Sponsored Content

SEU-ს აკადემიური პერსონალი MIT-ში იმყოფება ქართული უნივერსიტეტი წამყვან პროფესორებთან ერთად ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელი ქსელის გაძლიერებაზე მუშაობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური პერსონალი მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს MTC | MIT-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში და ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის სხვა დამფუძნებლებთან ერთად აქტიურად მუშაობს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებაზე.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU MIT-ის სამეწარმეო ქსელის თანადამფუძნებელია. 2024 წლის სექტემბერში SEU, მსოფლიოს 4 წამყვან უნივერსიტეტთან ერთად, გახდა პრესტიჟული ქსელის, MIT-ის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეწარმეობის სფეროსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.

SEU-ს ლექტორები MIT-ში ვიზიტის ფარგლებში ანტრეპრენერული განათლების ქსელის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. ქართული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აქტიურად ეცნობა ანტრეპრენერულ ჩარჩოებსა და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას. ისინი იღებენ ინფორმაციას MIT-ის სტარტაპ-აქსელერატორების, სამეწარმეო პროგრამებისა და ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც სტარტაპ-იდეების განვითარებას უწყობს ხელს. ლექტორები ასევე ეცნობიან სასწავლო პროგრამასა და სწავლების მეთოდებს მეწარმეობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვიზიტი მოიცავს Boston-ის ინოვაციური ეკოსისტემის გაცნობასაც, რომელიც რეგიონის სტარტაპ გარემოს მოდელირებისთვის ფასდაუდებელ გამოცდილებას იძლევა. SEU-ს ლექტორები აქტიურად ხვდებიან ადგილობრივ სტარტაპერებს და განიხილავენ მათთან პრაქტიკულ მიდგომებს, რაც ვიზიტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს აკადემიური პერსონალი მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებსა და კოლეგებს გაუზიარებს, რაც ხელს შეუწყობს ანტრეპრენერული უნარ-ჩვევების გავრცელებას საქართველოსა და რეგიონში.

"MIT-ის ისტორიისა და მისი პოზიტიური გავლენების განხილვისას ინოვაციების, ფინანსების, მენეჯმენტის და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს პროგრამა, რომელიც კონკრეტულად მეწარმეობას ეძღვნება, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კვლევით და სასწავლო ცენტრს. პირველწყაროსთან უშუალო შეხება განსხვავებული და უნიკალური გამოცდილების საწინდარია – როდესაც ურთიერთობა გაქვს თავად სისტემის ავტორსა და შემქმნელთან, ეს პირდაპირ აისახება ხარისხზე და შინაარსობრივ ღირებულებაზე. აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც აკადემიურ მიმართულებაზე, ასევე ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე.

MIT-ის ფილოსოფია და კონცეფცია მეწარმეობას აღიქვამს, როგორც პროფესიას, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს დისციპლინირებული მეწარმეობის სახით. ამ მიდგომების შესახებ დისკუსია და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ცოდნა, გამოცდილება და დოვლათი ჩამოვიტანოთ საქართველოში და ეფექტურად გავავრცელოთ.

ჩემი ორი მთავარი გეგმაა: პირველი – MIT-ის პროფესორებისგან და ინოვაციების შემქმნელებისგან მაქსიმალურად მოვიპოვო ის ინფორმაცია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გამოსადეგი. მეორე – დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნის ეფექტურად დანერგვა და გადაცემა, როგორც SEU-ში, ისე საქართველოს ბაზარზე არსებული ეკოსისტემის განვითარებისთვის", - აღნიშნავს პაატა შურღაია, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ბიზნეს კონსულტანტი, ანგელოზი ინვესტორი.

ვიზიტის ფარგლებში, SEU-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ს Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველ დირექტორს - ბილ ოლეტს. მხარეები აქტიურად განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის: SEU-ს ბაზაზე საერთაშორისო სტარტაპ-აქსელერატორის შექმნის გეგმას, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააძლიერებს SEU-ს როლს მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.

"სამეწარმეო უნარების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. სამეწარმეო განათლება უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ინოვაციური იდეების შემუშავების ფარგლებს და დღეს ის ყველა პროფესიაში აუცილებელია. თანამედროვე რეალობა გვავალდებულებს, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები, განვახორციელოთ ინოვაციები და ეფექტურად გავუმკლავდეთ ცვლილებებს. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს MIT-ის პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს ეხმარება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და მის საკუთარ პრაქტიკაში დანერგვაში.

MIT-ის ეს კონკრეტული პროგრამა პროგრამა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიზიაროთ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკები და მათი საფუძველზე შევქმნათ ჩვენი ინოვაციები. ჩემი პროფესიის წარმომადგენლებისთვის სხვა უნივერსიტეტი ან გარემო ასეთ გამოცდილებას უბრალოდ ვერ მოგვცემდა. MIT-თან თანამშრომლობა უდიდესი მნიშვნელობისაა. მეამაყება, რომ ვარ ამ პროგრამის მონაწილე და დიდი იმედებით შევყურებ მომავალს", - აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ბიზნეს ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად SEU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში, სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად ჩაერთვებიან 3-კვირიან პროგრამაში – StartMIT, რომელიც მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას გულისხმობს.

SEU-ს და MIT-ის პარტნიორობა მნიშვნელოვნად ზრდის უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების განათლების დანერგვას, ინოვაციური იდეების განხორციელებას და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი სტარტაპ-პლატფორმების შექმნას.

SEU კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, მეწარმეობის, განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი