Get All Access for $5/mo

"სემელე" - ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიყვარულისა და სასწაულების სჯერა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სემელე" ლიქიორის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია.

"ჩვენი ოჯახი დიდი ხანია მეღვინეობის ტრადიციას მისდევს. ბიძა და მამა მე-11 თაობის მეღვინეები არიან. საქმისადმი მათი დამოკიდებულება და სიყვარული ჩვენთვის მოტივაციად იქცა, შთაგონება კი წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის სურნელოვანი ლიქიორი გახდა" − ელისო უზუნაშვილი, "სემელეს" თანადამფუძნებელი.

როგორც ელისო ამბობს, ბრენდი თავის ტყუპისცალ დასთან, სალომესთან ერთად შექმნა. ბრენდის კონცეფცია კი ბერძნულ მითოლოგიაში მევენახეობის, მეურნეობისა და მეღვინეობის მფარველი ღვთაება დიონისეს დედის, ქალღმერთ სემელეს ისტორიას ეფუძნება.

"სემელეს თავდავიწყებით შეუყვარდა ზევსი და სწორედ ამ სიყვარულს შეწირული, ჰადესთან ქვესკნელში აღმოჩნდა. ის ქვესკნელიდან დიონისემ იხსნა, ოლიმპოს მთაზე დაავანა და ქალღმერთად აქცია.

ჩვენთვის სემელე მეორედ დაბადების, გამბედაობის, იმედის, თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა", − აღნიშნავს სალომე.

იგი ასევე გვიყვება, რომ ვიდრე პროდუქტის წარმოებას დაიწყებდნენ, შეისწავლეს ქართული ბაზარი და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის სასმელი, თანაც ადგილობრივი წარმოების, ძალიან იშვიათია, რამაც უფრო დიდი მოტივაცია შესძინათ, რათა იდეა განეხორციელებინათ.

"ყოველ ახალ წამოწყებას ახლავს სხვადასხვა სახის რისკი და გამოწვევა, მაგრამ ამას არ შევუშინდით, რადგან ეს რისკი ახალი ცოდნისა და გამოცდილების მომტანია. იმისათვის, რათა "სემელემ" ბევრი ადამიანის სიყვარული და მოწონება დაიმსახუროს, პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მისი განვითარებისთვისაც დიდი შრომაა საჭირო", − ამბობს ელისო.

სალომეს აზრით, როცა საქმის დამოუკიდებლად კეთებას იწყებ, პროდუქტის ხარისხი და სიცოცხლისუნარიანობა, საზოგადოების ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, მთლიანად შენი პასუხისმგებლობაა, რაც ბევრი უნარის გამომუშავებაში გეხმარება.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდის კონცეფციაზე და ვიზუალურ მხარეზეც დამოუკიდებლად ვიმუშავეთ, ამიტომ "სემელე" კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჩვენთვის. ახალი წამოწყება გვიბიძგებს, საქმის განვითარების პროცესში ვეძიოთ სიახლეები და ვისწავლოთ კიდევ უფრო მეტი".

"სემელეს" მთავარი ამოცანა წარმოების ზრდა და ექსპორტზე გასვლაა. ელისოს და სალომეს სურვილია, იყვნენ ქართული ბრენდის, მაღალხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლები − როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი