📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შესაძლებლობა, მიიღო ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი Beep

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დასასრულს უახლოვდება. სულ მალე სტარტაპები Demo Day-ზე პოტენციური ინვესტორების და უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, რათა მათ საკუთარი ბიზნეს იდეები გააცნონ.

წელს Demo Day-ში მონაწილეობას 10 სტარტაპი მიიღებს, რომელთაგან ერთ-ერთი Beep-ია - აზერბაიჯანული ბიზნესი, რომელიც რეალურ დროში მიღებულ ვიზუალურ უკუკავშირს გვაწვდის და სამუშაო პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს.

სტარტაპის შესახებ Beep-ის გუნდს ვრცლად ვესაუბრეთ და თანამედროვე სამუშაო კულტურასა და სტარტაპის სამომავლო გეგმებზე საინტერესო ამბებიც გავიგეთ.

როგორც გვიყვებიან, სტარტაპის დამფუძნებელს, ფარიდ შუკუროვს UX/UI დიზაინერად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, მიხვდა, რომ ამ სფეროში დამკვეთებთან ურთიერთობა ძალიან ურთულდებოდა: დაუსრულებელი სქრინშოთები, ეკრანის გამოსახულების ვიდეოები და მათ გადაღებასა და შესწორებაში დახარჯული უამრავი დრო მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. მით უმეტეს, რომ ვიზუალური ილუსტრაციის შემდეგაც კი, დამკვეთებს დამატებითი ახსნა-განმარტება მაინც სჭირდებოდათ. ამიტომ, ფარიდმა გადაწყვიტა, ვიზუალური ფიდბექის მისაცემად უფრო ეფექტური გადაწყვეტა შეექმნა, თანაც სასწრაფოდ. სწორედ ასე გაჩნდა Beep-ის კონცეფცია.

რატომ Beep?

"ცხოვრება ხშირად ერთი დიდი არეულობაა, ჩვენ კი სიმარტივე გვწყურია – მათ შორის, კომუნიკაციაშიც. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ სწრაფი და ადვილი კონტაქტი ერთმანეთთან ყოველთვის იმ საჭირო შედეგს არ იძლევა, რომელიც გვინდა. მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია Gartner-მა აღმოაჩინა, რომ ოფისში დაშვებული შეცდომების 70% ცუდი კომუნიკაციის ბრალია. Grossman Group-მა კი 400 მსხვილ კომპანიაზე დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ეს შეცდომები წელიწადში 62.4 მილიონი დოლარი ჯდება. McKinsey-ის ინსტიტუტის კვლევის შედეგებით თუ ვიხელმძღვანელებთ, დასაქმებულები კვირის 61%-ს ჯგუფურ მუშაობაში ატარებენ, დარჩენილ 39%-ს კი კონკრეტულად მათ დავალებებს უთმობენ", - გვიყვებიან ისინი.

როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის დაბრკოლებების გადასალახად უკვე ბევრი პროდუქტი არსებობს, ონლაინ მუშაობისას გუნდების დიდი ნაწილი მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგს, რადგან წევრებმა არ იციან, როგორ დაამყარონ უკუკავშირი, ანუ "ფიდბექი".

"ძალიან გვინდოდა ეს შეგვეცვალა – ამიტომ, შევქმენით Beep, ხელსაწყო, რომელიც უკუკავშირის, განმარტებებისა და ინსტრუქციების გაცვლას ძალიან აიოლებს. უბრალოდ მონიშნავ და დაკლიკავ ნებისმიერ რამეზე, დააფიქსირებ შენს აზრს და ყველას გაუზიარებ! თანაც, ყველა კომენტარი მიბმულ სქრინშოთთან ერთად იგზავნება, რათა მაქსიმალურად გასაგები იყოს რაზე საუბრობ. იმისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეს, კომენტარები შეგიძლია დაახარისხო ან კონკრეტულ გუნდებს მიაბა", - განმარტავენ Beep-ის გუნდის წევრები.

ალბათ, მსგავსი ფუნქციის პროდუქტები უკვე შეგხვედრიათ ბაზარზე, თუმცა როგორც სტარტაპერები გვიხსნიან, არცერთ მათგანს არ აქვს იმდენი ფუნქცია, რამდენიც Beep-ს. ისინი მუდმივად მუშაობენ ახალი ფუნქციების დამატებასა და დახვეწაზე. უახლოეს მომავალში აპირებენ მოახდინონ დავალებათა მენეჯმენტის საშუალებების ინტეგრირებაც. მრავალი ფუნქციის მიუხედავად, Beep-ი ადვილად გამოსაყენებელი და დავალებაზე ორიენტირებული ხელსაწყოა.

გვიყვებიან, რომ ფარიდმა Beep-ის პირველი ვერსია 2023 წლის იანვარში ჩაუშვა და პირველი მომხმარებლებისგან დადებითი შეფასებების მოსმენის შემდეგ, გადაწყვიტა UX/UI-ის როლში დარჩენილიყო, რათა პროდუქტი მთლიანად "აეშენებინა".

"მას შემდეგ კი მთელი თავგადასავალი გავიარეთ – ვიყავით აქსელერაციის პროგრამა Sabah.Hub-ის მონაწილეები და გვქონდა პატივი ისეთ შეჯიბრებებში დავსახელებულიყავით საუკეთესოებად, როგორებიცაა Baku ID 2023, Baku Demo Day Startup Fair Adapt 2023 ლიეტუვაში და TechCrunch-ის Startup Battlefield 2023 სან-ფრანცისკოში. გუნდს შემოუერთდნენ პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ ცოდნას გვიზიარებდნენ. ზოგიერთი მათგანი დღემდე ჩვენს გუნდშია, მათ შორის აბას მირზაევი (Chief Technology Officer) და რობერტო ჟოაკინ ადრიანო პერესი (Chief Marketing Officer).

პატარ-პატარა წარმატებების მიღწევის შემდეგ, გადავწყვიტეთ კომპანიის მასშტაბი გაგვეზარდა. ამისთვის კი მხოლოდ ფინანსები არ კმარა – მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციასთან ასოცირება და მისგან სწავლა აუცილებელია. ამ მოთხოვნას კი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა აკმაყოფილებდა, რომლის პორტფოლიოც სავსეა წარმატების ისტორიებით. ასე რომ, თითები გადავაჯვარედინეთ, და 500 Georgia-ს აპლიკაცია შევავსეთ – კვირების შემდეგ დაგვიკავშირდნენ და მეხუთე ნაკადის მონაწილედ მიგვიღეს!" , - აღნიშნავენ ისინი.

ფიქრობენ, რომ 500 Georgia დაეხმარება მათ, მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი კომპანიის ფასი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, აქციონ Beep-ი ვიზუალური ფიდბექის გაცვლის რევოლუციურ გადაწყვეტად ვაქციოთ.

"იმ დრომდეც მივალთ, როცა ვიღაც თავის თანამშრომლებს გასძახებს: "უბრალოდ დამbeepე".

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!