შესაძლებლობების გამოყენების დროა - #მეტიგრანტი საქართველოს უნივერსიტეტისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ათასობით ახალგაზრდისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო გრანტის მიღება სიამაყის მომენტია - მათი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის აღიარება. ეს არ არის მხოლოდ ჯილდო მაღალი მოსწრებისთვის, ეს არის პირველი ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. საქართველოს უნივერსიტეტში (UG) მიაჩნიათ, რომ ასეთი გამარჯვება იმსახურებს აღნიშვნას, მხარდაჭერას და რაც მთავარია - გაძლიერებას.

"ერთად აღვნიშნავთ თქვენს პირველ დიდ გამარჯვებას"

"სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება და სახელმწიფო გრანტის მოპოვება აბიტურიენტის პირველი დიდი გამარჯვებაა", - აღნიშნავს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია და განმარტავს რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს უნივერსიტეტისთვის გრანტიანი სტუდენტების დაფასება და მათი მხარდაჭერა #მეტიგრანტით.

"საქართველოს უნივერსიტეტი მხარს უჭერს მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ყველაზე დიდი ინვესტიცია. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის პრინციპული გადაწყვეტილებაა სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაფასება. ჩვენ მზად ვართ მივცეთ ყველა პერსპექტიულ ახალგაზრდას შესაძლებლობა ისწავლოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას".

რა არის #მეტიგრანტი?

ინიციატივის თანახმად 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა სრულად უფინანსდება, ოთხი წლის განმავლობაში, ნებისმიერი ღირებულების პროგრამაზე. #მეტიგრანტით დაფინანსდება 70% და 50%-იანი გრანტის მფლობელებიც და მათ მხოლოდ საერთო სახელმწიფო გადასახადით დადგენილი თანხის მესამედის ან ნახევრის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, 70%-იანი გრანტის მოპოვებისას სტუდენტის სწავლის საფასური შეადგენს 675 ლარს, ხოლო 50%-იანი გრანტიანი სტუდენტისთვის - 1125 ლარს. #მეტიგრანტი ენიჭება სახელმწიფო გრანტის მფლობელს, საქართველოს უნივერსიტეტის მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებიდან ნებისმიერ სასურველზე ჩარიცხვისას, მიუხედავად სწავლის ღირებულებისა. ამასთან, წლიური საფასურის გადანაწილებას სტუდენტები 10 ნაწილად შეძლებენ.

ინვესტიცია წარმატებულ მომავალში

საქართველოს უნივერსიტეტის ეს მიდგომა ახალგაზრდების პოტენციალის აღიარების, მათთვის სწავლის პროცესში ბარიერების შემსუბუქების და წარმატების რეალური პირობების შექმნას ემსახურება. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის უფრო ფართო ხედვის ნაწილი: აქტიურად მოიძიოს და გააძლიეროს მომავალი ლიდერები, მოაზროვნეები, მეცნიერები, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები, ისინი, ვისაც სჯერა, რომ განათლება ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ.

#მეტიგრანტი ეს არის გზავნილი ყველა ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს უფრო მეტს, შეუძლია იმუშაოს საკუთარ თავზე და იაროს დასახული მიზნისკენ. საქართველოს უნივერსიტეტი ნიშნავს შესაძლებლობებს და ამ შესაძლებლობების გამოყენების გზების ჩვენებას.