Get All Access for $5/mo

სკარლეტ იოჰანსონი შოკირებულია, რომ OpenAI-მ მისი მსგავსი ხმა უარის მიუხედავად გამოიყენა

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

OpenAI-მ გასულ კვირას ახალი მოდელი, GPT-4o გამოუშვა. ჩეტბოტის ხმა სკარლეტ იოჰანსოსის ხმის იდენტურია. პრობლემა ისაა, რომ მსახიობმა წინადადებაზე თვეების წინ განაცხადა უარი.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, იოჰანსონს ჩეტბოტის განახლებული ვერსიის გახმოვანება გასული წლის სექტემბერში სთხოვა. მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოებას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო. ამას სკარლეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

მან უარი "პირადი მიზეზების" გამო თქვა. ცხრა თვის შემდეგ კი შოკირებული აღმოჩნდა, რადგან კომპანიამ ეს არ გაითვალისწინა.

"როდესაც დემო ჩანაწერი მოვისმინე, შოკში ჩავვარდი, ძალიან გავბრაზდი. არ მჯეროდა, რომ მისტერ ოლტმენმა გამოიყენა ხმა, რომელიც იმდენად ჰგავდა ჩემსას, სხვაობა ახლობლებმა და საინფორმაციო გამოშვებებმაც კი ვერ დაინახეს", - თქვა მსახიობმა.

2013 წელს სკარლეტის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი, სახელწოდებით Her, სადაც ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟს ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი უყვარდება. ამ ხმას ფილმში იოჰანსოსი ახმოვანებს. საყურადღებოა, რომ ჩეტბოტის ახალი ვერსიის გამოსვლის დღეს ოლტმენმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა წარწერით Her. სწორედ ამის გამო, სკარლეტი ვარაუდობს, რომ ეს არა შემთხვევითი, არამედ გამიზნული ქმედება იყო.

მსახიობის თქმით, მან იურიდიული მრჩეველი დაიქირავა, რათა კომპანიას აეხსნა, ასეთი რამ როგორ მოხდა.

შედეგად, OpenAI-მა პროექტი შეაჩერა და ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომ ჩეტბოტის ხმა სხვა მსახიობის ინსპირაციითაა შექმნილი და სკარლეტ იოჰანსონის იმიტაცია არ არის.

იალ ლეიკი, კომპანიის წამყვანი მკვლევარი, თანამდებობიდან გადადგა და მათ მოუწოდა, რომ უსაფრთხოება პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილას დააყენონ.

OpenAI-ის ამჟამინდელი ღირებულება $80 მილიარდია.
Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია