Sponsored Content

სინგულარი - კომპანია, რომელიც თანამშრომლებს ანიჭებს ავტონომიას, უფლებამოსილებებსა და მოქნილობის შესაძლებლობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენი მიზანია თანამშრომლების გაძლიერება, მაქსიმალური უფლებამოსილებისა და ავტონომიის მინიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სხვადასხვა მიმდინარე აქტივობაში, რადგან მათი ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული კომპანიის შესაქმნელად", − ამბობს კომპანია Singular-ის ადამიანური რესურსების მართვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, სანათა ჩარგაზია. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე კომპანია Flutter International-ის ნაწილია. სანათა ასევე არის მმართველი ბორდის წევრი და მისი 12-კაციანი გუნდი უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს კომპანიაში, იმისათვის, რომ Singular-ში კომპანიის კულტურა, ადამიანური რესურსების მართვა, პროცესები და დასაქმებულთა გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს.

"სინგულარის" გუნდს 2020 წელს პანდემიის დაწყებიდან მალევე შევუერთდი. თავდაპირველად კომპანიის HR-ის გუნდს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც Singular საერთაშორისო კომპანია Flutter International-ს შეუერთდა, როლიც გაფართოვდა და მოვალეობებს დამსაქმებლის ბრენდინგიც დაემატა".

სანათას თქმით, ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რასაც იგი აფასებს Singular-სა და ამ კომპანიის კულტურაში.

"როცა გუნდს შემოვუერთდი, "კოვიდ-19" ცხოვრების ახალი ნორმა იყო. ძალიან ბევრ კომპანიას უჭირდა ახალ წესებთან შეგუება და ამდენი ცვლილების ფონზე მუშაობის გაგრძელება. თუმცა ეს არ იყო Singular-ის შემთხვევა. კომპანიას მანამდეც მუშაობის მოქნილი წესი ჰქონდა, ძლიერი სამუშაო ეთიკით, რაც პანდემიის საჭიროებებთან უმტკივნეულო ადაპტირებასა და ამავდროულად, გუნდში ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა ასეთ რთულ დროშიც კი. ამასთან, თვალშისაცემი იყო მენეჯმენტის პროგრესული და თანამედროვე სტილი, რომელიც სრულად არის ორიენტირებული დასაქმებულების კეთილდღეობასა და კმაყოფილებაზე. სამი წლის შემდეგ კომპანია მსოფლიო ბაზარზე ლიდერ სპორტული ფსონებისა და გეიმინგ-ბრენდ Flutter Entertainment-ს შეუერთდა. ამით Singular-ის პოზიციები მხოლოდ გაძლიერდა და ცვლილება დაგვეხმარა კომპანიის კულტურისა და დინამიკის განმტკიცებაში. ჩვენ ზუსტად ვიცით − თანამშრომლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან ჩვენი ბიზნესის წარმატებაში. სწორედ ისინი ქმნიან უნიკალურ კომპანიასა და კულტურას. მე მოხარული ვარ, რომ ვმუშაობ კომპანიისთვის, რომელიც ამას აღიარებს და ვხელმძღვანელობ გუნდს, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის, რასაც Singular წარმოადგენს, მხოლოდ ფურცელზე დატანილი ცნებები არ არის, არამედ რეალობაში გადმოტანილი ქმედებებია", − ამბობს ჩარგაზია.

რა წარმოაჩენს ყველაზე კარგად Singular-ის კორპორაიულ კულტურას?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც "სინგულარის" გუნდს უერთდებიან, იყვნენ არა მხოლოდ პროფესიულად შესაბამისები, არამედ იზიარებდნენ ჩვენს ღირებულებებსაც. ალბათ ყველა ჩვენი თანამშრომელი დამეთანხმება, რომ ჩვენი კულტურა გადამდებია, გიზიდავს, ჩართული ხდები ყოველდღიურობაში, რისი მთავარი განმაპირობებელიცაა თანამშრომლების ავტონომია, გუნდური მუშაობა, ნდობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ჯანსაღი გარემო.

ჩვენ არ გვინდა, ადამიანები გვერდიდან აკვირდებოდნენ პროცესებს, გვსურს, იყვნენ ჩართულნი და აქტიურები − იქნება ეს შიდა ღონისძიებებზე დასწრება, კრიტიკული შეკითხვების დასმა კომპანიის Town Hall-ზე, გუნდური ინიციატივების გამოჩენა და ა.შ. ეს შეიძლება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ, რათა ყველამ შეძლოს აქტიური როლის შესრულება კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში. ასევე, ჩვენ ვაფასებთ მათ ამბიციებს, განვითარდნენ და გაიუმჯობესონ გუნდური მუშაობის უნარები. შეუძლებელია გქონდეს ჯანსაღი კულტურა, ან წარმატებული კომპანია ადამიანებთან ერთად, რომლებსაც არ სურთ განვითარება და წინსვლა, ან ვერ იაზრებენ გუნდური მუშაობის მნიშვნელობას.

კულტურა განვითარებადი პროცესია − შეგიძლიათ გვითხრათ, რა მიმართულებით განვითარდება ის თქვენს კომპანიაში?
ჩვენი კულტურის საფუძველი თანამშრომლების კეთილდღეობა და ინდივიდუალურობაა. ჩვენ ხშირად გვაქვს აქტივობები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით − ერთ-ერთი მაგალითია, საუკეთესო ბენეფიტების პაკეტი დასაქმებულებისთვის. რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი კულტურა განვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე სასარგებლო იქნება თანამშრომლებისა და მათი სამუშაოსთვის. რა სირთულეებიც უნდა გველოდებოდეს, მზად ვართ, ღირსეულად შევხვდეთ და ვაქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ამავდროულად, ჩვენთვის პრიორიტეტად დარჩება სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი, ასევე, დასაქმებულების მხარდაჭერა და მუდმივი დახმარება პროფესიული და პერსონალური განვითარების გეგმებში.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს ოფისში, სამუშაო გამოცდილებასა და კოლეგებში?
ჩვენი ოფისი Flutter-ის ოფისშია განთავსებული. ეს არის ძველი საბჭოთა შენობა, ყოფილი პურის ქარხანა, რომელიც თანამედროვე სამუშაო სივრცედაა გადაკეთებული. ოფისი ყველანაირად კეთილმოწყობილია, მათ შორის, სამუშაო და რეკრეაციული სივრცეებით. საოცრად მომწონს, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ძველი ნაგებობა და თანამედროვეობა.

ამ შენობაში Flutter-ის კიდევ ერთი ბრენდთან − Adjarabet-თან ერთად ვართ, ვისთანაც უკვე წლებია აქტიურად ვურთიერთობთ. ორივე კომპანიიდან დასაქმებულებს შეუძლიათ ახლოს გაიცნონ ერთმანეთი, ერთად დაესწრონ ღონისძიებებს. ეს სამუშაო გარემოს ძალიან საინტერესოს ხდის, შემოაქვს მეტი გუნდური დინამიკა, ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა − აქ გრძნობ, რომ მიღებული ხარ, განურჩევლად შენი პროფესიული წარსულისა, გამოცდილებისა თუ ახლანდელი როლისა.

როგორც ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, როგორ ფიქრობ, რით არის Singular-ში დასაქმებული კმაყოფილი და ამ კრიტერიუმებს როგორ ერგებით?
ყველა დასაქმებული თავისი მოლოდინით მოდის და ჩვენი კომპანიის მიზანია, მივაწოდოთ შესაძლებლობები და საშუალებები განსხვავებული გამოცდილების მისაღებად. ჩვენი მიზანია თანამშრომლების გაძლიერება, მაქსიმალური უფლებამოსილებისა და ავტონომიის მინიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სხვადასხვა მიმდინარე აქტივობაში, რადგან მათი ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული კომპანიის შესაქმნელად. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ Singular-ში თანამშრომლებს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა სურთ. Singular-ის პროდუქტებს მრავალი გლობალური ჯილდო აქვს მიღებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვქმნით ხარისხიან, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან პროგრამულ უზრუნველყოფას.

ჩვენ ვამაყობთ Singular-ში არსებული სამუშაო გარემოთი და იმით, თუ როგორ განვითარდა იგი წლების განმავლობაში. ჩვენი ახალი კამპანია #WeBeneFit არის Flutter-ის პოზიტიური გავლენის გეგმის ნაწილი და განსაკუთრებით "ვიმუშაოთ უკეთ"-ხაზი იძლევა კარგ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი კულტურა და ღირებულებები აქვს კომპანიას იმ ბენეფიტებთან ერთად, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ. Singular-ის დასაქმებულებისგან მიღებული უკუკავშირი მოწმობს, თუ რამდენად მოსწონთ და აფასებენ ამ შესაძლებლობებს.

კომპანია Flutter International-ის ნაწილი გახდა. როგორი გავლენა მოახდინა ამან Singular-ში არსებულ ატმოსფეროზე, სამუშაო გარემოსა და დასაქმებულთა ზრდაზე?
Flutter International-თან გაერთიანება ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისადმი ჩვენი კომპანიის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. ამ პროცესმა შესაძლებლობების სრულიად ახალი ფანჯარა გაუხსნა ჩვენს დასაქმებულებს, მათ შორისაა Flutter-ის კოლეგებთან საზღვარგარეთ მუშაობა და მათ ოფისებში მსოფლიოს გარშემო გამოცდილების მიღება. მათ შესაძლებლობა აქვთ გააგზავნონ განაცხადები Flutter-ში ვაკანსიებზე და გაჰყვნენ განსხვავებულ კარიერულ გზას. ჩვენ ყოველთვის წავახალისებდით ცოდნის გაზიარებას, და ახლა იდეებისა და სამუშაო გამოცდილების გაცვლა შეგვიძლია კოლეგებთან არა უბრალოდ Flutter-ის სხვა ბრენდებთან, არამედ განყოფილებებთანაც კი და ეს შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

Singular-ში მუდამ მხიარული და მეგობრული ატმოსფერო იყო, რომელიც ახლა Flutter-ის ივენთებმა კიდევ უფრო გაამდიდრა. მათ შორისაა ივენთები, როცა "ფლატერის" მენეჯმენტი სიახლეებსა და საინტერესო ინფორმაციას აწვდის დასაქმებულებს. ისინი Flutter-ის საერთაშორისო გუნდებს აძლევენ შანსს გაიცნონ ერთმანეთი, შეიტყონ სხვა ბრენდების შესახებ, მათ მიზნებზე, ხედვებსა და ზრდის გეგმებზე. რაც შეეხება Singular-ის ზრდას, ჩვენ პანდემიიდან მოყოლებული წარმატების გზაზე სვლა არ შეგვინელებია და ცხადია, არც ვაპირებთ შენელებას. დარწმუნებული ვარ, დასაქმებულები ხედავენ − რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ 9-იდან 6-მდე მუშაობა. სხვა თუ არაფერი, ჩვენი სლოგანია #იყავიგამორჩეული (#BeOutstanding) და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ თანამშრომლებს, იყვნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ სამუშაოს გარეთ, პირად ინტერესებში.