"სიტროენი" პრემია "ელისოს" მთავარი პარტნიორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფოტო: ლაშა გიგაური
14 ივნისი სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფიისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და, ამავდროულად, გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია "ელისო" მიეძღვნა. კინოდაჯილდოება მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, მასში ქართული კინოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი ქართული კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. წელს პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი "სიტროენიც" გახდა.
"ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს "სიტროენი" გახდა პრემია "ელისოს" ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება" – თამარ კიკნაძე, "სიტროენის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პრემია "ელისო" 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია "თიბისი". პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: "კოკა-კოლა" და "სიტროენი". მხარდამჭერები: "სარაჯიშვილი", "ბლუტაბლა", "ენკენი ფილმს" და "ვაზისუბნის მამული".
წელს "ელისოს" ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.
პრემია "ელისო" 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
- საუკეთესო ფილმი: "წმინდა ელექტროენერგია" (ტატო კოტეტიშვილი)
- ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი: "ლურჯი მოცვი" (ელენე მიქაბერიძე)
- საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე ("რაც თავი მახსოვს")
- საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა ("პანოპტიკონი"), მზია არაბული ("გზაჯვარედინზე")
- საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი ("წმინდა ელექტროენერგია")
- საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე ("რაც თავი მახსოვს")
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე ("პანოპტიკონი")
ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი ნინო ხარატიშვილი.
ფოტო: ლაშა გიგაური
წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.