სელფი მობაილის ლოიალობის პლატფორმა უკვე 30-ზე მეტ ლოკალურ და გლობალურ ბიზნესს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, ტელკო მომსახურებასთან ერთად, ნერგავს მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებებს, ორიენტირებულს მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. სწორედ ამიტომ, სელფი მობაილმა Vodafone Group-თან პარტნიორობით, Vodafone-ის საერთაშორისო პროდუქტი, ლოიალობის პლატფორმა დანერგა.

ლოიალობის პლატფორმა არის რეგიონში უპრეცედენტო პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია სელფი მობაილის აპლიკაციაში MyCellfie და აერთიანებს სხვადასხვა კომპანიების სპეციალურ, ექსკლუზიურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიებში: სპორტი, განათლება, მოგზაურობა, თავის მოვლა, კვება, გართობა, მაღაზიები, საცალო მომსახურება და სხვა. პლატფორმაზე ადგილობრივთან ერთად, წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის ბევრისთვის საყვარელი და ნაცნობი სახელები: Wolt, Bolt, FiiT, SixT, Surfshark, Tickitto, Trip, HotelPlanner. შეთავაზებები მოიცავს როგორც ვაუჩერებს, ისე სპეციალურ ფასებს. ლოიალობის პლატფორმის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია და ის მომხმარებლისგან არ მოითხოვს დამატებით რაიმე ქმედებას. პლატფორმა მომხმარებელს აჯილდოვებს მხოლოდ იმისთვის, რომ ის სელფი მობაილის აბონენტია.

ეს პლატფორმა ასევე უნიკალური შესაძლებობაა ქართული ბიზნესებისთვის, კომპანიის 1.3 მლნ მომხმარებელს გააცნონ და შესთავაზონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება.

ლოიალობის პლატფორმის დანერგვასთან დაკავშირებით, მსოფლიო ტელეკომ ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) 2025, სელფი მობაილის კომერციულმა დირექტორმა, მარიამ კოპაძემ, მონაწილეობა მიიღო V-Talk სესიაში და Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრა თემაზე: "მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone-ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია". Vodafone Group-ის მიერ ლოიალობის პლატფორმა სადღეისოდ წარმოდგენილია შემდეგ ქვეყნებში: პორტუგალია, გერმანია, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი, ირლანდია. საქართველოში სელფი მობაილმა სრულად მოახდინა პლატფორმის ადაპტაცია ადგილობრივი ბაზრისთვის.

სელფი მობაილმა და Vodafone-მა თანამშრომლობის შეთანხმება 2024 წლის დეკემბერში გააფორმეს.