სიმეტრია ჯიქია - კარგი ცხოვრებისა და ინვესტიციისათვის დეტალებზე ორიენტირებული, მულტიფუნქციური პროექტი საბურთალოზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უძრავი ქონების მიმართ ინტერესი საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში უფრო და უფრო მატულობს. კვლევების მიხედვით, უფრო მეტი ახალგაზრდა ფიქრობს დამოუკიდებლად ცხოვრებაზე; ბევრი ოჯახი მოიაზრებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ან საინვესტიციოდ უძრავი ქონების შეძენას. ბიზნესებიც გაფართოების მიზნით სტრატეგიულად სწორ პროექტებს და ლოკაციას ეძებენ; დიდია მოთხოვნა ისეთ პროექტებზე, რომლებშიც პარკინგის საკითხიც მოგვარებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მარტივად მიდგომადი.
ქალაქშიც გამოჩნდა პროექტები, რომლებიც მოსარგებლეების ინტერესების გამოკვლევასა და მათ დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. სწორედ ასეთია "სიმეტრია ჯიქია" - მულტიფუნქციური კომპლექსი საბურთალოზე, რომელიც მეტროდან 150 მეტრში, ოთხი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. კომპლექსი სამ ფუნქციას აერთიანებს: საცხოვრებელს, კომერციულ სივრცეებს, ბიზნეს ცენტრს და ყველა პირობას სთავაზობს როგორც საცხოვრებლით დაინტერესებულ აუდიტორიას, ასევე კომერციული და საოფისე ფართების მაძიებელ ბიზნესებს.
შესაბამისად, თუ თბილისში უძრავი ქონების შეძენით ხართ დაინტერესებული ან ბიზნესის გაფართოებას გეგმავთ, ამ ორ წუთიან საინფორმაციო ვიდეოს აუცილებლად უნდა უყუროთ.
"სიმეტრია ჯიქია" ადამიანზე ნაფიქრი, დეტალებზე ორიენტირებული პროექტია. აქ პრაქტიკულობა ჰარმონიულად ერწყმის კომფორტს, რაც საუკეთესო საცხოვრებელ, საინვესტიციო თუ სამუშაო გარემოში გამოიხატება.
მნიშვნელოვანია ის დეტალები, რაც კომპლექსში ყოველდღიურ კომფორტს განაპირობებს: კონსიერჟი, იზოლირებული ეზო, სპორტული მოედანი, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები ის ფუნქციებია, რითაც "სიმეტრია ჯიქიას" მაცხოვრებლები ისარგებლებენ. 2-სართულიანი კომერციული სივრცე, რომელიც საცხოვრებელსა და ბიზნეს ცენტრს აერთიანებს, უკეთეს ყოველდღიურობას ქმნის პროექტით მოსარგებლეებისათვის.
სივრცეში წარმოდგენილი იქნება: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, კვების ობიექტები, სასურსათო და პირველადი საჭიროების მაღაზიები, აფთიაქი, ბანკი და სხვა.
კომერციული ნაწილის ლოჯისტიკურ გამართულობას უზრუნველყოფს დისტრიბუციისა და კურიერებისათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი შესასვლელები.
მიუხედავად მულტიფუნქციურობისა, ადამიანთა და ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადები ისეა გადანაწილებული და დაგეგმილი, რომ კომპლექსში მაქსიმალური სიმყუდროვე შეიქმნას.
300-ზე მეტი საპარკინგე ადგილი და რვა ლიფტი, რომელიც პროექტს მოემსახურება - დამატებით კომფორტს ქმნის როგორც მაცხოვრებლებისათვის, ასევე ბიზნეს ცენტრის სტუმრებისათვის.
სიმეტრია ჯიქია - დეტალებში ნაფიქრი გარემო კარგი ცხოვრებისა თუ ინვესტიციისათვის.
კომპანია "სიმეტრია" 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში. დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"; საცხოვრებელი კომპლექსები – "სიმეტრია ვაკე" და "სიმეტრია ლისი". ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი "სიმეტრია პარკი" მთაწმინდის რაიონში.
კომპანიის ვებ გვერდი: www.simetria.ge