელმძღვანელი: არჩილ ამაღლობელი

Ფროდაქშენ კომპანია: მეტრო ფროდაქშენი

Დამდგმელი რეჟისორი : ნიკოლოზ (კუკუშა) მოწონელიძე

Დამდგმელი ოპერატორი: მაქს უითინგ

Დამდგმელი მხატვარი: დავით ჭყოიძე

Ფროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე

Აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

Პროდიუსერი: სოფო ფარჯიანი

Ფროდაქშენ მენეჯერი: გურამ მოსიკაშვილი

იᲣნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი

Რეჟისორის პირველი ასისტენტი: ნინი იაშვილი

Ფროდაქშენ კოორდინატორი: მარიამ გუგუშვილი

Რეჟისორის მეორე ასისტენტი: გვანცა ჟუჟუნაშვილი

Კადრირება: ირაკლი თოიძე

Ფინანსური კოორდინატორი: თეა გურაბანიძე

Ტრანსპორტ მენეჯერები: დავით ფერაძე / დავით მაღლაკელიძე

Სეტ-მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

Სეტის ჯგუფი: საბა საღრიშვილი, ბუბა კუპატაძე, ლაშა კუპატაძე, ბიძინა ლომაია

Დიასახლისი: სვეტალანა ბაღდასარიანი

Კასტინგ მენეჯერი: ეკა მჟავანაძე

Კასტინგ ასისტენტი: ნირა გაბედავა

Სეტდრესერი, მხატვრის ასისტენტი: ნათია გურაბანიძე

Რეკვიზიტორი: ზაზა გოგორიშვილი, ელენე რუხაძე

Მხატვრის ასისტენტი: ნიკა ლომიძე

Მხატვრული დეპარტამენტის ჰელფერები: ნიკოლოზ ბურდული, გიგა გოგიაშვილი, თემო კუპრაძე, კახა ლომიძე, იკა ცქიფურიშვილი, რატი ჩიხლაძე, ზურა ბარბაქაძე

Დეკორატორები: კინოფაბრიკა

Გიო გორგიაშვილი,, ალექსანდრე ბალდიცინი, გიორგი მაჭარაძე, ივანე იაკობიძე

Კოსტიუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე

Მასკოტი: ლელა დავითაშვილი

Კოსტიუმების მხატვრის ასისტენტები: ელენე გაბილაია, სოფიო ტურაშვილი

პერსონაჟის დიზაინი: ნინო(ბრიუსლი) ლაზარაშვილი

გრიმი: ნინო ბედელაძე, ნინო დაშნიან - არაბული

Კამერის ასისტენტი: გურამ მოსიკაშვილი, ირაკლი ბაიდარაშვილი

Ფოკუს ფულერი: მანუ ელიჯარაშვილი, ზაზა ცომაია

Ფელიბექი: კობა როსტიაშვილი

Გაფერი და მეორე ოპერატორი: გოგლიკა ხაინდრავა

Განათება და გრიფი: დათა ხუფუნია, სერგი სუხიაშვილი, გიორგი როჭიკაშვილი, ლუკა ხიდაშელი, თაზო გოგბერაშვილი,, ლევან სუმბათაშვილი, რომან ბუზუევი, დავით ერემაძე, გია გულუაშვილი, ღვთისავერ მელაშვილი.

Დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე

Ტრანსპორტი: ლერი კაპანაზე, ანატოლი კლუსჩენკო, ზურა ციკანაშვილი, ზაზა მაღალდაძე, გიორგი გოგაშვილი, რამაზი დავითიანი, ავთანდილ უგულავა, გიორგი ჩლაური, გიორგი თეთრაძე, გიორგი კოშაძე, ვასილ ცქიტიშვილი, გიგლა ცხრათაშვილი, ზურაბ ბარბაქაძე, რიჩარდ გოგბერაშვილი, სოსო ციკოლია

Კვება: ქრუქეთი

პოსტ ფროდაქშენი

Პოსტ პროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

Პოსტ ფროდაქშენის კოორდინატორი: ეკატერინე დავითაშვილი

მონტაჟი: ნიკოლოზ (კუკუშა) მოწონელიძე, ბურო, ეკატერინე დავითაშვილი

Ფერის კორექცია: ჯექს ჰერნი (X-LDN), მინდია ინასარიძე

VFX: Highway VFX

პეკშოტის ანიმაცია & როტოსკოპინგი: დავით ჭაბაშვილი

Მუსიკის ლიცენზია: ბლუმ მიუზიქი

Ხმის და მუსიკის დიზაინი: ჰეიმა ფროდაქშენი

Ვოისოვერი: გიორგი მარშანია

Ვოკალი: ქეთათო ნერგაძე (ლუა)

Მსახიობები:

Ლაშა ალელიშვილი

Ვალერი კორშია, თბილისის ქალთა გუნდი, ანანო სირბილაძე, ვაკო კილაძე, ანი შურღაია, ვაჩე ჯანეზაშვილი, ბადრი შოშიტაშვილი, საბა ჩოჩუა, ლუკა ხუციშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, ციცინო ედიბერიძე, ლელა ჯავახია, ლუკა ბაშარული, დავით კორძაია.

ფაფეთერი: ლევან ხაზიური

Განსაკუთრებული მადლობა: Საქართველოს Ეროვნულ ბიბლიოთეკას

მთავარი მადლობა: გიორგი მარშანიას და ჟოზეს

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს