სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე'ს ახალი წელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო ციებ-ცხელება პიკს აღწევს, რაც, ტრადიციულად, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. საჩუქრების შერჩევა ოჯახის წევრებისთვის, სახლის განახლება სტუმრების მისაღებად, საახალწლო სუფრის მზადება და დაგეგმილი მოგზაურობები ხშირად ერთიანად აწვება მომხმარებლის ბიუჯეტს. ამ დროს ბალანსის დაცვა სურვილებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შორის რთული გამოწვევა ხდება, რადგან ყველა ჩვენგანს სურს, ახალ წელს განსაკუთრებული განწყობითა და ზედმეტი ფინანსური სტრესის გარეშე შეხვდეს.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ სილქ ბანკის მერე ბარათით განაწილების თვეები გაორმაგდა, რათა მომხმარებელმა უფრო მეტი სურვილის ასრულება შეძლოს. "მერე'ს ახალი წელი" საშუალებას გაძლევს, ყველა საჭირო ნივთი თუ მომსახურება შეიძინო ახლა — 2025 წელს, ხოლო თანხა მშვიდად დაფარო უკვე 2026 წლიდან.
შეთავაზება ძალაშია მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში: 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში სილქ ბანკის პარტნიორ კომპანიებში განაწილების სტანდარტული ვადები ორმაგდება. რაც მთავარია, ეს პროცესი არ იწვევს პროდუქტის გაძვირებას — მომხმარებელი კვლავ სარგებლობს ეფექტური 0%-იანი პირობით.
ქვემოთ მოცემულია ვადების ცვლილების დეტალური ცხრილი:

2500-ზე მეტი პარტნიორი: ყველაფერი ერთ სივრცეში
მერე'ს ეკოსისტემა მოიცავს 2500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთავაზება პრაქტიკულად ყველა საჭიროებას ფარავს. მიუხედავად იმისა, ტექნოლოგიურ განახლებას გეგმავ თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გაორმაგებული განაწილება ყველგან დაგხვდება:
- ტექნიკა და ინტერიერი: წამყვანი მაღაზიათა ქსელები, სადაც შეგიძლია შეიძინო სმარტფონები, ლეპტოპები ან ავეჯი სახლისთვის
- მოდა და სტილი: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები საახალწლო წვეულებისთვის
- სახლის რემონტი და ავტოსერვისი: ყველაფერი მშენებლობისთვის, რემონტისთვის ან თქვენი ავტომობილის მოსაწესრიგებლად
- ჯანმრთელობა: ფარმაციები და კლინიკები
- ონლაინშოპინგი და მოგზაურობა: 100-ამდე საერთაშორისო ონლაინმაღაზია და მსოფლიო მასშტაბის სამოგზაურო პლატფორმები
- და სხვა მრავალი კატეგორია
ორმაგი სარგებელი: ფასდაკლება + განაწილება
კამპანიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელი შეზღუდული არ არის არჩევანში. თუ პარტნიორ კომპანიაში უკვე მოქმედებს საახალწლო ფასდაკლება, შეგიძლია, ისარგებლო ამ ფასდაკლებით და ამავდროულად, უკვე დაკლებული თანხა გაინაწილო გაორმაგებული ვადით. ეს ქმნის მაქსიმალურ ფინანსურ შეღავათს, რაც წლის ბოლოს განსაკუთრებით ღირებულია.
გაქვს ახლა, იხდი მერე!